შენ ის თუ იცი რომ 15-16 საუკუნეებამდე ფეხისადგილი არ არსებობდა და სადაც მოუნდებოდათ იქ ისაქმებდნენ ? რა სიწმინდეზე და ტრადიციებზეა ლაპარაკი! ძირს ტრადიციები

ძალიან მარტივია რა: აბოლიტურად ქართული ტრადიცია, სხვაგან არნახული, არ არსებობს. ყველა ადამიანი დედამიწაზე დაიბადა და ყველა ხედავს მზეს, მთვარეს, ლურჯ ცას და დაახლოებით ერთი და იგივე საკვებით იკვებება, როგორ შეიძლება აბსოლიტურად განსხვავებულები ვიყოთ.
მაგრამ თუნდაც სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია (ის რომ კარს მომდგარი აუცილებლად უნდა შემოიპატიჟო, უნდა მიართვა ყველაფერი საუკეთესო ("სტუმარი ღვთისაა"- ანუ სტუმრის მიღება მოვალეობაა) ნამდვილად არ არსებობდა დასავლეთ ევროპაში. კავკასიაში კი.
სოფლიდან სურსათს რომ გვიგზავნია დედას ახალგაკეთებული ღომი თავისი ჩამდნარი სულგუნით მეზობლებთან ჩააქვს (მათაც ამოაქვთ-გამოაქვთ ხოლმე) ესეც ხო შეიძლება პატარა ტრადიციად ჩაითვალოს? ასეთი მოკითხვები ურთიერთთანადგომის ნიშანია.
მამენტ წაწლობის ტრადიციაც არსებობდა მთაში ხო? ეგეც ხომ სრულფასოვანი ტრადიციაა თავისი მკაცრად განსაზღვრული კანონებით.
მიცვალებულის დაკრძალვის, გაპატიოსნების ტრადიციაც არსებობს და ისიც შეიძლება ტრადიციულ ელემენტად ჩაითვალოს რომ ქორწილსა და გასვენებაში მთელი სოფელი უდგას მხარში ოჯახს (განსაკუთრებით გასვენებაში)
ჩაცმულობის სტილიც ტრადიციაა (გადაგვარებული რათქმაუნდა, ჩოხით აღარ დავდივართ)
ქართული სუფრაც ტრადიციაა (სუფრის თამადა, განსაზღვრული სადღეგრძელოები. . . სხვათაშორის სუფრა და სადღეგრძელოები ერთგვარი თავდაცვითი ელემენტია მუდმივი ოკუპაციის (200 წლიანი რუსიფიკაცია და იქამდეც ალბათ )პირობებში.
ქალსა და მამაკაცს შორის დამოკიდებულებებიც მკვეთრად რეგლამენტირებული იყო და დღემდე ამის მხოლოდ ნაშთებმა მოაღწია (ქართულ ცეკვაში ჩანს ეს დამოკიდებულებები)
ზოგადად დადებითი რაც მოგვყვება წარსულიდან (თუმცა უკვე კარგად დამახინჯებული ფორმით) ეს არის საზოგადოების წევრების თანადგომა. ეს რომ არა ნახევარი საქართველო სამოქალაქო ომის შემდეგ გაწყდებოდა. 3 მშიერ მეზობელ ოჯახს აჭმევდა ჩვენი სადარბაზო, რასაც დასავლეთ ევროპაში არავინ გააკეთებს (რომ არა სოციალური დაცვის ორგანიზაციები)
და ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს შორის განსხვავება არის ის ძირითადი მომენტი, რაც დღეს განგვასხვავებს დასავლეთისგანაც და აღმოსავლეთისგანაც. ინდივიდუალისტი თავს თვლის სამყაროს ცენტრად, პირად ინტერესებს წმინდათაწმინდად და ასეთ კულტურებში ნაკლებია სოციალური კონტროლი, ნაკლებად რცხვენიათ, ნაკლებს ფიქრობენ სხვაზე და არც სხვისი იმედი აქვთ. კოლექტივიზმში კოლექტივის მიზანი (მაგალითად ერის გაბრწყინება

) ითვლება პირველხარისხოვნად, ინდივიდი კოლექტივზე დაბლა მდგომი ელემენტია, უკიდურესი კოლექტივიზმის ნიშანია 4 თაობა რომ ექიმია ოჯახში

. კოლექტივიზმისთვისაა დამახასიათებელი თანადგომა, კოლექტივის წევრებს შორის კონკურენცია და ტაციაობა მიუღებელ ტონად ითვლება. . .ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის საზოგადოების დაცვის მექანიზმი (ხალხი რას იტყვის სხვანაირად რომ მოვიქცე?) და დასჯის მექანიზმი: "ფუჰ! ბოზი!!!"
ვოტ ტაკ. ქართველებს ამ ორივესი გვახასიათებს რაღაც. . მისდღემში აღმოსავლურ კულტურასთან თანავცხოვრობდით და დასავლეთი გვინდოდა, ასე ომ ისიც ვიცით და ესეც ცოტ-ცოტა. ხოდა შეგვიძლია იდეალური ერი გავხდეთ, ავიღოთ ყველაფერი მხოლოდ კარგი დასავლური და ყველაფერი მხოლოდ კარგი აღმოსავლური.
ჩვენიც დავიტოვოთ რაც კარგი გვაქვს, არ დავამახინჯოთ ენა, არ ვხოცოთ ერთმანეთი და არ ვიცინოთ კარდუს ხუმრობებზე.
გმადლობთ.