#17252285 · 3 Jan 2010, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (MASU @ 3 Jan 2010, 04:43 ) | | ეჰ , თემა მივიდა შალახომდე.......... არადა ექსპერტიზის შედეგები მაინტერესებს..... ლიკა, FBI_ში მუშობ?
|
ნახევარ განაკვეთზე!
სანამ შაშიაშვილის ვიდეოც არ გაიშიფრება ბოლომდე მანამდე FBI არ ჩქარობს.
თანაც, რომ თქვეს გაზეთში გამოქვეყნდაო ვერ მიაგნეს. ინტერნეტის არც ერთ გამოცემაში ნამდვილად არ ყოფილა.
----------------------
ისე, ჟვანია თუ „ასეთი“ იყო, მისი გუნდიც მასავით დაცემული იქნებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ შეძლებდნენ ქართული დემოკრატიის სიმწვანის დაცვას. ხომ ვიცით როგორი სოლიდარულები არიან ევროპელი მწვანეები თავიააანთი კოლეგების მიმართ და ამ შემთხვევაში რა დაემართათ? იქნებ ევროპელი მწვანეებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან „ქართველ მწვანეებს“ და სხვა დასხვა მიმდინარეობის „დემოკრატებს“?
კარგად ნახეთ ეს ვიდეო, რომლის მისამართიც თემის დასაწყისში დავდე? შეხედეთ ალბათ რა ყოფაქცევის ხაალხია ე.წ. პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში.
თავი გავანებოთ დროებით აწ. გარდაცვლილს და იმ ცოცხლებს მივაქციოთ ყურადღება რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ბედი აქვთ ჩაბარებული. განა ისინი ზ. ჟვანიას რაიმეთი ჯობიან?!
ეს ვიდეო, წესიერ ქვეყანაში, სადაც მორალი და ზნეობა ფასდება, სკანდალს გამოიწვევდა რათა სხვა თანამდებობის პირები ცოტა დაფიქრებულიყვნენ. ჩვენ კი გვაჩვევენ იმას, რომ პოლიტიკა ბინძურია და მისი გამკეთებელი ხალხიც შესაბამისად ბინძური უნდა იყოს.
საჯარო პოლიტიკაში ამორალურობა აუცილებელი წარმატების გარანტი გახდა!
ამ საითზეც, რომელიც ჩვენი დღევანდელობის მორალურ-ზნეობრივი ორიენტირების სარკეა, უზნეობა „კარგი ტონის“ სინონიმად აღიქმება.
საგანგაშოა, რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, არც ადრე და არც ახლა, არავის უთქვამს ეს რა უზნეო ხალხი გვყავს პოლიტიკაშიო. ეს უზნეობა თანაბრადაა გადანაწილებული როგორც ოპოზიციის მომხრეებში, აგრეთვე ამ ხელისუფლების მომხრეებში და ე.წ. ნეიტრალებში აი, ახლა კი დადგა იმის დრო რომა მთავარი სათქმელი ითქვას - თუ დამცალდა! ჯერ-ჯერობით დაველოდები რა კომენტარებს გააკეთებთ და სათქმელს ჯერ არ ვიტყვი.
P.S.
იქნებ ვინმემ შეძლოს ამ ვიდეოს აქ განთავსება? დიდი მადლობელი დავრჩებოდი.
This post has been edited by LIKA on 4 Jan 2010, 00:06
--------------------
http://www.facebook.com/mtavroba
|