ეკონომიკა ,ხომ "ავაშენე",ეხლა ჯანდაცვას "მივხედავ"

:
ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში: როგორ და რა ფასად?
გამოწვევები
ვისაც ჰგონია,რომ ააშენებს ბევრ საავადმყოფოს და ამით ჯანდაცვის ხარისხი საქართველოსი გაუმჯობესდება, შეუძლია აქვე დაამთავროს ამ ტექსტის კითხვა. დანარჩენებისათვის კი შეძლებისდაგვარად მოკლედ და გასაგებად ავღწერ სიტუაციას საქართველოს ჯან.დაცვაში და შემოგთავაზებთ ჩემს,არცთუ ორიგინალურ,მაგრამ შეასძლოა ბევრისთვის ახალ ,მიდგომებს.
ძირითადი პრობლემები და გამოწვევები:
საქართველოს მოსახლეობის 70% -ს არ გააჩნია არავითარი დაზღვევა.
ჯან.დაცვაზე გაწეული ხარჯების 70%-ი მოდის მოქალაქეთა მიერ სამედიცინო სერვისებისათვის გადახდილ თანხაზე, უმეტეს შემთხვევაში ეს ხარჯები კატასტროფულია ოჯახების ბიუჯეტისათვის. საზრვარგარეთ ასეთი ტიპის გადახდებს ქვია „გადახდები ჯიბიდან“
(Out-Of-Pocket, შემდგ. OOP).
ერთ სულ მოსახლეზე, ჯან.დაცვაზე გაწეული ხარჯებით საქართველო,არა მარტო ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ჩამოჩება,არამედ რეგიონის ქვეყნებსაც. დღეს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო,სხვადასხვა მონაცემებით ,ხარჯავს 200-250 $-ს წელიწადში. შედარებისათვის პოსტ-საბჭოთა სივრცეში საშუალო შეწონილი ციფრია- 450-500 $.
ჯან.დაცვის განვიათარების არასწომა აქცენტებმა,მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს კვალიფიციური „ოჯახის ექიმის“ ინსტიტუტი, კატასტროფული დეფიციტია საშუალო მედ.პერსონალის სეგმენტში.
არ არსებობს, მედიკოსთა უწყვეტი განათლების კერები და სერტიფიცირების
დამოუკიდებელი ორგანოები.
სამედიცინო განათლების დონე,ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ქვეყანაში
ლეგალურად მოქმედებს 14 (!!!) უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულება.
რაც უბრალოდ სასაცილო იქნებოდა,სატირალი,რომ არ იყოს.
ავად სახსენებელი,საბჭოური სამედიცინო განათლება მიღებული და მაღალი კვალიფიკაციის ექიმების საშუალო ასაკი, უკვე გადაცდა 50 წელს. რაღაც 10-ოდე წლის მერე, ქვეყანაში კვალიფიციური ექიმების საშინელი დეფიციტი გვექნება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ყოველწლიურად 20 000 ადამიანი
იღუპება,არ არსებობს ,ან არაეფექტური ამ დაავადებათა პროფილაკტიკა.
600 000 მდე ადამიანს, პოპულაციის თითქმის 18% აქვს პრობლემები ფსიქიურ
ჯანმრთელობასთან, აქედან 150 000 ათასი საჭიროებს უწყვეტ მკურნალობას.
ბავშთვთა მენტალური განვითარების ჩამორჩენის მკურნალობის განყოფილებები, უკვე რამოდენიმე წელია აღარ არსებობს.
რთული სიტუაციაა ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ, ჩვენი ქვეყანა
შესულია ე.წ. წამალ-რეზისტენტული ტუბერკულოზის ჯგუფში.
საზღვერბის გახსნა, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, ქმნის საშიშროება ზიიდან და აფრიკიდან სხვადასხვა , ჯერ კიდევ უცნობი, ვირუსების და დაავადებების გავრცელებისა. პანდემიის შემთხვევაში, ქვეყანა არ არის საკმარისად დაცული.
უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი გამოიწვევს, მოსახლეობის 17% იან კლებას 2030 წლისათვის.
