მგონი ამ კამპანიის ავტორის ანა დოლიძისათვის ძალიან საინტერესო იქნება ამის ნახვა (რომელსაც ნაღდად ვიცი რომ ფეხზე კიდია თვითონ პაატას ბედი და არ ვიცით თვითონ პაატა რას ამბობს_
აბა ოპოებო დამესხით თავს
სახალისო სისულელე: როგორ ავლებენ მუსრს ქართველებს ლიბერალები და ჰომოსექსუალები
ამ წერილის ავტორს დღეს თავი რატომღაც ლიბერალად მოაქვს, ხოლო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხან ფაშისტებს უწოდებს, ხან კიდევ ნეოკონებს. ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვის მისი ნააზრევი გამეცნო. წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ 2007 წლის 28 ივლისს.
http://www.opentext.org.ge/07/resonance/199/199-18.htmქრისტიანული კოალიცია - პასუხი ნაციონალების ძალადობაზე: უარი ვათქმევინოთ ხელისუფლებას ძალადობის, აბორტების, ჰომოსექსუალური ქორწინებების მხარდაჭერაზე!
დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში რელიგიური ელემენტი სულ უფრო და უფრო წამყვან როლს თამაშობს. ამ დღეებში თურქეთში გამართულ არჩევნებში ისლამისტების კიდევ ერთხელ გამარჯვებამ აჩვენა, რომ სეკულარულმა იდეებმა საკუთარი კონკურენტუნარიანობის მარაგი ამოწურეს და ადგილს უთმობენ მორწმუნეთა პოლიტიკას.
მე-20 საუკუნის ათეისტურმა ეიფორიამ უკვე საბოლოოდ გაიარა. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიაც კი უკვე ბოლო არჩევნებში სწორედ ის კანდიდატი იმარჯვებს, რომელიც სულ რაღაც 15-იოდე წლის რალფ რიდის მიერ შექმნილი ‘ქრისტიანული კოალიციის ხმების უმეტესობას მიიღებს. ახლა უკვე საქმე ისე წავიდა, რომ ქრისტიანული კოალიციის ხმებზე ორივე ძირითადი პარტიის წარმომადგენლები ნადირობენ.
თუ ადრე ამ კოალიციის ხმებზ მხოლოდ რესპუბლიკური პარტია დასდევდა, ახლა მემარცხენე დემოკრატებიც ისევე ცდილობენ ამ კოალიციასთან დაახლოებას, როგორც მათი მემარჯვენე კონკურენტები. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების ერთ-ერთი უკანასკნელი დებატები სწორედ ქრისტიანული ორგანიზაციის კედლებში გაიმართა და კანდიდატებმაც როგორც აუცილებელ მოთხოვნას, ისე უპასუხეს შეკითხვებს მათი აღმსარებლობის შესახებ.
მაჰათმა განდი ჯერ კიდევ მისი მოღვაწეობის პერიოდში აღნიშნავდა რომ პოლიტიკა სულიერების გარეშე არის სრული სიყალბე და ტყუილი, რომელსაც მატერიალური მიზნების გარდა არაფერი ამოძრავებს. ის თავის დროში დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაშინ როდესაც პოლიტიკოსთა უმრავლესობა თვით მისი მემკვიდრის ჯავაჰარლალ ნერუს ჩათვლით სეკულარული გზით სიარულს ამჯობინებდა. განდის აზრით ძირითადი იდეალები, რომლებიც სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ადამიანებს ამოძრავებთ სწორედ რელიგიური მოძღვრებებიდან მოდის – თავსიუფლება, თანასწორობა, ძმობა, სიყვარული, თანაგრძნობა, ქველმოქმედება, სიკეთის თესვა და სხვა ასეთი პრინციპები სწორედაც რომ რელიგიური მოძღვრებებიდან მოდის.
