ჰაიტის სახელმწიფო ჰაიტის სახელმწიფო (კრეოლ. Repiblik d Ayiti) -- კუნძულ ჰაიტის (ასევე ისპანიოლა) დასავლეთ მესამედზე მდებარე ქვეყანაა, რომელსაც ასევე რამდენიმე მცირე კუნძული აქვს - ლა გონავი, ლა ტორტიუ, ლე კაიემიტი და ილ-ა-ვაში კარიბის ზღვაში, კუბის აღმოსავლეთით; კუნძულს ჰაიტი დომინიკელთა სახელმწიფსთან ერთად იყოფს. ქვეყნის საერთო ფართობია 27.750 კვ. კმ. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მდებარეობს მთავარ კუნძულზე გონავის ყურის სამხრეთ აღმოსავლეთით.

ყოფილი საფრანგეთის მიერ იყო დაპყრობილი, ჰაიტი პირველი შავკანიანთა სახელმწიფო იყო და ერთადერთი, რომელიც მონათა წარმატებული ამბოხის შედეგად ჩამოყალიბდა. 1804 წლის 1 იანვარს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჰაიტი მეორე არამშობლიური ქვეყანა გახდა ამერიკის კონტინენტებზე, აშშ-ის შემდეგ. ამჟამად, ის დასავლეთ ნახევასფეროში უღარიბესი ქვეყანაა.
ქვეყანამ 2004 წლის 29 თებერვალს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომლის დროსაც განდევნილ იქნა ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი. არისტიდი 2000 წელს ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. 2006 წლის 7 თებერვლს ამერიკელმა დამპყრობლებმა რენე პრევალი ჰაიტის მმართველად ("პრეზიდენტად") აკურთხეს.
ჰაიტი ესპანეთის მონობაში
კუნძული, რომლის დასავლეთ მესამედი ამჟამად ჰაიტის უჭირავს თავდაპირველად დასახლებული იყოს ტაინოსა და არავაკის ტომის ინდიელებით. 1492 წლის 5 დეკემბერს ესპანეთის ხომალდი "სანტა მარია", რომელსაც ქრისტეფორე კოლუმბი მართავდა, მიადგა ამჟამინდელ მოლ სენ-ნიკოლას (ჰაიტი) და კუნძული ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
დამპყრობლებმა ადგილობრივ ინდიელებს მუსრი გაავლეს. მონობამ და მძიმე ყოფამ ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობის მვკეთრი განადგურება-შემცირება გამოიწვია მომდევნო 25 წელიწადში. ადგილობრივი, განადგურებული ინდიელების მაგივრად ესპანელებმა აფრიკელი ტყვეების შემოყვანა დაწყეს კუნძულზე ოქროს საძიებლად. 1520-იანი წლებიდან ესპანელებს ამ კუნძულზე გული აუცრუვდათ, ვინაიდან მექსიკაში და სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე გაცილებით დიდი ოქროსა და ვერცხლის მარაგი აღმოაჩინეს.
მეკობრეების თავდასმების გამო ესპანეთის მეფემ 1606 წელს თავის დამპყრობლურ ძალებს ჰაიტიზე დედაქალაქ სანტო-დომინგოში გადასვლა უბრძანა. თუმცა ამას შედეგად ბრიტანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი მეკობრეების საბრძოლო ბანაკების შექმნა მოყჰვა კუნძულის მიტოვებულ ჩრდილო და დასავლეთ სანაპიროებზე. კუნძულზე პირველი ფრანგი დამპყრობლები 1625 წელს გამოჩნდნენ და 1664 წელს ფრანგებმა კუნძულის დასავლეთ ნაწილი თავიანთ საკუთრებად განაცხადეს. 1697 წლის რისუიკის შეთანხმებით ესპანეთმა ჰაიტის დასავლეთ მესამედი ფრანგ დამპყრობლებს დაუთმო. ფრანგებმა დამპყრობლებმა ახალ დაპყრობილ ქვეყანას სენ-დომინგი დაარქვეს.
ამ დრიდან კუნძულის ესპანური მხარე დაკნინებას იწყებს, ფრანგული ნაწილთან შედარებით, დიდი რაოდენობით შაქრისა და ყავის რეწვის შედეგად. ფრანგები მონობაში მყოფი ჰაიტის მოსახლეობა სამი ჯგუფისგან შედგებოდა:
- არეული ევროპელები (დაას. 32,000 1790 წელს);
- ე.წ. ჟან-დე-კულერ - 28.000-მდე თავისუფალი ფერადკანიანი (ნახევრად მულატი), რომელებსაც დაწინაურებულ მონების მდგომარეობა ჰქონდათ; და - მონები, დაახ. 500.000.