მოსახლეობის სწრაფი დაბერების პროცესები,რომლებიც კავშირშია ქრონიკულ დაავადებებთან,რაც თავისთავად იწვევს ჯან.დაცვის ხარჯების ზრდას.
ე.წ. ლიბერალური რეფორმები,რომლებმაც გამოიწვია,მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდა, საქართველოს საზღვარზე მოწოდებული მედიკამენტი,ხშირ სემთხვევაში 2-ჯერ უფრო იაფია,ვიდრე აფთიაქში.ფასნამატი-100%-ს აღემატება.
რაიონულ ცენტრებში,ახალი საავადმყოფოების მშენებლობის იძულებამ, საბრუნავი საშუალებების კატასტროფული დეფიციტიშეუქმნა სადაზღვევო კომპანიებს,რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ტენდერებში. მათ ვერ შეძლეს კაპიტალის მოზიდვა (გარდა GPI Holdingi) და კაპიტალური მშენებლობები საბრუნავი საშუალებების ხარჯზე დააფინანსეს,რამაც ბუნებრივია შექმნა დეფიციტი და უზარმაზარი დავალიანებები სერვისების პროვაიდერების მიმართ. ყველაფერი ეს კი აისახა, მომსახურების ხარისხზე, რომელიც განსაკუთრებით ცუდი იყო 2011 წელს.სადაზღ.კომპანიათა უმეტესობას ელის გაკოტრება ან შერწყმა ,სხვა შედარებით ძლიერ კომპანიასთან.
რა გაკეთდა, დადებითი ტრენდები
ყველაზე დიდ წარმატებად, შეიძლება ჩაითვალოს ახალშობილთა გარდაცვალების შემთხვევათა კლება, 41 დან ყოველ 1000 ახალშობილზე , დავიდა 14 შემთხვევაზე 1000 ახალშობილიდან, რაც უდავოდ პროგრესია.
უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ამუშავება,მიუხედავად უამრავი ნაკლოვანებებისა,პროგრამის მოსარგებლეთა რაღაც ნაწილი,მაინც ახერხებს, სხვადასხვა დონის სამედიცინო სერვისების მიღებას. თუმცა პროგრამის მნიშვნელოვანი ნაკლია მედიკამენტების კომპონენტის არ არსებობა,ამ დაძრვევის ფარგლებში. პაციენტს,რომელსაც მწვავე იშემიური დაავადება აწუხებს ეს პროგრამა ,ვერაფრით ვერ დაეხმარება. წნევის მარეგულირებელ წამალსაც კი ვერ აუნაზღაურებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრამებს შორისაა, პედიატრიული მომსახურების პროგრამა 0-5 წლამდე ბავშვებისათვის და ურგენტული შემთხვევების პროგრამა, თუმცა აქაც არასრულად.
რეგიონებში ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის განახლება, დადებითი ფაქტია,მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხი,ამ კლინიკებში ,ისევ ძველებურად დაბალ დონეზეა, პერსონალის მოუმზადებლობის გამო. მილიონობით ლარის აპარატურა, გამოუყენებლად ჟანგდება, მაღალტექნოლოგიურ აპარატებთან მუშაობის უნარ-ჩვევების უქონლობის და გამო. ამ კუთხით აბსოლუტურად არაფერი არ კთდება, არც ტექნ. უნივერსიტეტში და არც სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო ტექნიკის ინჟინერთა ,მომზადება არ ხორციელდება.
2012-2013 წლისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დარჩება მხოლოდ 8 000 საწოლი,სტაციონარულ სამედ. დაწესებულებებში. ეს არის 2-ჯერ ნაკლები,ვიდრე 2009 ში იყო, მთავრობა ირწმუნება ,რომ ეს სავსებით საკმარისი იქნება,მაგრამ რა გათვლებზეა ეს რწმენა დამყარებული, უცნობია.
