არანაირად! მითუმეტეს ინგლისური 1%-ს თუ ესმის კავკასიელებისა. უნდა იყოს რუსულ და თურქულ ენებზე და მცირე დრო ეთმობოდეს ასევე კავკასიურ ენებზე. ეს გათვლილია პირველ რიგში ჩრდილო კავკასიაზე.
არხის მესვეურებო, რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს ლექციას, იგი ეხება წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებას.
დავიწყოთ იქიდან, რომ კავკასიური რესურსები იყოფა ორად, დამოუკიდებლებად და კრემლისაგან მართულებად. დავიწყოთ დამოუკიდებლებით
კავკაზცენტრი www.kavkazcenter.com , ინფის 90% პროპაგანდაა. სასრგებლოა მხოლოდ აფეთქებების ქრონოლოგია და ამირების ფეტვები (ანუ ვიდეომიმართვები).
www.ingushetia.org ინგუშური რესურსი. იდეოლოგია ნაციონალურ-პატრიოტული. სასრგებლოა თითქმის ყველა ინფო.
www.ichkeria.info , www.chechenpress.org . ჩეჩნური რესურსები. ფაქტიურად დუდაევის იჩქერისტთა ნარჩენები. იდეოლოგიაც შესაბამილი+პროპაგანდა. სასარგებლოა ევროპაში მოღვაწე ჩეჩენ დისიდენტთა ინტერვიუები, ევროპისადმი მიმართვები და ასე შემდეგ.
www.day.az აზერბაიჯანული რესურსი. სასრგებლოა ყველაფერი, გარდა ულტრაანტისომხური სტატიებისა.
www.newsarmenia.ru სომხური რესურსი. სასარგებლოა ყველაფერი გარდა არცახ-ჯავახკ-ველიკაია არმენიის პათოსით დაწერილი სტატიები.
ახლა გადავიდეთ კრემლისაგან მართულ რესურსებზე
www.grozny-inform.ru ჩეჩნური რესურსი. აშკარა პროკადიროვული. სასარგებლოა მხოლოდ კადიროვის გამოსვლები, მისი საკადრო პოლიტიკა და კულტურული ღონისძიებები. მსგავსი ჩეჩნური რესურსია www.chechnyafree.ru
დაღესტნის რესურსები: დაღესტნის ტელე-რადიო მაუწყებლობა. ყველაზე კითხვადი დაღესტნური გაზეთი "ჩერნოვიკი" www.chernovik.net, დაღესტნის რესპუბლიკური სააგენტო "რია-დაგესტან" www.riadagestan.ru , დაღესტნის ოპოზიციური გამომცემლობა "ნოვოე დელო" www.ndelo.ru .სასარგებლოა ყველა სახის ინფორმაცია. ასევე კარგია, თუ გაერკვევით დაღესტნის პოლიტიკურ სისტემაში და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში (ამაზე ცალკე ლექცია ხვალ)
ჩრდილო ოსეთი და ოკუპირებული სამაჩაბლო. სააგენტო ოსინფორმი osinform.ru , ჩრდილო ოსეთის საინფორმაციო ბიურო მე-15 რეგიონი www.region15.ru , ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერორისტული ბანდფორმირების სახელად "Министерство печати и массовых комуникаций руспублики Южная Осетия" ოფიციალური საიტი www.cominf.org და ასევე საიტი ოსეტია.რუ
http://www.ossetia.ru/. ვაი თქვენ თავს ამას რო დაეყრდნოთ იმ სტატიებში, სადაც მძინარე ცხინვალზე მიდის წიკვინი! სხვა დანარჩენი, განსაკუთრებით კი კულტურული მოვლენები სასარგებლოა.
ყაბარდო-ბალყარეთი. ყბრ-ს რესპუბლიკის საიტი www.kabardinobalkarskayarsp.ru , ასევე გამომცემლობა "გაზეტა იუგა" www.gazetayuga.ru . გამოირჩევიან საქართველოსადმი ზომიერი პოლიტიკით, და შესაბამისად ამ რესურსებზე დაყრდნობა შეიძლება.