- ასევე დაუმორჩილებელი მარუნები, გაქცეული ყოფილი მონები, რომელთაც საკუთარი დასახლებები ჰქონდათ შექმნილი მაღალმთიან ადგილებში. მონათა უმრავლესობა აფრიკაში იყო დაბადებული.
ჰაიტის სახელმწიფო დამოუკიდებლობა
ტუსან ლ'უვერტიური ტუსან ლ'უვერტიური ჰაიტის სახელმწიფოს მამად ითვლება.საფრანგეთის არეულობით (მასონური სახელმწიფო გადატრიალება, ე.წ. "რევოლუცია") წაქეზებულმა ფერადკანიანებმა ჰაიტელებმა 1790 წლის ოქტომბერში შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფით ამბოხი მოაწყვეს. 1791 წლის 15 მაისს დამპყრობი საფრანგეთი დათმობებით, ყველა ჰაიტელ შავკანიანსა და მულატს რომელიც თავისუფალი დაიბადა უფლებები გაუზარდა, შეეცადა ჰაიტელების დაშოშმინებას. თუმცა ჰაიტელი მონობის მდგომარეობა ძირეულად არ შეცვლილა.
1791 წელის 22 აგვისტოს მონები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ამჟამინდელი კაპ-ჰაისიენი, აჯანყდნენ. ამბოხება თითქმის მყისიერად იტაცებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილსაც. აჯანყებულებს სათავეში უდგება ტუსან ლ’უვერტიური, რომელიც აერთიანებს ჰაიტელ ფერადკანიანებს და მარუნებს. მისმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ფრანგი დამპყრობლები დაამარცხა.
1794 წელს დამპყრობი საფრანგეთი მონობას აუქმებს და ტუსან ლ’უვერტიურთან ერთად, გაერთიანებული ძალებით ტუსანის მეთაურობით სენ-დომინგეს არმიამ შემოჭრილი დამპყრობლები, ესპანეთისა და ბრიტანეთის ჯარები დაამარცხა. ეს ერთობა 1802 წელს დაიშალა, ვინაიდან ხაზარ-მასონთა მიერ ნაპოლეონის აღზევების შემდეგ, ნაპოლეონი ცდილობს ჰაიტის ხელმეორედ დაპყრობას. ნაპოლეონის დამპყრობლური ძალები თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა და ტუსანი იძულებული გახდა დაზავებაზე დათანხმებოდა. ფრანგებმა დამპყრობლებმა პირობა დაარღვიეს და ტუსანი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთში ციხეში გარდაიცვალა. ფრანგი დამპყრობლების ვერაგობამ ჟან-ჟაკ დესალინისა და ანრი კრისტოფის მეთაურობით ჰაიტის ცალკეული ჯგუფების გაერთიანება და აჟანყების განახლება გამოიწვია. ნაპოლეონის ძალებს ამავე დროს ყვითელი ცხელების ავადმყოფობაც მოედო, რომელიც იმ დროს კუნძულზე მძვინვარებდა.
ჟან-ჟაკ დესალინი ჟან-ჟაკ დესალინი ქვეყნის პირველი მმართველი გახდა 1804 წელს.დესალინის არმიამ ფრანგი დამპყრობლები საბოლოოდ ვერტიერის ბრძოლაში დაამარცხა 1803 წლის 18 ნოემბერს. 1804 წლის 1 იანვარს ჰაიტის სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც თავი დაიმკვიდრა, როგორც მეორე დამოუკიდებელმა ქვეყანამ ახალ მსოფლიოში, რომლის პირველი მეთაური დესალინი გახდა. სახელი ჰაიტი შეირჩა კუნძულის ძველი არავაკული სახელის - აიტი - ნიშნად.
