თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ საქართველოსთან პარტნიორობა და მოკავშირეობა ამ ეტაპზე არ ღირს თავის ატკივების ფასად, საქართველოს სრული უფლება აქვს კარდინალურად გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას. ჩრდილოეთის ვექტორის გააქტიურება გამორიცხულია, მაგრამ აი აღმოსავლეთი სულ სხვა საქმეა! ამ მიმართულებით საქართველო პასიური იყო წლების განმავლობაში, რადგან თავის პრიორიტეტად დასავლეთთან კავშირების გაღრმავება მიაჩნდა და სურდა მოკავშირეობა აშშ-სტან და ევროპასთან ინტეგრაცია. მაგრამ 2008 წელმა აჩვენა, რომ ამერიკასნაირი "მოკავშირის" ყოლას, ჯობია საერთოდ არ გყავდეს მოკავშირე. ევროპის საქციელიც გულის ამრევია, თუმცა რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე გასაგებიც. ნატო - ში გაწევრიანება ჩაბარდა წარსულს, ევროკავშირში ინტეგრაცია ეხლა ისე იფიმერულია როგორც არასდროს. რა რჩება? სწორია აღმოსავლეთის ვექტორის გააქტიურება! საქართველო ყოველთვის იყო მოთამაშე ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში, დროა ძველი დრო გავიხსენოთ.
ვფიქრობთ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს ჩვენს ინტერესებშია და არა როგორც ეს ამერიკას ან ევროპას უნდა. მორჩა, დამთავრდა ეს დრო წავიდა. გვთავაზობს ამერიკა რაიმე ჩვენთვის სასარგებლოს, კი ბატონო მოვუსმენთ, გავითვალისწინებთ, ასევეა ევროპაც. სარგებელს ველით ირანისაგან, კი ბატონო ირანსაც მოვუსმენთ. დღეიდან ჩვენი დევიზი უნდა იყოს, შეიძლება ტრივიალურად ჟღერს მაგრამ: "საქართველო უპირველეს ყოვლისა"

P.S. გრეჩიხისტი არ ვარ, ისევე როგორც მიშისტი