არა, რა პრაიმერში.
პრესაში რესპები და კუკავა-დავითაშვილი მერამდენე დღეა მაგისთვის ხოცავენ ერთმანეთს...
ჰოდა მოკლედ რა:
წინასაარჩევნო თავსატეხი ოპოზიციისთვის: “მარცხნივ წახვალ - დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ...”http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/121565.html“გაერთიანების გარეშე ოპოზიციას არანაირი შანსები არ აქვს - ამ პროგნოზს თითქმის ყველა პოლიტოლოგი აკეთებს, თუმცა სოციოლოგიური კვლევის ცენტრ “გორბის” ხელმძღვანელის განცხადებით, მარტო გაერთიანება საკმარისი არ არის, იმდენად კარგად მუშაობს გიგი უგულავას წინასაარჩევნო პიარი, ყველა სახელისუფლებო რესურსიც უკვე ჩართულია ამ მარათონში, რომ ოპოზიციამ რაღაც სტრატეგია აუცილებლად უნდა შეიმუშაოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ფაჩულია - “ალასანიას არ ვურჩევდი არჩევნებში მონაწილეობას” / “გორბის” ხელმძღვანელის საარჩევნო პროგნოზები.
“ჩვენ ოპოზიციიდან მხოლოდ ის გვესმის, რომ მიშა დაგვპირდა აფხაზეთში შესვლას და ვერ შევიდაო. ხო, ეს არარეალური იყო, მაგრამ სხვა რამე ვერშესრულებული გვესმის?” - ამბობს მერაბ ფაჩულია და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “უკვე აშკარაა, რომ ერთიანი კანდიდატურა არ შედგება. მიიჩნევთ, რომ ოპოზიციის გაერთიანება მათ შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდიდა?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ოპოზიციის კანდიდატს გაცილებით მეტი ექნება შანსი, თუმცა მარტო გაერთიანება არ არის საკმარისი მერობის არჩევნებში გასამარჯვებლად. ოპოზიციას სხვა სტრატეგია და ხედვა უნდა ჰქონდეს. ოპოზიციის კანდიდატმა მოსახლეობას უნდა დაანახვოს უკეთესი რამ, ვიდრე ამჟამად გიგი უგულავა აკეთებს... მას ფორა აქვს ძალიან დიდი... ბუნებრივია, ყველანაირ რესურსს ფლობს... ასე ვთქვათ, ყველაზე სერიოზული საფრთხე არჩევნებში გიგი უგულავასთვის არის ალასანია, მაგრამ ეს დღეს გადაულახავი საფრთხე არ არის. ზოგადი ტენდენციაა ისეთი, რომ უგულავას რეიტინგი მაღალია და ალასანიას არ ვურჩევდი არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ამ უახლოესი დღეების მაჩვენებლით და არა მას შემდეგ, რაც ალასანიას საშუალება ექნება გამოიყენოს რამე სტრატეგია, თუკი, რა თქმა უნდა, აქვს”.
“რა შეცდომებიც დაუშვია მმართველ პარტიას, არც ერთი შეცდომა არ იყო იმის გამო, რომ ოპოზიციამ კუთხეში მიაყენა ან სააკაშვილი, ან დანარჩენი სახელმწიფო მოხელეები. თვითონ დაუშვეს შეცდომები. ოპოზიციას თეორიულად პოტენციალი აქვს, წინ კი საკმარისზე მეტი დროც აქვთ... არ უნდა ელოდოს. უნდა აიძულოს, რომ ხელისუფლებამ დაუშვას შეცდომები. ოპოზიცია კი ელოდება. მეორეც, შეცდომაზე გამარჯვებაც არ არის ცუდი, მაგრამ სტრატეგიაც უნდა ჰქონდეთ. არა მარტო ის, რომ გავერთიანდებით და მოგვეცით ხმა. მარტო ეს არ არის ამომრჩევლისთვის მიმზიდველი. ჰო, გაერთიანდი, მაგრამ მეტი არაფერი? რაღაც უნდა ითქვს ისეთი, რომელიც ჯერ არ თქმულა. რაღაც საინტერესო”, - მიაჩნია გამოცემის რესპონდენტს.