ყარაჩაი-ჩერქეზეთი .რესპუბლიკია სამთავრობო საიტი
http://www.kchr.info/ , რსსპუბლიკური საიტი
http://www.cherkesskrsp.ru/ , იგივე სიტუაციაა, რაც ყბრ-ში.
ადიღეს რესპუბლიკა- რესპუბლიკური საიტი
http://www.adygheya.ru/, ადიღეს პარლამენტის (ანუ ხასეს) ოფიციალური საიტი
http://gshra.ru/, საიტი სოლნეჩნაია ადიგეა
http://www.adigeya.com/ , და ასევე საინფორმაციო საიტი www.elot.ru რომელიც შედარებით ნაკლებ ღორულ ზეგავლენას განიცდის.
ოკუპირებული აფხაზეთი - საინფორმაციო სააგენტო აფსნიპრესს
http://www.apsnypress.info/ , ოპოზიციური რესურსი ერა-აბხაზია
http://www.era-abkhazia.org/, ამავე საიტზე იხილეთ ოპოზიციური არხი აბაზა-ტვ
http://www.era-abkhazia.org/news/abaza.php (რომელიც თვენს არხს არაფრით ჩამოუვარდება სამწუხაროდ) და ასევე აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთებს "ჩეგემსკაია პრავდა" და "ეხო-აბხაზიი"
http://era-abkhazia.org/news/smi/ (გადაიწერეთ PDF ფაილებში. ნუ საქართველოს წინააღმდეგ რაც არის იქ, ალბათ ხვდებით რო არ უნდა გამოიყენოთ.
ტერორისტული ანკლავი მთიანეთის ყარაბახი. მისი საინფორმაციო საიტი
http://karabakh-news.com/ასევე ცოტ-ცოტა ინფოები უნდა დადოთ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებზე. კრასნოდარის მხარეში განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის სანაპიროს უნდა მიექცეს, რადგან ჩერქეზთათვის მას საკრალური მნიშვნელობა აქვს. სტავროპოლის მხარის საინფორმაციო საიტი
http://www.stavregion.ru/ , კრასნოდარის მხარის საინფორმაციო საიტი
http://www.stavregion.ru/.
ასევე მნიშვნელოვანია საერთოკავკასიური რესურსები, რომელსაც ღორები აკონტროლებენ.
"კავკაზუზელი"-
http://www.kavkaz-uzel.ru/ მასზე ბევრი ანალიტიკური სტატიაა და ინფო ყველა რეგიონიდან, მტავარია პროპაგანდული და არაპროპაგანდული სტატიები გაფილტროთ.
"აქსაკალ ინფო"-
http://aksakal.info/ აქაც საინტერესო მასალები არი ხანდისხან
მოკლედ სულ ეს იყო, რაზედაც მინდოდა დღეს თქვენთან მესაუბრა. აი მცირე კავკასიური ამბების მასტერ-კლასი (ადრე საკუთარი ინიციატივით კავკასიის დაიჯესტს ვაკეთებდი. მართალია გრამატიკური შეცდომები ალაგ-ალაგ შეგხვდებათ, მაგრამ აქ მთავარი შეინაარსია. ხოდა თქვენც შეკრიბეთ მსგავსი ტიპის მასალები. დაამატეთ სადღაც 4-5 საქართველოს და 5-6 დანარჩენი მსოფლიოს ამბავი, და გამოგივათ ხოშიანი საინფორმაციო გადაცემა.
