#17528699 · 20 Jan 2010, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"TEHRAN TIMES": "ოფიციალური თბილისი თეირანს აშშ-სთვის ირანის მოქალაქის გადაცემის გამო ბოდიშს უხდის" 13:13 - 20.01.2010 ოფიციალური თბილისი თეირანს აშშ-სთვის ირანის მოქალაქის გადაცემის გამო ბოდიშს უხდის. წამყვანი ირანული გამოცემის TEHRAN TIMES-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ირანში ვიზიტისას განაცხადა. "ჩემი ქვეყანა ბოდიშს იხდის ირანის მოქალაქის შეერთებულ შტატებში ექსტრადაციისთვის. თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვეტილება საქართველოში იმ დროისთვის შექმნილ არასასურველ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა", - განაცხადა ვაშაძემ. ამავე გამოცემის ცნობით, ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ცალკეულ შეხვედრებზე ირანელმა ჩინოვნიკებმა საქათველო აშშ-სთვის ირანის მოქალაქის გადაცემის გამო გააკრიტიკეს. ირანის მეჯლისის სპიკერმა ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ საქართველოს ზოგიერთი ქმედება, მაგალითად, არდებილის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა "შეშფოთების საფუძველს იძლევა და ეს უნდა გამოსწორდეს". ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქმა კი ამ ქმედებას "საქართველოს მხრიდან მიღებული არასწორი გადაწყვეტილება" უწოდა. საუბარია ირანის მოქალაქეზე ჰოსეინ არდებილზე, რომელიც 2007 წელს თბილისში დააპატიმრეს, შემდეგ კი აშშ-ს გადასცეს. არდებილს ირანის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის კომპონენტების შეძენის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "პირWელი" საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|