ჰაიტიმ თავშესაფარი მისცა სიმონ ბოლივარს და ხელს უწყობდა მის განმანთავისუფლებელ ბრძოლას, ლათინური ამერიკის მონათა განთავისუფლების პირობით. მეზობელ ქვეყნებში ჰაიტის აჯანყება კარიბებსა და აშშ-ში მონათა აჯანყებების სულისჩამდგმელად ითვლებოდა. შედეგად მონათმპყრობელმა ქვეყნებმა ახალ სახელმწიფოს "სრული ჩაკეტვა" მოუწყვეს. რათა სხვა დაპყრობილ ქვეყნებს მათსავით თავი არ გაენთავისუფლებინათ. მწვალებელმა ვატიკანმაც (მასონთა ერთ-ერთი მთავარი ბურჯი) კი საკუთარი მღვდლები ქვეყნიდან გაიძახა და ისინი 1860 წლამდე არ დაუბრუნებია. დამპყრობმა საფრანგეთმა ჰაიტის დამოუკიდებლობა არ ცნო, სანამ ჰაიტის მთავრობას 150 მილიონ ფრანკი მოსთხოვა, ფრანგი მონათმფლობელებისთვის 1833 წელს აჯანყების დროს მიყენებული ზარალის საზღაურად.
მსოფლიოს ბატონთა მიერ განხორციელებულმა ჩაკეტვამ ჰაიტი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
1806 წელს დესალინი მტრული ძლების ჩარევით მოკლეს. ქვეყანა ორად გაიყო, სამხრეთს მართავდა შავკანიანი ალექსანდრე პეტიონი, ჩრდილოეთში კი სამეფო ჩამოყალიბდა ანრი კრისტოფის მეთაურობით. კრისტოფმა თავისთვის რვა სასახლე აიგო, მათ შორის "სან-სუსი" დედაქალქში და მასიური ციტადელი "ლაფერიე" - უდიდესი ციხესიმაგრე დასავლეთ ნახევარსფეროში.
1820 წლის აგვისტოს კრისტოფი გულის შეტევით დავრდომილი გახდა, სავარაუდოდ მოწამლეს. 1820 წლის 2 ოქტომბერს სენ-მარკის სამხედრო ბანაკში წამოწყებული უთანხმოება აჯანყებაში გადაიზარდა. მოსყიდულმა მკვლელებმა კრისტოფი მოკლეს, რომელიც თვითმკვლელობად მონათლეს.
კრისტოფის მკვლელობის შემდეგ ქვეყანა ჰაიტის გაერთიანდა ჟან-პიერ ბოიეს, პეტიონის მემკვიდრის, მეთაურობით. ბოიე ესპანეთი მიერ დაპყრობილ სანტო-დომინგოში შეიჭრა და კუნძული ისპანიოლა ჰაიტის მმართველობის ქვეშ გააერთიანა. გაერთიანება 1844 წელს დომინიკელთა მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.
ჰაიტის 1915-1934 წლეები ამარიკეთა მონობაში
1915 წლის 28 ივლისიდან 1934 წლის შუა აგვისტომდე ჰაიტი აშშ-ის საზღვაო ძალებით იქნა დაპყრობილი, რის შედეგადაც ის აშშ-ის დაქვემდებარებული ქვეყანა გახდა. ამერიკელ დამპყრობთა ბატონობამ ჰაიტი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ჰაიტის მოსახლეობა ამერიკელ მჩაგვრელებს არ ემორჩილებოდნენ და 19 წლიანი ამერიკელთა უღელი გადააგდეს.
დუვალიეს აღმასვლა
ფრანსუა დუვალიეექიმი ფრანსუა დუვალიე, ასევე ცნობილი როგორც პაპა დოკი, ჰაიტის მმართველი იყო 1964-71 წლებში. განათლებით ექიმს და შავკანიან ფრანსუა დუვალიეს მრავალი მცდელობის მიუხედავად საშუალება არ მიეცა საკუთარი სამედიცინო საქმიანობა ეწარმოებინა ჰაიტიში. ქვეყანაში მწვავე სიღარიბის გამო, რომელიც ამერიკელთა ბატონობის შემდეგ მემკვიდრეობად ერგოთ, სწრაფად გავრცელებად ტუბერკულიოზთან საბრძოლველად სამსახურის დაწყების შემდეგ, დუვალიეს საშუალება მიეცა ქვეყნის კუთხეებში ემოგზაურა, სადაც ის უკიდურესი სიღარიბისა და საავადმყოფოთა უქონლობის მოწმე ხდება. ქვეყნის სავალალო მდგომარეობა მასში თავისუფლების გრძნობას აღვივებს.დუვალიე ახერხებს ჰაიტის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. პროფკავშირების გავლენიან ლიდერ დანიელ ფინიოლთან გაერთიანებული ძალებით ისინი ცნობილ მუშათა და გლეხთა მოძრაობის გაერთიანებას (Mouvement Ouvriers Paysans) ქმნიან. პარტიამ დროთა განმავლობაში მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით გაერთიანება ორად გაიყო, ვინაიდან ორივე სურდა ქვეყნის მეთაურობა. 1957 წელს ფინიოლი ჰაიტის მმართველი ("პრეზიდენტი") ხდება. თუმცა ამ თანამდებობაზე ის მხოლოდ 18 დღეს სძლებს, ვინაიდან დუვალიე ახერხებს მხარდამჭერთა მეშვეობით მის გადაგდებას, აძლევს რა დასაბამს 29 მმართველობას.