1)ინგუშეთში გრძელდება აფეთქებების სერია. ქალაქ ნაზრანის ცენტრში, აფეთქებულიქნა ადგილობრივი მილიციის მთავარი სამმართველოს შენობა. აფეთქება თვითმკვლელმა მეამბოხემ მოაწყო. აფეთქებას წინ უძღოდა ერთ–ერთი საველე მეთაურის, საიდ ბურიატსკის ვიდეომიმართვა, სადაც იგი მუსლიმებს ჯიჰადისკენ მოუწოდებდა. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, რომელიც ვებგვერდ ჰუნაფაზე გაჟღერდა, თვითმკვლელი თავად საიდ ბურიატსკი იყო, თუმცა ვებგვერდ კავკაზცენტრზე გაკეთებულ მიმართვაში, საიდ ბურიატსკიმ უარყო ეს ვერსია და თავი აფეთქების ორგანიზატორად დაასახელა. მოგეხსენებათ, საიდ ბურიატსკი ბურიატიის რესპუბლიკის დედალაქ ულან–უდეში დაიბადა. 17 წლის ასაკში მან ისლამი მიიღო და რუსეთის მრავალ მეჩეთში ქადაგებდა. მისი ისლამის აუდიოკურსები დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო რუსულენოვან მუსლიმთა წრეში. 2008 წელს, საიდ ბურიატსკი ჩრდილო კავკასიის პარტიზანულ მოძრაობა, „იმარატ კავკაზს“ შეუერთდა.
2)აფხაზეთში გრძელდება სკანდალი გალის რაიონის ქართული მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციასთან დაკავშირებით. ახალ კანონპროექტს აპროტესტებს ეკონომიკური განვითარების პარტიის გენერალური მდივანი, ბესლან ბუთბა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი «აარუა“. ბესლან ბუთბას აზრით, ქართველთა პასპორტიზაცია გამოიწვევს აფხაზური ეთნოსის ხვედრითი წილის მკვეთრ შემცირებასა და მძლავრი პროქართული მეხუთე კოლონის გაჩენას. მისივე თქმით, ბაღაფში მოსახლეობის პასპორტიზაციით ცდილობს მეტი ამომრჩევლის შეძენას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
3)აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა განაგრძობს ზეწოლას განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებზე. მორიგი მსხვერპლი, რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი. იგი დააპატიმრეს აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ, სერგეი ბაღაფშზე კრიტიკული სტატიის გამო. დეფაქტო მთავრობის აზრით, მისი სტატია ეწინააღმდეგება აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს და აფხაზეთს უქმნის არასაიმედო სახელმწიფოს იმიჯს. აფხაზეთის დეფაქტო სასამართლომ ანტონ კრივენიუკს 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
4)ადიღეს რესპუბლიკაში მოქმედმა იატაკქვეშა ისლამურმა ორგანიზაციამ «ჯამაათ ალ ღარიბმა» განაცხადა იმარატ კავკაზში შესვლის თაობაზე. ამ ორგანიზაციის მიმართვა გაავრცელა ვებგვერდმა კავკაზცენტრმა. ანონიმური ავტორი თავის წერილში რუსების მიერ ადიღეელ მუსლიმთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და ხალხს ოკუპანტებთან ბრძოლისაკენ მიუთითებს. იგი აგრეთვე კმაყოფილებას ვერ მალავს ადიღეს რესპუბლიკაში მორწმუნე მუსლიმთა რიცხვის მატებით. «ნუ გგონიათ, რომ რუსეთი ჩვენ დაგვინდობს. მათთვის ყველა კავკასიელი არასრულფასოვანი ადამიანია. მათ ჩვენს რესპუბლიკაში გარყვნილების და შურის მეტი არაფერი დაუთესია. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ თურქეთში და სირიაში მცხოვრები ჩერქეზები მოვლენ და გვიხსნიან რუსებისაგან. ჩვენი ერტადერთი გზა ალლაჰის სახელით ჯიჰადში ჩართვაა» დასძინა უცნობმა ავტორმა. მოგეხსენებათ, რომ ადიღეს რესპუბლიკა ერთადერთი ჩრდილოკავკასიის სუბიექტია, რომელიც არ იყო გაწევრიანებული იმარატ კავკაზში.
5)ყარაჩაი–ჩერქეზეთის რესპუბლიკაში გაიმართა აბაზელი ხალხის ინტელიგენციის კონგრესი. მასზედ განხილული იყო ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც აბაზელ ერს ეხება. კერძოდ, საზოგადოებრივი მოძრაობა „აბაზას» გენერალური მდივნის მოადგილე, რუბენ ფიზიკოვი წუხილს გამოთქვავდა აბაზური ენის სავალალო მდგომარეობის გამო. «აბაზელები კარგავენ მშობლიურ ენას. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ აკნინებენ ამისთანა ლამაზ და დახვეწილ ენას? ყველანი უნდა დავირაზმოთ აბაზური ენის ასაღორძინებლად»– დასძინა ფიზიკოვმა.