არსებული ფინანსური მდგომარეობა
საერთო ჯამში 2012 წლის ბიუჯეტში ჯან.დაცვაზე გამოყოფილია 396 748 000 ლარი,საიდანაც 213 154 000 ე.წ. „სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, რაც აბსოლუტურად გაუგებარს და გაუმჭვირვალეს ხდის ამ ხარჯების აზრს და შინაარსს. ჯან.დაცვის პრიორიტეტებში ჩადებულია,ახალი თანამედროვე ტიპის ფსიქიატრიული სტაციონარის მშენებლობა,მაგრამ არ ჩანს თანხა,რამდენი და როდის დაიხარჯება,ამ ,ნამდვილად საჭირო საქმეზე. გაშიფრული პუნქტებიდან გაურკვეველია“საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება“ რას ითვალისწინებს, განმარტებეში არის მინიშნება სკრინინგ-პროგრამებზე და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე,მაგრამ კონკრეტიკა არ ჩანს. ძალიან დახურული და გაურკვეველია, ე.წ. რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ძირითადად ხდება, ნაც. მოძრაობის ფუნქციონერთა და სხვა მაღალჩინოსანთა მკურნალობის დაფინანსება,ძირითადად ავსტრიის წამყვან კლინიკებში.რა თანხა იხარჯება,კონკრეტულად ამ საქმიანობაზე გაურკვეველია,რადგანაც ყველაფერი ერთ „ქვაბშია“ თავმოყრილი. ამ საკითხის დასაზუსტებლად ვაუცილებელია,არასამთავრობოების აქტიურობა, მიმართვის გაგზავნა ჯან.დაცვის სამინისტროში და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა. საერთო ჯამში ეს თანხები, ქვეყანაში ,სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების,მხოლოდ 30% ფარავს დანარჩენ ,დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარის გაღება ისევ საქართველოს მოსახლეობას მოუწევს საკუთარი ჯიბეებიდან, დანაზოგის ან აქტივის რეალიზაციის ხარჯზე. ეს ტენდეცია უცვლელია,აგერ უკვე 10 წლის მანძილზე. მთავრობის მომავალ გეგმებში, არ ჩანს გამოსავალი, რომელიც ამ ტენდეციის რაიმე ცვლილებაზე მიგვანიშნებდა. ბიუჯეტის საერთო ხარჯებიდან, ჯან.დაცვაზე მოდის დაახლოებით 6-7%,მაშინ როდესაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საშუალო შეწონილი ციფრია 9-10 %. საოჯახო მეურნეობების მხრიდან ჯანდაცვაზე გაზრდილი ხარჯები,იწვევს ეკონომიკის სხვა სექტორებიდან ფულადი სახსრების „გამორეცხვას“, რაც თავის მხრივ უარყოფიტად იმოქმედებს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ ზრდაზე.
„ჯანდაცვის რეფორმა“ ნაციონალური მთავრობის შესრულებით
ყბადაღებული „150 ახალი საავადმყოფო“ არ ნიშნავს, რომ საქართველოში, რამდენადმე მაინც გაუმჯობესდება, ნაციის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა,2012 ში და 2013 შიც სიკვდილიანობა ისევ იქნება 47 000 -ის ფარგლებში, რატომღაც ეს სტატისტიკა უცვლელია,ბოლო 7-8 წელიწადის მანძილზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც არ შეიცვლება და შეადგენს ქალებისათვის- 75 წელს ,მამაკაცებისთვის-67 წელს (WHO, Country Health Profile)
2008-2009 წწ ში რაიონული პოლიკლინიკურ-ამბულატორიების გაუქმებით, კიდევ უფრო შემცირდა, პირველადი ჯანდაცვისათვის მიმართვიანობის სტატისტიკა,რომელიც ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, 0,85 მიმართვა ერთ სულზე წელიწადში. რაც იმას ნიშნავს,რომ ადამიანები არ/ვერ მიდიან ე.წ. „ოჯახის ექიმთან“. მსოფლიო გამოცდილებით, კი სწორედ „ოჯახის ექიმი“(ინგლისურენოვან ქვეყნებში General Physician, შემდგომში GP ) არის ის პირველადი ინსტიტუცია,რომელზედაც დგას დასავლური ჯან.დაცვის სისტემა. არაფერი არ გაკეთებულა,ამ ინსტიტუციის გასაძლიერებლად, არც სოფლად და არც ქალაქად, არავინ არ იცის სად არის მისი „ოჯახის ექიმი“, როდის შეიძლება და სად მასთან მიმართვა.ამ ე.წ. რეფორმის შედეგად დაეცა იმუნიზაციის მაჩვენებლები,სტატისტიკა აღარ იკრიბება, ახალშობილთა მოვლის საკითხები და პოსტ-ოპერაციული მკურნალობის ზედამხედველობა საერთოდ მოიშალა. „ოჯახის ექიმებ“-ს მიეცათ თავისუფლება,მაგრამ არავინ არ იზრუნა,მათ ჩამოყალიბებაზე,როგორც დამოუკიდებელი სუბიექტისა, ჯან.დაცვის გრძელ ჯაჭვში. სწორედ აქედაანაა დასაწყები,მომავალი რეფორმები.
