#17265566 · 4 Jan 2010, 20:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
OldUncle
| QUOTE | | მაშინ როგორ აიხსნება, ის რომ ამ მოკავშირეების რეკომენდაციები სამხედრო ოპერაციების არდაწყების შესახებ, არ გაითვალისწინა??? |
შორს მყოფი მოკავშირე ყოველთვის ვერ გაითვალისწინებს ყველა გარემოებას. შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება იყო საჭირო (ანუ ვგულისხმობ, რომ ასე მიიჩნია მთავრობამ).
| QUOTE | | ან იქნებ იმის თქმა გინდათ, რომ მოკავშირეები ურჩევდნენ, სტატუსის არგაუქმებას, კონფრონტაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ამავე დროს ურჩიეს ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციების წარმოება??? რაც აბსოლუტურად ალოგიკურია. |
ამის თქმა, ცხადია, არ მინდა.
| QUOTE | | მითუმეტეს ამერიკის რესპუბლიკელებს ანუ მაშინდელ მმართველ პარტიას, არანაირად არ აწყობდათ საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაიმე ფორმით სხვა ქვეყანაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა, ამერიკაში არსებული პაციფისტური ისტერიის ფონზე! |
აგაშენა ღმერთმა, თორემ ყურები გამოგვიჭედეს ღორებმა, აშშ-ელ რესპუბლიკელებს ომი აწყობდათ და სააკაშვილი მაგათ წააქეზესო.
| QUOTE | | ორში ერთია ან უჯერებდა მოკავშირეებს სააკაშვილი ან ასრულებდა პუტინის დავალებას. დანარჩენი არგუმენტები უბრალოდ ბელეტრისტიკაა! |
ახლა უკვე ჩვენ ომის დაწყების შესახებ დავას ვუბრუნდებით, რაზეც უკვე ტონობით მელანია დაღვრილი. "პუტინის დავალება" - მაგარია. აი, ეგეთ მტკიცებამდე რომ მიხვალ, ლოგიკურად უნდა დაასკვნა, რომ ესე იგი, ჩიხში შეხვედი და მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს თავიდან უნდა გადახედო სუსტი რგოლის საპოვნელად.
| QUOTE | | ფაქტია რომ შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის საზიანო ნაბიჯი გადაიდგა და საქართველოს მოკავშირეებიც იდიოტურ სიტუაციაში ჩააყენა სააკაშვილმა. |
ფაქტია კი, ფაქტი როგორ არ არის. თუმცა მოკავშირებმა ჩვენ იდიოტურ კი არა, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, როცა საფრთხე რეალისტურად ვერ შეაფასეს. 2009-ში რომ უკვე იყვნენ აზრზე მოსული, კიდეც აღკვეთეს კრემლის მცდელობები, ომის განსაახლებელი ესკალაცია წამოეწყო. იგივე რომ ექნათ 2008-შიც, ომამდე არ მივიდოდა. მაგრამ ყლაპეს.
ახლა კი დასავლეთში არ სიამოვნებთ, თვალში რომ ვეჩხირებით, იმიტომ რომ მათი იაღლიშის ცოცხალი საბუთი და შედეგი ვართ.
ომს არ სთხოვდათ არავინ. და თუ ვინმე სთხოვდა, ტყემალზეა. მოეთხოვებოდათ საფრთხის შესაბამისი პოლიტიკურ-დიპლომატიური ზემოქმედება რუსეთზე.
...ახლა სააკაშვილის გათეთრება სულაც არ არის ჩემი მიზანი, მაგრამ "პუტინის დავალება" მართლა არასერიოზულია.
This post has been edited by Geronti on 4 Jan 2010, 20:51
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|