დღევანდელი ქრონიკა ერთი სირი კონტროლიორის საქციელისა (ერთ ერთი იმ ბაჯაღლო Yლეთაგან, რომელებითაც ასე უხვადაა დასახლებული ეს ერთიციცქნა მიწა), რომელიც #97 ავტობუსში "აჯარიმებდა "ახალგაზრდა გოგონას:
-თქვენი ბილეთი (მკაცრი ტონით)!
გოგონა წამოდგა და სალაროსკენ გაიწია.
კონტროლიორი გადაეღობა.
-ბილეთი მანახე!
-ავიღებ და განახებ!
აქ უკვე 50 წელს მიტანებულმა კონტროლიორმა მამაკაცმა ტონს ძალიან აუწია და უკვე ღრიალი დაიწყო
-აქამდე უდნა აგეღო! ეხლავე პატრულს გამოუძახებ!
აქ კონტროლიორი წამიერად გონს მოეგო და მიხვდა, რომ ჯერ პირადობა არ მოუთხოვია დასაჯარიმებელი გოგონასათვის, მაგრამ იგივე ტონით განაგრძო:
-თქვენი პირადობა!
სანამ გოგონა პირადობას ამოიღებდა ჩანთიდან, ახლოს მჯდომმა ასაკოვანმა მამაკაცმა სამართლიანად, მაგრამ აგრესიული ტონით მოსთხოვა ზრდილობიანად მიემართა გოგონასათვის.
ამაზე კონტროლიორმა ისტერიკა ატეხა, "პატრული" "პატრული"-ს ძახილს მოჰყვა და "თქვენ მე ვინ გგონივართ?! პოლიციის მაიორი ვარო".
ამასობაში გოგონა გასხლტა და ბილეთი აიღო;
მოვარდა მეორე კონტროლიორი, სიტუაციას შეხედა და თავისი "აგრესორი" "პადელნიკი" ავტობუსიდან ჩაათრია...
ის კი ქვემოდან აგრძელებდა კივილს "ამას ასე არ დავტოვებ, ნახეთ რა მოგივათ თქვენო"...
ეხლა უყურეთ:
დარღვევა #1: მგზავრმა ბილეთი უნდა შეიძინოს ავტობუსში ამოსვლისთანავე და არა როცა აუდგება მაშინ;
დარღვევა #2: პატარა ავტობუსებში სალარო დგას მხოლოდ წინა კართან, ამოსვლა შესაძლებელია ორივე კარიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკის საათებში კარგად გატიკნულ ავტობუსში, უკანა კარებიდან ასული მგზავრი კარგა ხანს მგზავრობს უბილეთოდ და "თბილისის ავტობუსის მიზეზით" არღვევს "თბილისის ავტობუსისვე" დადგენილ წესს;
დარღვევა #3: ხშირად ავტობუსი ან ფუჭდება, ან მოძრაობა უწევს მარშრუტის დარღვევით (დაჟე ქუჩების გადაკეტვების გამო პიკის საათებში) და ხშირად ისე ხდება, რომ საბურთალოს ქუჩაზე წამსვლელი ავტობუსი, ამ ქუჩის სულ პატარა მონაკვეთის გადაკეტვის გამო სააკაძის მოედანთან, მიდის ვაჟა ფშაველათი - ამ შემთხვევაში წინასწარ აღებული ბილეთის საფასურს არავინ აგინაზღაურებს და სახლამდე გიწევს მისვლა ფეხით!
დარღვევა #4: სალაროებს დგამ იანვარში და მოსახლეობას აფრთხილებ - თებერვლიდან ბილეთს ვინც არ აიღებს დავაჯარიმებო და ამის მერე, თითქმის მთელი წელი ჯარიმების გამოწერის მაგივრად აქეთ უხდი მლანძღავ-მაგინებელ მოსახლეობას ბოდიშს იმაზე, რომ ბილეთი მოსთხოვე და არ ჰქონდა.....
... და სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, ეს ზრდილობიანი და დაჟე კუდამოძუებული კონტროლიორები უცბად იქცევიან უზრდელ და ნაბოზვარ მონსტრებად, რომლებიც ამოსვლისთანავე ფიზკულტურის მასწავლებლებივით ეკიდებიან თავის საქმეს და როგორი მიმართვის ფორმებიც აქვთ, მემგონი ყველა ვხედავთ...
ანუ ჯერ ხალხი მიაჩვიეს იმას, რომ ვინც მძღოლს უფდიდა ფულს, იმათმაც ხელი აიღეს მგზავრობის საფასურის გადახდაზე, და მერე უკვე "დაერივნენ" და საკმაოდ აგრესიულად ითხოვენ ბილეთებს...
დარღვევა #5: ადამიანის დაჯარიმება შესაძლებელია და სავალდებულოა საკმაოდ მშვიდი ტონით, ზრდილობის ფარგლებში, ხოლო თუ დასაჯარიმებელი მგზავრი არ გემორჩილება, მაშინ უნდა იმოქმედო დადგენილი წესით და თუ წესი დადგენილი არ არის, ეს უკვე დარღვევა #6-ია...
დარღვევა #6: ამათ გამიშვი-გამატარეს ყურებაში გართულმა მძღოლმა დაარღვია საგზაო წესები და წითელზე შეუბერა... (კიდევ კარგი მშვიდობიანად გაძვრა)

ასეა ყველგან და ყველაფერში.
არ ვარგა ამ ქვეყანაში ხალხი და ამბიციები აქვთ იმის დედა ვატირე!