პუტინმა თქვა, საქართველოს მოსახლეობა რაც არის, იმდენი რუსი მარტო ქუჩაში გდიაო და იმდენივე ეხლა ფსამსო
რუსეთთან ომი არის სუიციდი;
ერთი დღე არც დაჭირდებათ, გადაგვბუგავენ თავიდან ბოლომდე;
როგორც იტყვიან, ქვა-ქვაზე აღარ დარჩება საქართველოში;
კაციჭამიები ყავთ მართლა;
ჯარში რკინებს კეცავენ ხელით;
ჯარის გამოშვება რად უნდა, ერთს გადაიფრენს და პატრონი აღარ გვეყოლება;
რუსეთთან ომის დაწყებით ვერაფერს მოვიგებთ, გარდა იმისა რომ დავიღუპებით
და მსოფლიო გაიგებს რომ ერთმა პატარა საქართველომ, რა გაუბედა ამხელა რუსეთს;
მაგრამ, როგორც დაგვიკიდა მსოფლიომ ოცი წლის წინ, როგორც დაგვიკიდა 5 წლის წინ;
ზუსტად ისევე დაგვიკიდებს მომავალშიც;
საქართველოს გულისთვის არც ევროპა და არც ამერიკა რუსეთს არ ეომება;
ჩვენც - ჩვენს ქვეყანას ვერსად წავიღებთ, ვერც რუსეთს გადავდგავთ;
დიპლომატიის მხრივ თუ ძალის მხრივ - რუსეთთან ვერაფერს გავხდებით;
ჭკუითაც გვჯობნის და ძალითაც;
კარგად იცნობს ქართულ მენტალიტეტს და წლების მანძილზე გვათამაშებს თამაშს, თავისი წესებით,
რომლებსაც თუ უნდა შეცვლის, დაგვიკიდებს - რაც არაერთხელ გაუკეთებია;
რუსეთს დავუბრუნდეთ?
ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება;
მაშინ აზრი არ ქონია ამდენი წელი, რაც ვიწვალეთ, რაც სისხლი დავღვარეთ;
გამოსავალი?
არ ვიცი... არ ვიცი...