* * *
რა უნდა გაკეთდეს და როგორ
საქართველოს მოსახლებოს ჯანმრთელობის დაცვა უნდა გახდეს მომავალი თავრობის პრიორიტეტი, ამ სექტორში რეფორმა უნდა დაემყაროს სოციალური სოლიდარობის ევროპულ პრინციპებს, სოციალური დაზღვევა უნდა გახდეს სავალდებულო, ხოლო რეფორმები უნდა განხორციელდეს პოლონური და ესტონური რეფორმების ანალოგიურად.
რეფორმების დაწყებიდა 3 წელიწადში , ფუნდამენტალური სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.
თავდაპირველად (რეფორმის 1-ლი წელი) სავალდებულო სოციალური სამედიცინო დაზღვევით, მოცულნი უნდა იყვნენ 0-18 წლამდე და 60+ ასაკის მოქალაქეები, 3 წლის მანძილზე კი მოსახლეობის 100%.
როგორ დაფინანსდება ეს ყველაფერი ამაზე ქვემოთ მოგაზსენებთ,მანამდე კი როგორ უნდა გაკეთდეს,დავასახელებ რამოდენიმე ბურჯს (pillar)რაზეც უნდა დაემყაროს რეფორმა სამედიცინო სფეროში :
თუ ჩვენ გვინდა როდესმე გვქონდეს, რაიმე ნორმალურთან მსგავსი ჯან.დაცვა. ინტენსიური ტრეინინგის და სერტიფიცირების შემდეგ ამ ექიმებს უნდა მიენიჭოთ უფლება იყვნენ სრულყოფილი “ოჯახის ექიმები “(GP), ასევე უცხოური კლასიფიკაციით უნდა მიენიჭოთ წოდება „მედიცინის დოქტორი“ ანუ MD.ისინი უნდა დააკონტრაქტოს იმ სტრუქტურამ,რომელიც შეიქმნება,ეხლადენი „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (http://ssa.gov.ge/ )ტრანსფორმაციის შედეგად ჩამოყალიბდება, თვითეული ესეთი „ოჯახის ექიმის“ ანაზღაურება, პირდაპირპროპორციული იქნება,პაციენტთა რაოდენობაზე,რომელსაც ის მოემსახურება, განისაზღვება თანხა,რომელიც 1 პაციენტზე 1 თვეში ჩაერიცხება „ოჯახის ექიმს“, ამ თანხით იგი ვალდებული იქნება მოაწყოს პაციენტისათვის მოხერხებულ ადგილას კაბინეტი, განახორციელოს მათი რეგისტრაცია,აწარმოოს ყველა პაციენტის ავადმყოფობის ისტორია ,მ.შ. ელექტრონული ფორმით, განახორციელოს დაკვირვება ,პოსტ-ოპერაციულ პაციენტებზე, მოითხოვოს და მიიღოს პაციენტთა ისტორიები სტაციონარებიდან,გადასცეს შესაბამის სტრუქტურებს სტატისტიკა არსებულ მდგომარეობაზე, მიიღოს უკვლებლივ ყველა პაციენტი თავისი პასუხისმგებლობის არეალში, გააცნოს მოსახლეობას თავისი ოფისის ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა რეკვიზიტები (მარტივად,შემოიაროს ყველა ოჯახი და დაარიგოს საინფორმაციო ბუკლეტები). „ოჯახის ექიმს“ ექნება უფლება გამოწეროს რეცეპტები, სპეციალურ ბლანკებზე (გარდა ფსიქოტროპულისა), რომლების მეშვეობითაც პაციენტები შეიძენენ მედიკამენტებს აფთიაქებში.
