მოვიდა წერილობითაც:
დავით ბერძენიშვილი - “მერის არჩევნებში ორი ლიდერია - უგულავა და ალასანია. სხვები არიან ძალიან უკან, 31% აქვს უგულავას და 21% - ირაკლი ალასანიას”
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/121959.html“აირაის” კვლევის მიხედვით, სააკაშვილს “ნაციონალურ მოძრაობაში” ბადალი არ ჰყავს. არა მხოლოდ “ნაცებში”, ოპოზიციაშიც კი. სააკაშვილის რეიტინგმა 60 პროცენტს მიუკაკუნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოკვდა. ეცნობიან თუ არა სოციოლოგიური კვლევის ჯგუფებს და რას ემსახურება ეს კვლევები, ეს კიდევ სხვა თემაა. თუმცა ფაქტი ერთია, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს და მიშას მესამე “კრუგზე” წასვლა შეეძლოს, ის უალტერნატივო კანდიდატი იქნებოდა. რას ნიშნავს ეს? ხალხის პროტესტს ოპოზიციის მიმართ თუ დიქტატორის საბოლოო აღიარებას”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რეალურად რა რეიტინგი აქვს სააკაშვილს და რას უმხელს “ალიას” დავით ბერძენიშვილი?
“აირაის” და “ენდიაის”კვლევებით
სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” გაცილებით ნაკლები რეიტინგი აქვთ, ვიდრე ეს ნაჩვენებია მათ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში. ორივე ჯგუფის კვლევა დევს და ვიცით ამ კვლევის შედეგები. ეს არის დაახლოებით 25% თბილისში. გიგი უგულავაზე მიდის დიდი მუშაობა და ამიტომ მერობის კანდიდატებში უგულავა დღეს პირველ ადგილზეა. უგულავას ერთადერთი კონკურენტი, ყველა კვლევის მიხედვით, არის ალასანია, რომლის რეიტინგიც 4-ჯერ და მეტად აღემატება ყველა სხვა ოპოზიციონერის რეიტინგს. მერის არჩევნებში არის ორი ლიდერი - უგულავა და ალასანია. სხვები არიან ძალიან უკან - 31% აქვს უგულავას და 21% - ირაკლი ალასანიას. ეს არის იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევა. “აირაისა” და “ენდიაის” კვლევებით, ალასანიას აქვს რამდენიმე პროცენტით კიდევ უფრო მეტი. ალასანიასთვის მიიღეს 30%-იანი ბარიერი და სავსებით გასაგებია, რომ 30%-ის დაძლევის რეალური შანსი მას აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
“
მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებს საპარეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კვლევებში არის კითხვა - ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? და ძალიან დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე არის ირაკლი ალასანია. “აირაისა” და “ენდიაის” კვლევები ამ განწყობას აჩვენებს, დღეს რომ მოულოდნელად გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკვეთილი ფავორიტი არის ირაკლი ალასანია. ბუნებრივია, კვლევების ავტორები ითვალისწინებენ, რომ სააკაშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. არსებობს ნდობის რეიტინგი და პოლიტიკური რეიტინგი. ნდობის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით სააკაშვილს აქვს 60%-ზე მეტი, ისევე, როგორც 60%-ზე მეტი აქვს ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს. ეს სამი კაცი არის ნდობის დადებით ველში, სამი კაცია საქართველოსა და თბილისის მასშტაბით, რომელიც ლიდერობს - ალასანია, სუბარი და სააკაშვილი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
“პარტიულ რეიტინგებშიც პირველ ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, მეორეზეა “ალიანსი”, მერე მოდიან “ლეიბორისტები”, “ფორუმი” და “ქრისტიან-დემოკრატები”. ეს არის პირველი ხუთეული და ყველა რეალური კვლევის შედეგი სხვადასხვა კვლევაში არის ციფრების სხვაობა, მაგრამ ყველა სოციოლოგიური ჯგუფის ტენდენცია ერთსა და იმავეს აჩვენებს...
თუ ბევრი ხალხი მოვა არჩევნებზე, ოპოზიციონერი კანდიდატი მოიგებს, ისევე როგორც ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო თბილისში სააკაშვილს 10%-ით. ეს ხალხზეა დამოკიდებული”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვას - “თუკი თქვენ გარანტირებული ხართ ალასანიას მაღალი რეიტინგით და აცხადებთ, რომ მას ოპოზიციურ ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, რატომ აცხადებთ უარს პრაიმერის გამართვაზე და ერთიანი ოპოზიციური ლიდერის დასახელებაზე?” - პასუხობს:
“პრაიმერი არ არის სერიოზული და ეს თემა დახურულია. მე არ ვაპირებ აუტსაიდერების პრაიმერში მონაწილეობას, ნოღაიდელის პოლიტიკური პარტნიორობა არ შეშვენის არც ზვიად ძიძიგურს და არც სხვას. ვფიქრობ, ისინი ამას მიხვდებიან”. This post has been edited by Geronti on 5 Jan 2010, 14:31