LV-426შენ საშუალო სტატისტიკურ გადარუსებულ უკრაინელს არ შეხვედრიხარ ეტყობა

ჯგუფში მყავდა უკრაინელი წყვილი და რუს ჯიგიტთან ისეთი შეხმატკბილებული მეგობრობა ქონდათ რო ნუ იტყვი.
ერთხელ მაგათ გვერდით აღმოვჩნდი და ლექციის თემა ნატო და ნატოში შემავალი ქვეყნები იყო.
ისე სხვათაშორის ვუთხარი, მეთქი საქართველო და უკრაინაც მალე შევლენ მეთქი.
იმ რუს ჯიგიტს რატომღაც ეგრევე ტუალეტში გასვლა მოუნდა.
დავრჩით მე და უკრაინელი და რას მეუბნება, ვერ შევაო უკრაინა ნატოშიო.
რატო ვერ შევა მეთქი და იმიტომ რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი პროწივ არიო ცოტა შემოქმედებითი პაუზა გააკეთა და დაამატა: მეც წინააღმდეგი ვარო და კარგადაც გამიღიმა.
რატომ მეთქი. იმიტომ რომ ნატოში რო ქვეყანა შედის, იმ ქვეყანაში აშშ ეგრევე თავის სამხედრო ბაზებს ათავსებსო, მე კიდე არ მინდა ჩემ ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზებიო. რატომ მეთქი ? და იმიტომ რომ არ მიყვარს ამერიკაო

აღარ ვუთხარი შეუძვერი რუსეთს, ის ხო გიყვარს მეთქი და აღარც გავაგრძელე კამათი.
უკრაინაში ძალიან ბევრი რუსია და იმათზე მეტი გადარუსებული უკრაინელია.
მოსახლეობის როგორც მინიმუმ ნახევარს მართლა არ უნდა არც ნატო და არც დასავლეთი. ერთ ადგილას ახატიათ და სხვათაშორის ამას არც მალავენ, ჩვენსავით.
ამას წინად აქ თემა იყო რატო არ ვართ ქართველები ხიტრებიო. ხიტრები კი არა ჩვენი თავიდან დაწყებული ყველას ვატყუებთ ჩვენს გარშემო.
ტყუილში ცხოვრებაა ჩვენი ერთად ერთი პრობლემა დღეს დღეობით.
უკრაინაში გაარკვიეს ძალიან კარგად - თქვა ერთმა ნაწილმა ღიად - გვკიდია ნატო და არ გვინდა დასავლეთი და მეორე ნაწილმა გარკვევით თქვა რო გვინდა ნატო!
აქ ვისი მოსაზრება ვის ანალიზშია ვერ გაიგებ.
ყველა მალავს, ყველა ჩქმალავს, ყველა ვიგოდაზეა.
თუმცა, ჩვენთან უმრავლესობა მომხრეა.
უკრაინის ბედი შენ გგონია ან მაკკეინმა, ან ბერეზოვსკიმ ან მიშამ ან გივიიიიიიიიიიმ (

) გადაწყვიტა ან წყვეტს?
ხალხი წყვეტს საბოლოოდ ყველაფერს.
აქ ეხლა ჟიმჟიმი რო ატყდა ნოღაიდელის თვალის ბრიალზე. რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ის რაც ხალხს უნდა რომ მოხდეს.
რაღაც დონემდე მართავენ მოვლენებს მაგრამ ტოტალურად ვერ შეცვლიან რაღაცას, მთლიანობაში ხალხი წყვეტს ბოლოს მაინც.
ჰუუუუუუუჰ! რამდენი ვწერე

პს. რატომღაც მგონია რომ ზუსტად ამ თემაზე, ზუსტად შენთან, ზუსტად ამ ფორუმზე მილაპარაკია.

თუ დეჟავიუ მაქ?
This post has been edited by Ruglen Holon on 21 Jan 2010, 22:59