რეფორმის მე-2 ეტაპი უნდა შეეხოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ქრონიკული ავადობით დაავადებულ პაციენტებს, მაგ. დიაბეტი , თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, C-ჰეპატიტი , შიდსი და ა.შ. ექიმების სპეციალური რეცეპტებით , ნებისმიერ აფთიაქში ნაყიდი წამლები უნდა აუნაზღაურდეთ 100%-ით. ზღვრულ ფასებს ასეთი მედიკამენტებისათვის ადგენს სპეციალური ორგანო,რომელზედაც მოგვიანებით მოგახსენებთ. პროცედურა არის ძალიან მარტივი, პაციენტი მიდის აფთიაქში, იმ თვის რეცეპტით,იღებს მედიკამენტს,ხოლო ფარმა-კომპანია,ამ რეცეპტის და მედიკამენტის პაციენტზე გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით,შესაბამისი ორგნოდან ითხოვს ანაზღაურებას (Reimbursement ) . რათქმაუნდა ეს სქემა,რომელიც ათწლეულებია მუშაობს ევროპაში,პოტენციურად კორუფციაგენურია,შავსებით შესაძლებელია კორუმპირებულმა ექიმმა, გამოწეროს რეცეპტი ჯანსაღ პაციენტზე შევიდეს მასთან კრიმინალურ კავშირში , მრებული მედიკამენი გაიტანონ საზღვრებს გარეთ სარეალიზაციოდ. ასეთი ალბათობა არსებობს,მაგრამ გარდა იმისა,რომ ეს სქეემა საკმაოდ რთულად შესასრულებელია, არსებობს ალბათობა,რომ ნებისმიერი ასეთი პაციენტი სხვა სპეციალისტს „გაასინჯოს“ მაკონტროლებელმა ორგანომ, რაც გამოავლენს პაციენტის ისტორიის გაყალბების ფაქტს, გარდა სისხლის-სამართლის პასუხისმგებლობისა, ასეთ ექიმს (შემდგომში ვიხმარ ტერმინს „დოქტორი“) სამუდამოდ აეკრძალება პროფესიით მუშაობა. დანარჩენ პაციენტებს, იგივე რეცეპტებით მიღებულ მედიკამენტებზე, პირველ ეტაპზე აუნაზღაურდებათ ღირებულების 50%-ი ,ხოლო რეფორმის მე-3 წელს 70%-ი. ამ შემთხვევაში ზღვრული ფასები არ დადგინდება,რადგან პაციენტი თვითონ იქნება დაინტერესებული მაქსიმალურად იაფ ფასად შეიძინოს მედიკამენტი. სხვაობის ანაზღაურება მოხდება უფლებამოსილი ორგანოს რაიონული წარმომადგენლობის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტების (რეცეპტი,გადახდის ქვითარი) საფუძველზე, წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
რათქმაუნდა ესეთ ანაზღაურებას არ დაექვემდებარება, კოსმეტიკური და ესთეტიკური მოვლის საშუალებები.
რაც შეეხება, რეფორმების განმახორციელებელ და ფინანსურად მმართველ ორგანოებს, არსებული სააგენტოს მოდიფიცირების და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უნდა შეიქმნას „სამედიცინო სერვისების ერთიანი ფონდი“, ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურა,რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას მასზე მოახდენს „ჯან.დაცვის პოლიტიკის საბჭო“, რომელიც შეიქმნება „საქართველო შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს “, გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებულ „სოციალური სერვისების სამინისტრო“-სთან .ამ საბჭოში, შევლენ,როგორც მედიკოსთა გამოჩენილი წარმომადგენლები ასევე, დარგის თეორეტიკოსები, მ.შ. უცხოელები და ჯან.დაცვის მენეჯერები. ეს საბჭო შეიკრიბება, 3-თვეში ერთხელ და ჩამოაყალიბებს თავის რეკომენდაციებს და შენიშვნებს მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.საბჭოს ეყოლება მცირე აღმასრულებელი ადმინისტრაცია, საბჭოს გადაწყვეტილებების რეალიზაციის მიზნით.
