ე მანდა ჩემ ავატარს ხელი არ ახლოთ
მიონტეფიორეს თუ რაცხა ქვია იმ სირს ყვერობები და ისტორიული ფალსიფიკაციები რომ დაწერა და რომ ლამის ბიბლიათ გადააქციეთ და გჯერათ... თქვენა ეგ თაობა არა ხართ? ლომაია მოსაკლავი ხარ შენ
ეხლა სერიოზულად:
1. ვინ იყო ეს გორელი ბიჭი: ქართველი თუ რუსი?
რასაკვირველია ქართველი!
2. როგორც საზოგადო მოღვაწე ვინ იყო ის: ქართველი თუ რუსი?
რასაკვირველია საბჭოელი (ახალი ეროვნება გამოიგონეს კომუნისტებმა...მაგრამ არ იყო ეგ სიმართლესთან შორს), ხოლო თუ იმ კუთხით მივუდგებით რომ საბჭოელი და რუსი ერთიდაიგივეა....ხო მაშინ ის იყო რუსი პოლიტიკური მოღვაწე (როგორც არ იყო ქართველი უნდილაძე, შალიკაშვილი და მრავალი სხვა)
3. როგორი პოლიტიკური მოღვაწე იყო ის?
ერთმნიშვნელოვნად დიქტატორი!
4. გაუკეთა თუ არა რაიმე მან დადებითი თავის ისტორიულ სამშობლო, საქართველოს?
კი. ძალიან ბევრი რამ, რომლის პროპაგანდა არ შეიძლებოდა საბჭოთა წყობის დროს, ხოლო შემდგომ წლებში არც არავის არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, იმის გამო რაზედაც დაბლა დავწერ (ერთი რეტროგრადი ტვინგაყინული გიორგაძის გარდა არავინ არაფერს მასზე დადებითს არ ლაპარაკობდა, ხოლო ის გიორგაძე კი ისეთ რამეებს იძახდა მასზე დადებითს, რომ ეგ ქართული კუთხით დადებითი ნაღდად არ იყო)
აი ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, ჯერ პირველ რიგში საჭიროა გადავხედოთ ისტორიულ თარიღებს, როდის გახდა სტალინი ერთპიროვნული მმართველი:
ეს მოხდა დაახლოებით 20-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც მან დაამარცხა ტროცკი. მანამდე ის ერთპიროვნული მმართველი არ ყოფილა. ეხლა ვნახოთ რა მდგომარეობაში იყო მაშინ საქართველო და რამე გაკეთდა თუ არა მას შემდეგ საქართველოსთვის.
ა. 20-იანი წლების შემდეგ დაიწყო საქართველოში როგორც ქარხნების და ფაბრიკების მასიური აშენება, ისე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მონო კულტურებზე გადასვლა და რომელთა სახელმწიფო შესყიდვის ფასი იყო ხელოვნურად გადიდებული (რეალურად ყველაზე იაფი საბჭოეთში ენერგომატარებლები იყო)....საერთოდ ერთ სულ მოსახლეზე საქართველო თანხების ყველაზე დიდი მიმღები იყო დონორიდან ..... ცენტრალური ბიუჯეტიდან......
ბ. ფაქტობრივად ხელახლა აშენდა თბილისი
გ. მოხდა კურორტების მასიური მშენებლობა (პროცენტულად ყველაზე მეტი კურორტი საქართველოში იყო თავმოყრილი)
დ. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად არც იყო საქართველოში
4. მოხდა აფხაზეთის სტატუსის კორექტირება (მანამდე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უშუალოდ არ შედიოდა....გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის მეშვეობით აფხაზეთი საქართველოს მეშვეობით შედიოდა ამიერკავკასიის ფედერაციაში) და საქართველოს შემოდგენლობაში შევიდა უკვე ავტონომიის სტატუსით.
