დონეცკის მილიციამ საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზები განმარტა
დონეცკის მილიციამ საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზები განმარტა. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.
სამართალდამცველების განცხადებით, საქართველოს ერთი მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის, ორი კი საარჩევნო უბანზე ხულიგნობისთვის დააკავეს.
“თვითმხილველთა განცხადებით, ტეროვსკის რაიონში საქართველოს ორმა მოქალაქემ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შესვლა სცადა, დაიწყეს დებოში, ბიულეტენების ურნიდან ლუქის ჩამოგლეჯა სცადეს. ამის შემდეგ ისინი მილიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამართალდამცველებთან საუბარზე უარი განაცხადეს”, - აღნიშნა დონეცკის ოლქის მილიციის მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა იგორ დემინმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები აღარ არიან, თუმცა, ისინი კვლავ მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან და მათთან პროფილაქტიკური საუბრები მიმდინარეობს.
საქართველოს ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, უკრაინაში სამართალდამცავებმა სხვადასხვა უბნიდან 5 ქართველი დამკვირვებელი აიყვანეს. მისი ინფორმაციით, ოსაძე, ჩხეიძე, ბაციკაძე, დონაძე და უკლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1მსოფლიო მაშტაბით შევრცხვით,კიდევ ერთხელ.
თავის მოჭრა
....