ჩვენთან საქართველოში კი ჩვენს სარწმუნოებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ჩვენი ერის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედაც რომ ჩვენი მართლმადიდებლური მრწამის იყო, ის მრწამსი, რომელიც საკუთარ დოქტრინას სიყვარულზე აგებს და არა სხვის ჩაგვრაზე და დისკრიმნაციაზე. დღევანდელ დღეს უკვე თითქმის აშკარად გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გაყოფილია ათეისტებად და მორწმუნეებად და უნდა ითქვას რომ ჩვენდა საუბედუროდ ათეისტები დღეს მართვის სადავეებთან არიან.
ეს ის ათეისტები არიან, რომელნიც სახელმწიფოს მთავარ იარაღად მიიჩნევენ ძალადობას, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებშიაც ხოცავენ და უცხო ქვეყნების სასაკლაოებზეც უშვებენ საზარბაზნე ხორცად. ეს ის, ათეისტები არიან, ვინც ეგრეთწოდებული ლიბერალური ღირებულებების დაცვას მზადაა ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის დიდი ნაწილი შესწიროს, იმისათვის რომ ბატონი ბენდუქიძის მემარჯვენე-ექსტრემისტულმა მოსაზრებებმა იზეიმონ და ყველაფერი მიეყიდოს ისედაც უმდიდრეს რუს და ყაზახ მილიარდერებს. მათი აზრით მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს და ღარიბი კი კიდევ უფრო გაღარიბდეს. ეს სოცაილური დარვინიზმი, რომელიც ბურჟუაზიის ურწმუნო ელემენტებმა მოიგონეს, პრაქტიკულად უარს ამბობს სახარებისეულ სიყვარულზე და ეკონომიკაში ჯუნგლის კანონები შემოაქვს.
ეს ის ათეისტები არიან, რომელნიც მზად არიან ერთბაშად მიაფურთხონ ქართულ ღირებულებებს და ფულის გულისათვის საქართველოში ჰომოსექსუალურ ქორწინებებსაც დაუჭირონ მხარი. ეს ის ათეისტები, არიან რომლებიც ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვების მოკვლასაც მხარს უჭეერენ სახელმწიფო დონეზე. ეს ადამიანები თანახმა არიან რომ აბორტების გაათმაგების გზით, ქართველი ერი რიცხვობრივად განადგურდეს და შეუერთდეს ისტორიულ რარიტეტთა რიცხვს.
ვფიქრობ, თქვენ კარგად მოგეხსნებათ ვინ არიან ეს ათეისტები: მიშა სააკაშვილის საპრეზიდენტო გუნდის მთავარი მოთამაშეები: გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, კახა ლომაია და ძმანი მათნი. ქართველი ‘ლიბერალების სულიერი კრახი დღეს უკვე აშკარაა. ისინი დღეს ქართველი ხალხისათვის ძალადობის სიმბოლოს განასახიერებენ საკუთარი ურწმუნო და ანტიჰუმანური პოლიტიკით. მე მათ ვუწოდებდი, ფუნდამენტალისტ ათეისტებს, რომელთათვისაც ყველა საშუალება მისაღებია იმისათვის რომ დაანგრიონ ქართული ტრადიციების ეკლესიები.
