| #18152628 · 24 Feb 2010, 14:24  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  Valik1 ლიტრი ბენზინის ფასის კალკულაცია
 დღეისათვის საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა საწვავის (ვითვლით რეგულარის ტიპის ბენზინის ფასს) ფასი არის 690 აშშ დოლარი. არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ საწვავზე ქართულ კომპანიებს აქვთ დაახლოებით 25 აშშ დოლარიანი ფასდაკლება 1 ტონაზე, მაგრამ რადგან ინფორმაცია დადასტურებული არ არის, ეს ფაქტორი არ გავითვალისწინოთ. ერთი სიტყვით, საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა საწვავი ღირს 1180 ლარი. ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 250 ლარი, რომელიც არის აქციზის გადასახადი. მიღებულ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 12 აშშ დოლარი, ანუ 21 ლარი. ასე რომ, ერთი ტონა ბენზინის ფასი არის 1451 ლარი. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ერთი ლიტრი ბენზინის ფასის გამოთვლაზე. ერთი ტონა ბენზინი არის 1297 ლიტრი, ანუ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის, 1.12 ლარი. ამ თანხას უნდა დავუმატოთ მომსახურების ხარჯი (ქსელების თანამშრომლების ანაზღაურება 1 თეთრი ლიტრზე და ცვეთის ხარჯი 1 თეთრი ლიტრზე) - 2 თეთრი. ასე რომ, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის 1.14 ლარი. მსოფლიო მასშტაბით მიღებული დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საწვავით მოვაჭრე კომპანიების მოგება 3-5%-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი საწვავის თვითღირებულებას უნდა დავამატოთ 4-6 თეთრი. ერთი სიტყვით, საცალო ქსელში გასაყიდად გამზადებული საწვავის ფასი უნდა იყოს 1.2 ლარი. თუმცა, სანამ პროდუქტი გაიყიდება, მას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, პროდუქტის სარეალიზაციო ფასის 18%. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღგ დაბრუნებადი გადასახადია, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო ამ გადასახადს გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიას უბრუნებს. დღგ-ს გადასახადი შემდეგს გულისხმობს: როდესაც კომპანია ყიდულობს პროდუქტს, ის იხდის ამ თანხას და ეს გადახდილი თანხა მას უბრუნდება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ საცალო ქსელში გამოტანილი პროდუქტი 1.2 ლარი ღირს. ამ თანხიდან 0.9 ლარზე კომპანიას უკვე გადახდილი აქვს დღგ და მას ეს გადასახადი უბრუნდება. იმ თანხის ნაწილი, რაც კომპანიამ პროდუქტის თავდაპირველ ფასს დაამატა, ანუ 0.3 ლარიდან უნდა დავითვალოთ 18% (როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ეს არის აქციზის გადასახადი, ტრანსპორტირების და მომსახურების ხარჯი და კომპანიის მოგება). ანუ სარეალიზაციოდ გამოტანილ საქონელს დაემატება დღგ-ს გადასახადი. სხვაობა, დაბრუნებულ და დაუბრუნებელ თანხას შორის არის 0.054 ლარი. ეს თანხაც რომ დავამატოთ სარეალიზაციო ფასს, გამოდის 1.2 + 0.054 = 1.254. ასე რომ, საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი (რეგულარის ტიპის) უნდა ღირდეს 1.26 ლარი.
 
 საქართველოს მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს 60 000 000 ლიტრ ბენზინს.
 
 უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2009 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 555,3 მლნ. დოლარით. აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებულია 227 983 400 დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი, 421 931,9[/SIZE]
 
 
 --------------------
 
 უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
 - დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
 |