1957-1986 წლები: დუვალიეთა მმართველობა
ფრანსუა დუვალიე, ცნობილი აგრეთვე როგორც “პაპა დოკი” 1957 წელს ჰაიტის მმართველი ხდება. მისი მმართველობის საყოველთაოდ ცნობილი ნიშანია შავსათვალიან მოხალისეთა ლაშქარი. 1971 წელს ფრანსუა დუვალიე ჰაიტის მთავრობის სახელით ხელს აწერს 99-წლიან ხელშეკრულებას და ჰაიტის სამეურნეო განვითარებისა და ახალი საერთაშორისო საჰაერო სადგურის მშენებლობაც დაიწყო, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.
1971 წელს ფრანსუა დუვალიე საეჭვო ვითარებაში, უეცრად გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა ვაჟმა, ჟან-კლოდ დუვალიემ (“ბეიბი დოკი”) დაიკავა 19 წლის ასაკში. ჟან-კლოდ დუვალიემ მამის გზა გააგრძელა.
1980 წელს დუვალიე ცოლად ირთავს ადრე ნაქორწინებ მიშელ ბენეტს, რომელმაც მოგვიანებით მტკიცე ხასიათის დედამისი შეცვალა ჰაიტის მმართველობაში. მსოფლიო მმართველთა ზეწოლისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად და მათ მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების გამო 1986 წელს დუვალიეს მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გააძევეს. სამხრეთ საფრანგეთს შეაფარა თავი. დუვალიე ექვს-წევრიანმა საბჭომ შეცვალა. თავად დუვალიე რამდენიმე წელი ქალაქ კანში ცხოვრობდა. ამჟამად ის შედარებით ხელმოკლედ პარიზში ცხოვრობს.
1986: დუვალიეს მმართველობის შემდეგ
ჰაიტის სახელმწიფო გადატრიალების და მმართველი დუვალიეს ხელისუფლების დამხობის შემდეგ მსოფლიო ბატონები აშშ-ის მეშვეობით ჰაიტში სამხედრო მმართველობას ამყარებენ ე.წ. “სახელმწიფო საბჭოს” სახით, გენერალი ჰენრი ნამფის მეთაურობით. საბჭოს დანიშნულება ორ წელიწადში ახალი ქვეყნის მთავარი წესდების ("კონსტიტუციის") შემუშავება და არჩევების მომზადება იყო, თუმცა სამხედრო მმართველობა 1990 წლამდე გრძელდება, ჰაიტის არჩევნებში ჟან-ბერტრან არისტიდის გამარჯვებამდე.
ჟან-ბერტრან არისტიდიჟან-ბერტრან არისტიდის ქვეყნის მმართველად მოსვლის შემდეგ მალევე ძალაუფლება სამხედრო "ხუნტამ" დაიჭირა, თუმცა დამპყრობი აშშ-ის ჩარევით ის ახერხებს ძალაუფლების დაბრუნებას 1994 წელს გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ჟან-ბერტრან არისტიდი ქვეყანას ხუთი წლის განმავლობაში მართავდა, რის შემდეგ უზრუნველჰყო მისი პრემიერ-მინისტრის, რენე პრევალის არჩევა.
ჟან-ბერტრან არისტიდი, ყოფილი კათოლიკე მღვდელი, 1991 წელს ჰაიტის პირველი "პრეზიდენტი" გახდა. ის სამი ვადის განმავლობაში მმართველობდა, სანამ 2004 წელს სამხედრო გადატრიალებით დაამხობდნენ.1970-იანი წლების ბოლოს, ჟან-კლოდ დუვალიეს წინააღმდეგ მზარდი უკმაყოფილების დროს, არისტიდი ხშირად გამოდიოდა ცვლილებების მომხრედ, თუმცა დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა კათოლიკე მამამთავართა მხრიდან. 1986 წელს, როცა დუვალიეს ძალაუფლება წაერთვა, არისტიდზე მკვლელობის (პირველი მრავალთაგან) მცდელობა განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ.