ჯერ კიდევ 50-იან წლებში კონრად ადენაუერმა, გერმანული ქრისტიანული დემოკრატიის მამამ განაცხადა რომ ლაისსეზ ფაირე (შეუზღუდავი) კაპიტალიზმი მიუღებელია ევროპული ცხოვრების სტილისათვის და რომ სოციალური დარვინიზმი მეტად მოძველებული და არაჰუმანური სისტემაა. გენერალმა დე გოლმა საფრანგეთში გაიმეორა, რომ ნამდვილი გზა ევროიპისათვის არის კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. თვით ამერიკაშიაც კი ფრანკლინ დელანო რუზველტმა დიდი დეპრესიის დროს ახალი კურსი გამოაცხადა, სადაც უარი თქვა ლიბერალურ ბაზრის უზენაესობის იდეაზე. დღესაც, ამერიკაში და ევროპაში მრავალი სოციალური პროგრამა მუსაობს და ეს აძლევს ამ ქვეყნებს იმის საშუალებას, რომ იყვნენ წინ წასული მეცნეიერებასა და კულტურაში. სწორედ, ლიბერალიზმის ქრისტიანულმა ალტერნატივამ შეუნარჩუნა თანამედროვე ევროპას საკუთარი თვითმყოფადი სახე და სწორედ ქრისტიანულმა იდეალმა უშველა მილიონობით ღატაკ ადამიანს შიმშილისაგან სიკვდილის თავიდან აცილებაში.
დღევანდელ დღეს ლიბერალიზმი ერის განადგურების ახალ საშუალებებს პოულობს – ადრე თუ ეს იყო მხოლოდ ეკონომიკური სოციალური დარვინიზმი – დღეს ეს არის დემოგრაფიული აღმასვლის ობსტრუქცია და გამრავების პროცესის გაჩერება აბორტებისა და ჰომოსექსუალთა ქორწინების ყველანაირი ხელშეწყობის საშუალებით. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დემოგრაფიული აღმასვლა საჭიროა რომ სახელმწიფომ უარი თქვას არა მარტო პირდაპირ ძალადობაზე, არამედ უნდა შეწყდეს აბორტებისა და ჰომოსექსუალთა ქორწინების ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ის ვერ გადაიტანს დემოგრაფიულ კრიზისს, ისე როგორც ეს დიდ ქვეყნებს შეუძლიათ. ამიტომაც ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კარგად ამოხატული პოზიცია. აქ ლაპარაკი არ არის რაიმე სახის დისკრიმინაციაზე – არა რა თქმა უნდა, არც ერთი ავადმყოფი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს საკუთარი ორიენტაციის გამო, მაგრამ ჰომოსექსუალთა ქორწინების ხელშეწყობა და აბორტების მხარდაჭერა საქართველოში დღეს დიდი დანაშაულის ტოლფასია. ჩვენმა ლიბერალებმა ამ კითხვას უნდა უპასუხონ: რატომ უჭერენ ისინი მხარს ქართველი ერის პირდაპირ თუ არაპირდაპირ გენოციდს? ეს კითხვა ეკუთვნის გიგა ბოკერიას, კახა ლომაიას, ლევან რამიშვილს და მათს მეგობრებს.
ლიბერალიზმის ალტერანტივა საქართველოში არის ქრისტიანული ჰუმანიზმის გზა. ანუ ქრისტიანული დემოკრატია, სადაც სახელმწიფო ათეიზმის ადგილს მრწამსი დაიკავებს და სადაც სოცაილური დარვინიზმის მაგიერ გვექნება ურთიეთდახმარების ჰუმანური სისტემა. სადაც სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის ნაირ ახალგაზრდებს ბიუროკრატების ახირებებს არ გადააყოლებენ, სადაც სახელმწიფოს მთავარი ნიშანი არ ქინება ძალადობა არც ეკონომიკური და არც ფიზიკური, სადაც უაზრო სამხედრო ხარჯების მაგივრად დაფინანსდება ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ თაობებზე ზრუნვა, სადაც ქართველ ახალგაზრდებს კაცის კვლის მაგიერ ადამიანების ქრისტიანულ სიყვარულს ასწავლიან და სადაც ჩვენი მთავრობა ჰომოსექსუალების ქორწინების მხარდაჭერის მაგივრად ფინანსურად დაეხმარება ისედაც ხელმოჭერილ ქართულ ოჯახებს ვისაც არ შეუძლია ერთ ბავშვზე მეტის ყოლა.