5. მოხდა დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება....განსაკუთრებით თბილისში...რომელშიც რევოლუციამდე ქართული ეთნოსი იყო უმცირესობაში
6. დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაცია რაც ძალიან კარგი მოვლენა იყო....საქართველო გახდა მართალია ფაქტიურად შეზღუდული მმართველობის, მაგრამ შიდა საქმეებში მთლიანად ავტონომიური ერთეული
7. ძალიან შეიზღუდა ერთი ჩვენი მეზობელი ერის როგორც ეკონომიური ისე სასულიერო პარპაში ჩვენ ტერიტორიაზე...განსაკუთრებით თბილისში.. (ეკლესიებს ანგრევდნენო...უბრალოდ გადახედეთ, ვის ეკლესიებს ანგრევდნენ და მიხვდებით)
8. შემოერთებულ აფხაზეთში დაიწყო ქართველთა დემოგრაფიული ექსპანსია ოჩამჩირის იქითა დასავლეთ ტერიტორიაზე (ძირითადად დაუსახლებელ ადგილებში)
9. მოხდა თურქების გასახლება მესხეთიდან
10. კულტურის, სპორტის და მეცნიერების სფეროში საქართველოში დაიწყო ოქროს ხანა...თუმცა ეს უფრო წყობის ბრალი იყო ვიდრე უშუალოდ სტალინის ჩარევა...თუმც გამონაკლისები აქაც იყო....სუხიშვილების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში (არარუსებიდან ერთადერთი პრეცენდენტი საბჭოთა კავშირში), რუსთაველის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში (ეგეც გამონაკლისი იყო) და სხვა
ხო მოკლედ მაგარი დადებითი და პატრიოტი ტიპი გამომივიდა სოსოია.
არა რასაკვირველია ეგ ეგრე არ არის.
იყო ტერორი (როგორც სხვაგან, მთელ საბჭოთა კავშირში), იყო ხელოვნების მოღვაწეთა დაჭერებიც (სხვებისგან უფრო ნაკლებ მასშტაბებში...მაგრამ მაინც ძალიან ბევრი). ასევე ახლა სოსო იმაზე ფიქრით არ იძინებდა ხვალ საქართველოს კარგი რა გავუკეთოო, მაგრამ იმდენად დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო (პოლიტიკური ფიგურის სიდიდე კი განისაზღვრება იმით, თუ ამ პოლიტფიგურას რამხელა სიდიდის ზემოქმედების ძალა აქვს, რამხელა ტერიტორიაზე ... ამ შემთხვევაში კი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოზე) რომ ეს რაც გაკეთდა ბევრი უბრალოდ ...აი რუსები რომ იტყვიან: "მეჟდუ პროჩიმ" -ის პონტში გავიდა. ნუ მასშტაბები იყო არათანაზომადი.
ეხლა ვერ გამოხტებოდა და ვერ დაართყავდა რეჩს: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქარველოსო.
ერთი ესეთი ფაქტი იყო: ომის შემდეგ სადღაც ისვენებდა...ნიტო საქართველოს კურორტზე, ნიტო ჩრდილოეთ კავკასიაში...ხოდა ჩვენი, საქართველოს დელეგაცია ჩასულა და უთხოვიათ...ეგებ თბილისში ჩამოხვიდეთ ცოთა ხნითო. ხოდა იმან უპასუხა: ნუ დაახლოებით..."უტვინოები ხართ თქვენაო. აბა მე რომ თბილისში ჩამოვიდე, მაშინ ერევანშიც უნდა ჩავიდე და ბაქოშიცო და დავბერდი უკვე და სად შემიძლია ამდენი მოგზაურობაო". აი ამ პატარა ეპიზოდშია ყველა იმ კითხვაზე პასუხი...აქ რომ ზოგიერთები გულზე მჯიღს ირტყავს: პატრიოტი არ იყოო. ხო! არ იძინებდა სოსოია საქართველოზე ფიქრით, მარა ძალიან ბევრი ისეთი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის რომელსაც ვერავის ვერ გააკეთებდა...და რომლის მონაპოვარიც, მჯიღზე მობაგუნე ვაი პატრიოტებმა ბოლო 20 წელიწადში წავასხით პირწმინდად, თან ისე რომ ზოგიერთ მის გაკეთებულს ვეღარასოდეს აღვადგენთ (მაგალითად აფხაზეთის დემოგრაფიულ სიტუაციას)
ხო დამავიწყდა, ვინმემ სტალინისტობა რომ არ დამწამოს აქვე ვიტყვი: სტალინი იყო ყველა დროის ყველაზე დიდი ჩათლახი პოლიტიკური ფიგურა. უფრო დიდი ვიდრე ავგუეტუსი, ჩინგის ხანი და ნაპოლეონი .......ახლა დემოკრატ-ლიბერასტები ეგენიც რომ არ იყვნენ ხომ გასაგებია
This post has been edited by mamuka-SRV on 20 Feb 2012, 23:11
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)