1990 წელს, როცა ცნობილმა დუვალიეს მიმდევარმა თავი პრეზიდენტობის მაძიებლად წარადგინა, მომხრეებმა სთხოვეს არისტიდს თავადაც წამოეყენებინა თავი არჩევნებზე. 67% ამომრჩეველთა მხარდაჭერით 1990 წლის 16 დეკემბერს ის გახდა ჰაიტის პირველი თავისუფლად არჩეული მმართველი ("პრეზიდენტი"). არისტიდის საარჩევნო მოწოდება “ლავალას” (კრეოლურად - წყალდიდობა) გახდა იმ "პარტიათა" გაერთიანების სახელწოდება, რომლებიც ჰაიტის ღატაკი მოსახლეობისთვის იმედს წარმოადგენდა. მისი მმართველობის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 1991 წელს არისტიდი გამოდის მინიმალური ხელფასის გაზრდის გეგმით, მან აგრეთვე წამოიწყო წერა-კითხვის გავრცელება, გააუქმა სასოფლო უბნების უფროსთა მახინჯი წესი, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდა ჰაიტელთა მდგომარეობა.
1991 წლის 30 სექტემბერს ჰაიტის მოღალატეების დახმარებით განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, განდევნეს ბერტრან არესტიდის ხელისუფლება. გადატრიალების წინამძღოლები - გენერალი რაულ სედრასი, პოლკოვნიკი მიშელ ფრანსუა და გენერალი ფილიპ ბიამბი - აშშ-ის არმიის ფორტ-ბენინგის, ჯორჯია, ამერიკის სამხედრო სასწავლებლის მომზადებულები იყვნენ. სამი წლიანი განდევნის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო შეჭრის შემდეგ ჰაიტიზე, ბერტრან არისტიდმა ძალაუფლება დაიბრუნა 1994 წლის 15 ოქტობერს. მემკვიდრეობად მას ხვდება განადგურებული მრეწველობა და მოშლილი ქვეყანა. წესდებით ხელმეორედ არჩევნებში მონაწილეობის უფლების არქონის გამო 1996 წელს ის პრეზიდენტობას ტოვებს. ძველი ლავალასის კოალიცია ამ დროისთვის უკვე დაშლილი იყო და მან 1996 წლის ნოემბერში ახალი სახელისუფლო გაერთიანება "ფანმი ლავალას" (ლავალასის ოჯახი) დააარსა.
არისტიდი პრეზიდენტად 2001 წელს ბრუნდება არჩევნების შემდეგ. არისტიდის ხელისუფლება სულ უფრო აშკარად ცდილობდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ხაზის გატარებას, რაც დამპყრობი ამერიკელების (მსოფლიო მმართველთა) უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულმა მტრულმა ძალებმა დაიწყეს ჰაიტის ხელისუფლების სახელის გატეხვა და ნიადაგი მოამზადეს სახელმწიფო გადატრიალებისათვის.
2004 წლის თებერვალში არისტიდის მთავრობას გარედან მართვადმა და შეიარაღებულმა "აჯანყებულებმა" შეუტიეს. ჰაიტის მმართველი ბერტრან არისტიდი ამერიკის საგანგებო დანიშნულების რაზმებმა მოტყუებით შეიპყრეს და აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ჰყავდათ დატყვევებული ჰაიტის ხელისუფლების სრულ შეცვლამდე. ჰაიტში მზარდი გამოსვლების, რომლებიც ბერტრან არესტიდის დაბრუნებას ითხოვდნენ, ჩასახშობად აშშ-მა პორტ-ო-პრინსში სადამსჯელო საზღვაო ძალები გააგზავნა და ჰაიტის უკმაყოფილო მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. არისტიდის დამხობის შემდეგ დამპყრობმა ამერიკელებმა ჰაიტის მმართველად უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორი ბონიფაცი ალექსანდრე ჩაუყენეს, რომელსაც ზურგს აშშ-ს (მსოფლიო მმართველთა) შეიარაღებული ძალები უმაგრებდნენ.
რენე პრევალი ამერიკელთა უშუალო ჩარევითა და მომზადებით 2006 წლის თებერვალში ჩატარებულ ცრუ არჩევნებში, გაიმარჯვებულად ამერიკელთა დანიშნული კაცი, რენე პრევალი გამოაცხადეს.