ქრისტაინული კოალიცია შემდეგი მიზნების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს:
- სახელმწიფომ უარი თქვას სოციალურ დარვინიზმზე და მოსახლეობის ღარიბი ნაწილის დახმარება საკუთარ მოვალეობად აქციოს;
- სახელმწიფომ საკუთარ მთავარ დოქტრინად ძალადობის მაგივრად სიყვარულის დოქტრინა აქციოს;
- სახელმწიფომ უარი თქვას აბორტების ოფიციალურად დაფინანსებაზე და დააფინანსოს სიცოცხლის ხელშემწყობი პროექტები;
- განათლების სისტემაში ფართოდ დაინერგოს ქართული ეროვნული ტრადიციების, კულტურისა და რელიგიის სწავლება;
ჩვენ აგრეთვე აქტიურად უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭოს სახელმწიფო აღმსარებლობის სტატუსი ისევე როგორც გერმანიაში აქვთ მინიჭებული კათოლიკურ და ლუთერანულ ეკლესიებს და მორწმუნე გადამხდელთა გადასახადებით იქნას დაფარული საეკლესიო მოღვაწეთა ხარჯები.
უკვე მოვიდა იმის დრო რომ უარი ვთქვათ ლიბერალების ძალადობაზე და წავიდეთ ქრისტიანული სიყვარულისა და მრწამსის გზით. უარი ვთქვათ აბორტების და ჰომოსექსუალების ქორწინების დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე და ვიზრუნოთ ოჯახების გაძლიერებაზე, და არა მხოლოდ ოჯახების არამედ მარტოხელა დედების ხელშეწყობაზეც.
მისასალმებელია ის, რომ კონსერვატიულმა ოპოზიციამ მაინც დაიწყო ის საქმე, რომელიც დიდი ხანია უნდა დაეწყო მთავრობას; დიახაც, სწორედ გამრავლებაში და მომავალი თაობის სწორად აღზრდაში უნდა ჩაიდოს ჩვენი თანხები და არა უაზროდ იარაღის ჟღარუნში; სიყვარული არის ზალადობის საუკეთესო ალტერნატივა.
ქრისტიანული კოალიცია არის პასუხი ლიბერალურ ძალადობაზე – ყველა მეცნიერს, ხელოვანს, მუშას, გლეხს, ბიზნესმენს, ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, ინდმეწარმესა და სხვა პროფესიის წარმომადგენელს მინდა ვთხოვო: მოვემზადოთ ერთად მომავალი არჩევნებისათვის და ავირჩიოთ ქრისტიანული გზა.
წინა საუკუნეში ერთხელ უკვე ვნახეთ რა მოიტანა ათეისტების შეუზღუდავმა ხელისფლებამ; აქ საჭიროა გაერთიანება არა რომელიმე ქარიზმატიული ლიდერის გარშემო, არამედ პრინციპული პოზიციის ირგვლივ - – ვისაც უნდა რომ ჩვენი ქვეყანა ქრისტიანული გზით მიდიოდეს და არა ლიბერალურ-ათეისტურით, ვისაც უნდა რომ ჩვენი შვილები არ დაიხოცნონ აბორტებით ან პოლიციის მიერ, ვისაც უნდა რომ საქართველო სიყვარულის ქვეყანა იყოს და არა განახლებული ათეისტური პიონერთა ბანაკების, ვისაც უნდა რომ ჩვენს ქვეყანაში მრწამსს ასავლიდნენ და არა კაცის კვლას, ვისაც უნდა რომ ჩვენმა ქვეყანამ ქრისტეს გზით იაროს ყველანი უნდა დავდგეთ ერთად, რომ არ დავუშვათ ათეისტებისა და ღვთისმგმობელების კიდევ ერთი გამარჯვება.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ხმა მივცეთ ქრისტეს გზაზე სიარულს. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და პირადად ნებისმიერი ჩვენთაგანის გადარჩენის ერთადერთი შანსი.
ირაკლი კაკაბაძე.
სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ნიუ-იორკიდან.