რეფორმების ძირითადი ტვირთი დააწვება სსიპ „სამედიცინო სერვისების ერთიანი ფონდი“-ს, რომლის უმაღლესი ორგანო იქნება მმართველთა საბჭო , 11 კაციანი შემადგენლობით (3 -პარლამენტიდან,3 -არასამთავრობო ,მ.შ. უცხოელები, 3 -საექიმო წრეებიდან, 1- პრეზიდენტის ადმნ, 1- მმართველი დირექტორი),საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს,როგორც საკადრო საკითხებზე ,ისე ფინანსური ანგარიშგების მიღებაზე. ეს საბჭო იქნება პასუხისმგებელი, რეკომენდაციების შესრულებაზე ,რომელსაც მას „ჯან.დაცვის პოლიტიკის საბჭო“ გაუგზავნის. უმაღლეს აღმასრულებლად, საბჭო ნიშნავს- მმართველ დირექტორს (Managing Director), რომელიც პასუხისმგებელია ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაზე, მისი საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე, აუდიტორული დასკვნების მომზადებაზე. ყველა სხვა სახელმწიფო ,თუ კერძო სტრუქტურასთან ურთიერთობაზე.
სამედიცინო სერვისების პროვაიდერები, რჩებიან იგივე ლეგალური სტატუსებით, როგორც ეხლა არიან, თითეულ მათგანთან, ყველა არსებულ ნოზოლოგიაზე შედგება მოლაპარაკება და დაიდება ხელშეკრულებები. ნებისმიერი სერვისი, ეს იქნება ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ,თუ სტაციონარული იქნება დაკონტრაქტებული სსიპ „სამედიცინო სერვისების ერთიანი ფონდი“-ს მიერ და ანაზღაურდება პრინციპით „პაციენტი/შემთხვევა/ანაზღაურება“(per case payment), შემდგომში ეს პრინციპი შეასძლოა შეიცვალოს „კაპიტაციით“(Capitation), მაგრამ არა ყველა შემთხვევაში.
სსიპ „სამედიცინო სერვისების ერთიანი ფონდი“-მა უნდა შეიმუშავოს „პაციენტთა მკურნალობის და მოვლის საერთო მოთხოვნები“ (უბრალოდ ვთარგმნოთ უცხოური და ადაპტირება მოვახდინოთ),რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სერვის პროვაიდერი სამკურნალო დაწესებულება, რომელიც გამოკრული უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ყველა პაციენტისათვის (ვებ-გვერდზე განთავსება თავისთავად იგულისხმება).
ელექტრონული მედიცინა, პაციენტების სამედიცინო სერვისებვის, ქსელში რეგისტრირების და მათი ავადმყოფობის ისტორიების, ელექტრონული ფორმით შენახვის IT პლატფორმის დანერგვა, ესტონეთის მაგალითზე,იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადვილად განსახორციელებელი პროექტი,რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, მარგი ქმედების კოეფიციენტს,მთლიან ჯაჭვში:
„ოჯახის ექიმი“-პაციენტის პირველადი რეგისტრაცია, მონაცემების შეყვანა, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება (ჯობია თუ ეს პ/ნ იქნება), მთავარ სერვერზე ატვირთვა, შემდეგ იგივე ისტორიათან „მუშაობს“ უკვე დოქტორი-სპეციალისტი (კარდიოლოგი,პედიატრი,უროლოგი,ენდოკრინოლოგი და ა.შ.) სავარაუდო დიაგნოზი იწერება ამ ისტორიაში, ყველა დანარჩენი ქმედებაც ამ ისტორიაში იწერება. წვდომა მასთან,მხოლოდ უფლებამოსილ პირებს ექნებათ, რათა არ დაირღვეს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა. პაციენტებს თავიანთი ისტორიების გაცნობა,ამონაწერის თუ „ფორმა-100“ ის ასლის აღება შეეძლებათ,თვიანთ „ოჯახის ექიმებთან“. ჰოსპიტალური სექტორი უნდა განთავისუფლდეს „ავადმყოფთა ისტორიების“ შენახვის და პაციენტთათვის ასლის გადაცემის ვალდებულებისაგან. ამით დაიზოგება მათი ადმინისტრაციული რესურსი.
