"სტალინის მტრობა საქართველოს მიმართ იქიდან დაიწყო, რომ ჩვენი
ქვეყანა მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთს ჩამოსცილდა.
რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორე ანექსიიდან, დაახლოებით სამი
თვის შემდეგ, სტალინი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის
ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშებმა და ცნობილმა
რევოლუციონერებმა მას
საპროტესტო შეხვედრა მოუწყვეს ნაძალადევის
კლუბში.
ამ შეხვედრის შესახებ მოგონება დაგვიტოვა სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ცნობილმა მოღვაწემ ვლასა მგელაძემ. იგი ასე მოგვითხრობს ამ
შეხვედრის ამბავს: „საქართველოს დაპყრობის შემდეგ სტალინი პირველად
ესტუმრა ტფილისს და ისურვა ტფილისის მუშებთან საუბარი.
ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში მთელი
რევოლუციონური მუშათა კლასი შეიკრიბა...
კრება გაიხსნა. სცენის კუნჭულები ჩეკისტებმა დაიკავეს… ნელის
ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თბილისის მუშების კარგა
ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი – „კობა“ შემოიპარა, ფარდებიდან გამოძვრა…
მთელი დარბაზი სამარისებური სიჩუმით, კრიჭაშეკრული ზიზღით შეხვდა…სტალინი აქ არ გავს მაღალი, საკაცობრიო იდეალით გატაცებულ
მებრძოლს… იგი ნაძალადევათ იღიმება, გაუბედავათ ლაპარაკობს.
მობოდიშებული კილო აქვს. ნახევრად თვალდახუჭული, შეპარვით
ათვალიერებს თბილისის რევოლუციონერ მუშებს… აქ მას ყველა იცნობს,
მათ ოჯახებში იმალებოდა, რამდენ დედას მისთვის საჭმელი უჭმევია,
დაუმალავს, შვილივით მიუღია… დღეს კი თავისუფლება მოუსპო,
სიცოცხლე გაუმწარა…
მიუხედავად ფრთხილი და მორიდებული მოხსენებისა, სტალინს სიტყვას
აწყვეტინებენ. ყოველი მხრიდან უყვირიან, უსტვენენ – მოღალატევ!
გამყიდველო! ამ შეძახილებით უმასპინძლდებიან მუშები. მამაკაცებს, არც
ქალები ჩამორჩებიან – წყეულო! შეჩვენებულო! მელაკუდავ! – უძახიან
მოხუცი დედები. სტალინი კი, ვითომც არაფერი, შეურაცხყოფას არ
იმჩნევს, თავს იკატუნებს. შურისსაძიებლად სხვა დროს უცდის…“
ზოგიერთის თქმით, სტალინს აქვე განუცხადებია: „დარბაზში ვინ
უსტვენდა, ძნელია მისი დადგენა, ამიტომ, დარბაზში მყოფი ყველა
დაიხვრიტებაო!“ისევ ვლასა მგელაძეს მოვუსმინოთ: „მეორე დღეს შურისძიებით
შეპყრობილი, ღვარძლიანი სტალინი სასახლეში თავის ხელქვეითებს
ეუბნებოდა:
„თბილისს ოქტომბრის რევოლუციის უთო უნდა გადაესვასო“.
და მაშინვე მის სისრულეში მოყვანას შეუდგნენ. მოულოდნელად ძველი
მუშები დააპატიმრეს, ჩეკას სარდაფებში ჩაყარეს, პოლიტიკური
მოღვაწეებით აავსეს მეტეხის საგუბერნიო ციხე. ყოველივე ქართული
საქმე ეჭვის ქვეშ დააყენეს, ჯაშუშები მიუჩინეს ხალხს სამსახურში,
რკინისგზაზე, დეპო-სახელოსნოებში და თვით ოჯახებშიც-კი…
მთელი ღამის განმავლობაში ჩეკის სარდაფებიდან, ციხეებიდან ტუსაღები
გაყავდათ, ხელებგაკრულებს საბარგო ავტომობილებზე ყრიდნენ,
ცხენოსანი რაზმით ალყაშემორტყმულებს ორთაჭალისა და საბურთალოს
მინდვრებზე ხვრეტდნენ, ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს ერთად
მარხავდნენ…“ (გაზეთი „თბილისი“, 1990 წ. 17 ოქტომბერი, ღალატის
შემდეგ… „ბელადი“ თანამედროვის თვალით).
ამგვარად, სტალინმა ქართველი ხალხის ხოცვა-ჟლეტას 1921 წლიდანვე მისცა დასაბამი.
თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებული სტალინი ოფიციალურად
აცხადებს:
„სანამ საქართველო არსებობს, სოციალიმზი სასიკვდილო
საფრთხეშია!“ და ამ „საფრთხის“ სალიკვიდაციოდ იგი იწყებს ერთიანი
ქართული სახელმწიფოს დაშლას – ქართული მიწა-წყლის გასხვისებას და
დარჩენილის დაჩეხვას ავტონომიებად.მიხეილ მჭედლიშვილი - საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ (სტალინი და საქართველო) This post has been edited by iberiana21 on 10 Jan 2010, 20:42