6)ოკუპირებულ ცხინვალში, ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ცხინვალის ბობლიოთეკის წიგნები დაწვეს. ამის შესახებ სააგენტო "ეხო მოსკვი" იუწყება. დამწვარი წიგნების ძირითადი ნაწილი ქართულ ენაზე იყო, თუმცა წიგნების ნუსხაში იყო შესული ისეთუ მსოფლიო ლიტერატურის ისეთი კლასიკოსების, როგორც გოეთეს, კანტისა და სხათა ნაწარმოები. "ეხო მოსკვის" ვერსიით, დამწვარ წიგნებს მოსკოვიდან გამოგზავნილი ლიტერატურა ჩაანაცვლებს.
7)ცნობილი რუსი მომღერლის, ქრისტინე ორბაკაიტეს 11 წლის ვაჟი, დენი ბაისაროვი ეროვნებით ჩეჩენ მამასთან დარჩება. ასეთი გადაწყვეტილიბა მიიღო გროზნოს საქალაქო სასამართლომ. შვილის დატოვება, ჩეჩენმა ბიზნესმენმა, რუსლან ბაისაროვმა მას შემდეგ მიიღო, რაც იგი არდადაგებზე გროზნოში იყო ჩასული. სასამართლოს შემდეგ, დენი ბაისაროვის დედა, ქრისტინე ორბაკაიტე და ბებია ალა პუგაჩოვა სტრესულ მდგომარეობაში არიან. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია RTVI.
8)ინტერნეტსაიტმა circassians.ru შექმნა ისტორიაში პირველი ადიღეურ–რუსული ელექტრონული ლექსიკონი. ლექსიკონში შესულია 4 ათასზე მეტი სიტყვა. იგი მოიცავს, როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ დიალექტების ლექსიკას. ამ ლექსიკონის შექმნის იდეა გაჟღერებულიქნა აპრილის თვეში, ქალაქ ჩერქეზსკში გამართულ ადიღა ჰასეზე, იგივე ადიღეელთა ყრილობაზე. ინტერნეტლექსიკონის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ყველა ადიღეური ენის მცოდნეს შეუძლია თავად დაამატოს სიტყვა რომელიც ამ ლექსიონს აკლია, რაც შეუწყობს ხელს ლექსიკონის გამდიდრებას.
9)რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს დოტაციებს უმცირებს. ამის შესახებ იუწყება სააგენტო რეგნუმი. დოტაციების შემცირება დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან. ექსპერტების აზრით, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში დოტაციების შემცირებამ შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას რუსეთს ჩრდილო კავკასიაში. ისეტ რესპუბლიკებში, როგორც დაღესტანი და ინგუშეთი, ბიუდჯეტის 90% სწორედ დოტაციებით ივსება.
10)გრძელდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ფეხბურთში, სადაც საქართველოს გარდა, კავკასიის რეგიონის 2 ნაკრები, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობს. სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ბელგიასთან გამართულ მატჩში. მათ ანგარიშით 2–1 გაიმარჯვეს. მეზობლებისგან განსხვავებით, ასეთი წარმატებით ვერ დაიკვეხნის აზერბაიჯანის ნაკრები. ისინი დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ გერმანელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.
11)ჩეჩნეთის საფეხბურთო კლუბ გროზნოს ტერეკმა ქართველი ფეხბურთელი შეიძინა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გოგიტა გოგუა ამ სეზონში გროზნოელთა ღირსებას დაიცავს. გოგუა პირველი ქართველია, ვინც ომის შემდგომ ჩეჩნეთის გუნდში იასპარეზებს. ტერეკამდე გოგუა თბილისის თბილისში, სკ ხიმკიში და ნალჩიკის სპარტაკში ასპარეზობდა. ნალჩიკში თამაშისას იგი განსაკუთრებული პატივისცემიტ სარგებლობდა ჩერქეზ გულშემატკივრებში.