როგორ უნდა დაფინანსდეს?
არის ასეთი კალამბური ,რუსულენოვან ხალხებში “ყველას უნდა,რომ იყოს
მდიდარი და ჯანმრთელი“ სამწუხაროდ ყველა ვერ იქნება,მაგრამ ჯერ კიდევ ნეანდერტალელმა ადამიანებმა (Homo Sapiens Neandertalis ),რომლებიც მხოლოდ ნადირობით ირჩენდნენ თავს , ისწავლეს და იცოდნენ,რომ უნდა ემკურნალათ და მოევლოთ, თავიანთი თანატომელებისათვის, რომლებიც ბრძოლებში დახეიბრდნენ ან მოხუცდნენ. სოლიდარობის, უთიერთთანაგრძნობის უნარი, თანამედროვე ადამიანს (Homo Sapiens)ოდიდგანვე მოსდევს,სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის განვითარება. დღეს, როდესაც თითქოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილია საქართველო, სამედიცინო დახმარების მიღება, მილიონობით ადამიანისათვის ან შეუძლებელია,ან უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს. ასე აღარ შეიძლება გაგრძელება, ჯან.დაცვა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყ ვ ე ლ ა მოქალაქასითვის! მაგრამ ,როგორ მივაღწიოთ,ამ მიზანს, მედიცინა ხომ საკმაოდ ძვირია, ექიმებს,მედ.დებს და ტექნიკურ პერსონალს სჭირდებათ ხელფასები, სამედიცინო განათლების მიღება საკმაოდ ძვირია და ხანგრძლივი პროცესია,შესაბამისი ანაზღაურებით, თუ არ წავახალისეთ ექიმების გარეშე დავრჩებით. როგორ მოვახდინოთ ამ ყველაფრის დაფინანსება. თუ დღეს არსებულ ბიუჯეტს გადავხედავთ, ჯან.დაცვაზე გამოყოფილი ,არასრული 400 მილიონი ლარი,რომ აბსოლუტურად არასაკმარისი იქნება თუნდაც იმ გათვლებით,რომ 2013 წლიდან ოდნავ შესაძლოა მოიმატოს ამ ციფრმა,თვალსაჩინოა. რა შეიძლება ,რომ გაკეთდეს,იმ პირობებში,როდესაც უმუშევრობა ზალიან მაღალია,შესაბამისად მარტო საშემოსავლო გადასახადის ტაქსირებით (შეკრებით), რომელიც 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით შეადგენს 1 ,5 მილიარდ ლარს(
http://www.mof.ge/4623 ),უმეტეს წილად პენსიებზე არის გასახარჯი, რომელიც ამავე წელს 1,4 მილიარდ ლარს შეადგენს ,ანუ 700 ათასი პენსიონერი წელიწადში 2000 ლარს მიიღებს. თუმცა,ეს სხვა თემაა და ამაზე აქ არ გავჩერდები.დავუბრუნდეთ ჯან.დაცვას, თუ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 მილიონი ლარი, ხოლო საქართველოს მოსახლეობა (საქ.სტატის მიხედვით
http://www.geostat.ge/ ) კი 4,4 მილიონი ადამიანია, მაშინ მარტივი გამოთვლით, 2012 წელს საქართველოს მთავრობა, თითეულ მოქალაქეზე, მხოლოდ 90 ლარს დახარჯავს, რაც თვეში გვაძლევს 7,5 ლარს/ერთ სულზე. რა შეიძლება იყოს ამაზე მიზერული. გასაგებია,რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა ,მისი ბიუჯეტიც შესაბამისად მცირეა,მაგრამ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვალა, ხვალ ეს მოსახლეობაც აღარ გვეყოლება, რაც ნიშნავს,რომ ქართული სახელმწიფოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
როგორ მოვახერხოთ,რომ ჯან.დაცვის ბიუჯეტი გავზარდოთ და ის თანხები,რომელსაც მოსახლეობა მედიცინაზე ხარჯავს, დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი მიიმართებოდა სხვა სიკეთეების შესაქმნელად, შედეგად კი მშპ გაიზრდებოდა.
