სასიხარულოა, რომ მოვიდა დრო და შეიქმნა ისეთი ტელევიზია, რომელსაც შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს კავკასიელ ხალხთა ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განმტკიცებაში.
.... არადა, მახსენედება პუტჩისტთა მიერ ხელისუფლების მიტაცების შემდეგ მასმედიის საშუალებებით მიმდინარე ანტიკავკასიური და კერძოდ კი ანტიჩეჩნური ისტერია... ახლაც თვალწინ მიდგას გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ერთერთი ნომრის პირველი გვერდზე განთავსებული ორი სურათი - ერთგან შუაში შევარდნაძე და აქეთ-იქიდან ბეიკერი და გენშერი, ხოლო მეორე სურათზე კი შუაში ზვიად გამსახურდია და აქეთ-იქიდან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ჩრდილოკავკასიელი უხუცესები და უსაზიზღრესი ცინიზმით გაკეთებული მინაწერი:
"დრო და მოვლენები. შეადარეთ ეს ორი ფოტო ერთმანეთს, მეგობრებო და იგი განსასჯელად თქვენთვის მოგვინდვია"
დიახ, იყო ასეთი ჩანაწერი - სიძულვილისა და მტრობის დასათესად გაკეთებული....
---------
მე და ჩემმა მეგობრებმა, ჯერ კიდევ შორეულ 2004-ში გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რაღაც კავკასიური რადიოს მაგვარი, მაგრამ ძნელი იყო მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ამის გაკეთება... გვინდოდა ჩართვა კავკასიელთა ჩართვა ამ საქმეში, ჩეჩნები და ინგუშები გამოგვეხმაურნენ მაშინ, მაგრამ საქმე ვერ დაიძრა ადგილიდან
მართალია ძალზე პრიმიტიულად ჩანდა, მაგრამ სურვილი ასეთი რამის გაკეთებისა უდიდესი იყო.... აგერ იმ რადიოს პროექტიც:
http://mamuli.net/music/bpg/publication_vi...=vdocidsp,11604მე პირადად ძალზე მსიამოვნებს ეს ფაქტი და მჯერა, კავკასიური ტელეარხი გადაიქცევა მტერთან ბრძოლის ერთერთ საუკეთესო პროპაგანდისტულ საშუალებად. დიახ, ეს არის საინფორმაციო ომის მოსაგებად გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი!
ყველას, ამ არხის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებსა და ყველა მათ გულშემატკივარს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, წინსვლასა და ახალ-ახალი გამარჯვებებით გამოწვეული სიხარულის განცდას!
This post has been edited by lomabeso on 4 Jan 2010, 06:11