მერაბიშვილი გადადგა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
27 / 12, 2009 21:17
Print
Font size:
საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა განაცხადა, ივანე მერაბიშვილი მინისტრის მოვალეობას დროებით გააგრძელებს, სანამ პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენდეს დასამტკიცებლად, ვინაიდან მერაბიშვილის გადადგომამ მთავრობის შემადგენლობაში გამოიწვია არსებითი ოდენობის ცვლილება და მთავრობა საჭიროებს პარლამენტის ნდობის ვოტუმის ხელახლა მოპოვებას.
როგორც ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, იგი უაღრესად დადებითად და ნაყოფიერად აფასებს მის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფნისას, თუმცა არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მისი გადადგომა.
როგორც ინტერპრესნიუსისთვის ცნობილი გახდა, ივანე მერაბიშვილი არ ტოვებს პოლიტიკას. სავარაუდოდ, იგი შეიძლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ან საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დიდ მადლობას უცხადებს ივანე მერაბიშვილს გაწეული სამსახურისთვის. ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, 22:30 წუთზე იგი საგანგებო მიმართვას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობისადმი.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by ქაფქიანა on 27 Dec 2009, 21:56