ონლაინკრედიტების რეგულაცია აუცილებელია, %-ის ზედა ზღვარით დაწესების გზით...
ბევრი არგუმენტი მაქვს ამის მხრდასაჭერად...მაგრამ უმჯობესია წარმოგიდგინოთ დიდი ბრიტანეთის რეგულაცია, დამეთანხმებით
ლონდონზე დიდი ფინანსური ცენტრი არ არსებობს და ამიტომ "ველოსიპედის გამოგონება" არ გვჭირდება
სასესხო ურთიერთობების რეგულატორიც კი შეიქმნა:https://www.fca.org.uk/consumers/loans-credit
ვიკიპედია რესურსი:
https://en.wikipedia.org/wiki/Payday_loans_..._United_Kingdom2015 წლიდან რეგულატორმა დააწესა "ზედა ზღვარი"- 0,8% დღიურად...მოკლევადიან სესხებზე,იგივე რაც ჩვენთან ონლაინ სესხია...
https://www.theguardian.com/money/2015/jan/...-loans-caps-fcaგავაკეთოთ იგივე...
აქციზი- გაზრდა გარდაუვალი იყო/არის საწვავზეე,სიგარეტზე, ავტომანქანებზე...
საკმაოდ დაბალი იყო,ჩვენთან, მაგრამ 100%-ით ზრდა არასწორია... ეტაპობრივად ჯობია
ჩვენ არ გვაქვს "ტრადიციული" ევროპული "საგზაო გადასახადი",ამიტომ აქციზით უნდა დავაბალანსოთ...
კრედიტები და ლარის კურსი... კრედიტები უნდა გაიცეს ლარში ან მოხდეს სავალუტო დერეგულაცია (ანუ "ლარიზაციის" საწინნაღმდეგო ქმედება) და ყველამ
იმ ვალუტაში დაადოს ფასი და ივაჭროს რომელიც აწყობს...
დღეს სავალუტო კურსის რისკები აქვს ყველა სუბიექტს ბანკების გარდა, ეს არასწორია...ასიმეტრიულ ეკონომიკას ვიღებთ, ერთი სექტორის სსასარგებლოდ..
ასე ვერ განვითარდებით...
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება ცალსახად დადაებითი პროცესია, ნაკლები საწვავი უნდა მოიხმაროს მთავრობამ, გაბერილი ხარჯები/კადრები შეკვეცოს...
მთავარია ,რომ ეს "ხარჯების შემცირება"... "დამლაგებელ ზოიას" შემცირებით არ დასრულდეს...
მოგების გადასახადის გაუქმება,რე-ინვესტირებულ ნაწილზე წაახალისებს ინვესტიციებს,მაგრამ მარტო ეს არ იქნება საკმარისი...
მე, რომ მთავრობა ვიყო "Shopping Georgia" ს მასშტაბურ პროგრამას დავდებდი, მოხმარების წასახალისებლად...
მაგალითად მარხვის დღეებში, თებერვალ-მარტის პერიოდში, როდესაც მოხმარება განსაკუთრებით ეცემა და ტურისტების ნაკლებობაა, თვითმფრინავის ბილეთების
და სასტუმრო ნომრების სუბსიდირებას გავაკეთებდიი ... ძალიან მარტივად თან, უკან გაფრენისას აეროპორტში,როგორ ტაქს რეფანდი ხდება დღგ-ს...