ძაან კარგადაც იცის და მასზეც ბევრი რამ იციან რუსებმა იმიტომაცაა ერტმანეთს რომ გაუცვალეს "ელჩები"!
ქვეყანას დიპ.ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი აგრესორთად და ეს წვერებიანი КГБშნიკები ერთმანეთს ნაგლად ელჩებს უგზავნიან, იასნია რომ გიჟად გამოცხადებული სააკაშვილის მერე, ქართველ ხალხთან კონტაქტი, ჩერეზ შემორჩენილი აგენტურით უნდა დამყარდეს რომ პუტკინს გაუადვილდეს ოკუპაციის გაპრავება, მალე გაზაფხულზე შულავერელების კონფერენცია დეკლარაციასაც მიიღებს 'გაგვათავისუფლეთ დიქტატორი" სააკაშვილისგანო და რუსის ჯარიც "გაგვათავისუფლებს" ისევე როგორც გამსახურდიასგან "გაგვათავისუფლეს" 1994-ში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით!

ნუ მოიტყუებ თავს!
ეს არ არის პოლიტიკა, ეს ომია!
ეს შენი ომია!
დღეს ჩვენ სამშობლოს პუტინის მარჯვენა ხელი და KGB-ს საშტატო აგენტი, ცირკის დირექტორებისა და რაიკომების მდივნების მიერ პარტიულ ყრილობაზე პატრიარქად დანიშნული კირილე ებრძვის.
მას დაევალა სწორედ საქართველოს საბოლოოდ დაჩოქება და დამონება, რასაც პუტინმა მუქარით, დაშინებით, ბლოკადით და ტანკებით ვერ მიაღწია.
მზაკვარი და დაუნდობელი მტერი დღეს ერთმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებული გვეომება. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ ეს ფარული ომი ჭურვების ცვენაზე უფრო სახიფათო და დამანგრეველია. რუსეთის იმპერიას ეს ერთხელ უკვე გამოუვიდა: ანაფორებში გადაცმული თავისი ჯალათები შემოუსია საქართველოს, დახოცა სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტი ქართველი მღვდლები, გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და გალოთებულ ბრბოს მისცა საჯიჯგნად ჩვენი ეროვნული საუნჯე, სულიერი ტრადიციები.
მრავალი პატრიოტის თავგანწირვის წყალობით საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღემდე იშუშებს ამ იარებს.
მაგრამ ომი არ დასრულებულა! მტერს არ ეთმობა იმპერიული ამბიციები და საქართველოს წინააღმდეგ ახალ შეტევას გეგმავს.
გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ახლა იწყება და ამ ბრძოლაში დღეს ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ გმირთა ხსოვნის ღისნი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერა ურჯულოთა შემოსევები, მრავალგზის საქართველოს ისტორიაში, უკანასკნელად კი – 2008 წლის აგვისტოში.
მათი სულები გვიფარავენ ზეციდან ამ დაუნდობელ ბრძოლაში და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ, რადგანაც მათი მაგალითით, მათ კვალდაკვალ, ჩვენც საქართველოსთვის ვიბრძვით!
დღეს ფრონტის ხაზი თითოეული ჩვენგანის სინდისზე გადის.
ქართველი კაცი უნდა სცნობდეს მტერს, რა სამოსელითაც არ უნდა მოგვევლინოს ის.
შენ ეს უნდა იცოდე!
შეიცან მტერი შენი, რათა ღირსეულად დაუხვდე მას!
This post has been edited by daxure on 9 Jan 2010, 15:51
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪
"ცისფერი მთები" ანუ "წითელი ინტელიგენცია"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33991934
XXI-ე საუკუნის "შულავერის კომიტეტი"
http://forum.ge/?f=29&showtopic=33990773
http://www.youtube.com/daxure3
http://www.youtube.com/DEVILPUTIN