კორესპონდენტის შეკითხვას - “ყველაფერი მაინც ერთიანობის აუცილებლობისკენ მიდის. გაერთიანების მოთხოვნა იყო საზოგადოების მხრიდანაც და თუკი ამას ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელიც ხვდება, რატომ ვერ ხერხდება ერთი კანდიდატურის წამოყენება?” - მერაბ ფაჩულია პასუხობს:
“ყველას თავისი ამბიცია აქვს. მე სხვაზე მეტი ვარ - ამ პიროვნულ ამბიციას არ ვგულისხმობ. ყველას თავისი ინტერესი აქვს და უმეტესად ყველას სხვადასხვა პატრონი ჰყავს. პატრონი იმ გაგებით, რომ მხარდამჭერი ან პირდაპირი “პატრონი”. რადგან აქ დიდი ფული იხარჯება. საუბარია ათეულ მილიონზე, რომელიც არჩევნებისთვის უნდა დაიხარჯოს და ეს არ არის პარტიის აქტივისტების შენატანი... ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. მათ შანსი არ აქვთ. პირობითად, ხვალ რომ იყოს არჩევნები, თუ ფულს არ გიხდის ხელისფულება იმაში, რომ მონაწილეობა მიიღო, ასეთები კი გვყავდა და ყოველთვის გვეყოლება, ფულის ზედმეტი ხარჯვაა და სხვა არაფერი”.
“ოპოზიციას თითქოს საერთოდ დაავიწყდა, რომ თბილისს გარდა სხვა კუთხეებიც არსებობს და რომ თვითმმართველობის არჩევნები იქაც ეწყობა. როგორც ადგილობრივი გამოცემების რედაქტორები ამბობენ, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არსად არ დაუწყია, ხელისუფლება კი შეფარვით კამპანიას, სულ მცირე, ბოლო ერთი თვეა უკვე აწარმოებს”, - წერს “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეგიონებში წინასაარჩევნო აქტიურობას მხოლოდ ხელისუფლება ამჟღავნებს.
“ოპოზიციას ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს, თუ ხალხი გაითავისებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ერთიან კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდებიან, ეს გამორიცხულია... როგორც კი გამოჩნდება, რომ ოპოზიცია ეძებს ერთიან კანდიდატს, სააკაშვილი მაშინვე გამოჩეკავს უამრავ ლიდერს, რომლებიც შექმნიან ოპოზიციის შთაბეჭდილებას და მათ მისცემს ტელევიზიას, პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებებს. ამიტომ აბსურდულია გყავდეს ასეთი ხელისუფლება სააკაშვილის სახით და იმედი გქონდეს ერთიანი კანდიდატის. ოპოზიცია უნდა შეეცადოს ამის გაკეთებას, მაგრამ თუ არ გამოდის, თავზე ნაცარი არ უნდა დაიყაროს, მთავარია, გაერთიანდეს ხალხი, მიხვდეს, სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ხალხმა მისცეს ხმა ერთ კანდიდატს, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა იყო ოპოზიციის მთავარი შეცდომა.
“მთავარი პირობაა, ყველა წავიდეს არჩევნებზე და მეორე პირობა, არავითარ შემთხვევაში ხმა არ მისცეს სააკაშვილის კანდიდატს... ნუთუ ამ ორი ამოცანიდან ვერც ერთს ვერ შეასრულებს ოპოზიცია და ხალხი? თბილისი ყველაზე მობილიზებული ქალაქია საქართველოში. თუ თბილისში ვერ მოხდა ამ პოზიციის გათავისება, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა არ მივცეთ სააკაშვილს, თუ თბილისში ეს არ მოგვარდა, მაშინ სხვაგან არსად არ მოგვარდება”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
This post has been edited by Geronti on 29 Dec 2009, 19:41