ერთ და თუნდაც 3 წელიწადში შეუძლებელია, 400 მილიონიდან დაფინანსება გაიზარდოს 2 მილიარდ ლარამდე,ეს თანხაც არ იძლევა სრულყოფილი ჯანდაცვის გარანტიას, ჩემი პროგნოზით, 3 მილიარდი ლარია საჭირო,რომ ჩვენ დავძლიოთ რეგრესი ქართულ მედიცინაში, შევიტანოთ გარდატეხა ნეგატიურ დემოგრაფიულ პროცესებში. პირველ ეტაპზე ,რეფორმის 1-ელ ეტაპზე,როდესაც სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში, სერვისები მაინც შეიზღუდება ასაკობრივად. სულ მცირე 1 მილიარდი ლარი იქნება საჭირო, ამიტომ გარდაუვალი იქნება თავდაცვის და შსს-ს დაფინანსების შემცირების ხარჯზე, ასიგნებების გადაქაჩვა ჯან.დაცვაში. 1-ელ წელს
ეს ალბათ იქნება 20%-იანი შემცირებები რაც ჯამში მოგვცემს დამატებით 400 მილიონ ლარს, რჩება 200 მილიონი,რომელიც მოსაზიდი რჩება. აქ ველოსიპედის გამოგონება რთული იქნება, გასაზრდელი იქნება აქციზი, პირველ რიგში თამბაქოზე, რაც ლოგიკითაა ნაკარნახევი, თამბაქოს მოხმარება პირდაპირ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას,ხოლო შემდეგ მისი მკურნალობა საკმაოდ ძვირი დაუჯდება ქვეყანას.ამიტომ აქციზის მატება თამბაქოზე სავსებით ლოგიკურია.ასევე შესაძლოა გაიზარდოს აქციზი ალკოჰოლზე, საწვავზე და დაემატოს აქციზი ფუფუნების საგნებზე,მაგალითად ოქროსა და ვერცხლის რეალიზაციაზე.ამ ქმედებით სავსებით შესაძლებელია დამატებით 500 მილიონ ლარის მობილიზაცია,
რომელიც მიიმართება ჯან.დაცვის ბიუჯეტში. მსგავსი მეთოდებით მოახერხა უაცილებელი დაფინანსების მობილიზება პრეზიდენტ ობამამ , ჯანდაცვის ახალ პროგრამაზე (
http://en.wikipedia.org/wiki/Patient_Prote...rdable_Care_Act )რომელიც მისმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა და მოახერხა მისი იმპლიმენტაცია, რამაც 30 მილიონ ამერიკელს საშუალება მისცა ესარგებლა სამედიცინო სერვისებით. ამ პროგრამას აქვს მეორე ეფექტიც,გაჩნდა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი სამედიცინო ინდუსტრიი ყველა სფეროში,აშენდება ასობით ახალი კლინიკა. ეს ყველაფერი კი სწორი გათვლების და დაგეგმის შედეგია.
იმ მთავრობისათვის და იმ ხალხისათვის,ვინც ზრუნავს თავიანთ თანამემალეებზე,შეუძლებელი არაფერია, სწორი,აპრობირებული კონცეფციის ხორცშესხმას კი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანების, დიდი შრომა და ენერგია სჭირდება.
ლინკები:
http://en.wikipedia.org/wiki/Universal_healthcare This post has been edited by prologic on 29 Jan 2012, 11:56