#17201396 · 30 Dec 2009, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Johnnie Walker: მე მგონი შენს მიერ დასახელებულ ფაქტორებს მიზერი (თუ რაიმე) მნიშვნელობა აქვს. ინტეგრაციის გზაზე შემდგარი დასავლეთი რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი დათბობის ნაბიჯებს (ჯერ ამაზეც საუბარი ნაადრევია) კარგად მიიღებს (თუ სულაც მათივე ინიციატივა არაა). დასავლეთი არ ელის ჩვენთან მოკავშირეობის წინაპირობად რუსეთთან ყელში დანა-ჩაფრენილ საქართველოს, პირიქით, სწორედ ასეთი "მოკავშირე" აშინებს. მისთვის სამხედრო დაპირისპირებაში გაბმული მოკავშირე ხათაბალაა და პასუხისმგებლობა რომელიც არ ჭირდება. დასავლეთი უკვე ძალიან გამძღარია იმისათვის რომ მეზობლებთან ავ-კარგი იარაღით არჩიოს. თუ ჩვენ რუსეთის "წინააღმდეგ" დასავლეთის სატელიტის ნიშა გვინდა დავიჭიროთ, ეს სხვა ფორმებით უნდა გავაკეთოთ (სატრანზიტო პროექტები, რეგიონალური ბალანსი, დისპლომატია და პრ_ი ...). და ეს ლექსიკონიც კი ("მოწინააღმდეგე") ველურია დღევანდელი ნორმებით, უკვე არავინ არავის "წინააღმდეგი" აღარაა, ყველა ძმებია არიან და ძმურად უთხრიან ერთმანეთს ძირს კომერციით, მედიით და იდეოლოგიით. რაკეტები, ბომბდამშენები და სხვა რკინა-ბეტონი უკვე თამაშგარეა, არავის თავისი კეთილდღეობა ამ ნგრევად არ უღირს.
--------------------
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us. მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. [IMG]http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg[/IMG] - მითი -
|