ნიკუშა_მარქსიცოტა დრო მაქვს და დავატრენინგოთ ტვინები

ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოხდა ჭეშმარიტად "მემარცხენე" რევოლუცია
და არსებული პოლიტ-ეკონომიკური ელიტის განადგურება და სრულმასშტაბიანი ნაციონალიზაცია გნებავთ სოვეტიზაცია საწარმოო საშუალებები იყო რუსეთი.
(გერმანიის მიერ დაფინანსებული ლენინი და სიონის ბრძენთა ოქმების დამატებითი პუნქტი, რომ ლაზარ მოისეევიჩ კაგანოვიჩს დავალებული ჰქონდა წმინდა სამეფო ოჯახის ამწოყვეტა როტშილდ-ვარბურ-როკფელერთა საცეცების მიერ გადავდოთ იქეთ)
და რატომ მოხდა ეს?
არსებობდა კაპიტალისტების ახლად-შექმნილი ფენა და ის კონტროლდებოდა ფეოდალური სისტემის მიერ.
მაგრამ რუსეთის პარადოქსი იყო ის, რომ როგორც ფეოდალური ვერხუშკა, ასევე ბურჟუაზიული ვერხუშკა აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენდა.
ამიტომ ვერ გაჩერდა კერენსკი და ჩამოაგდო იგი ლენინმა.
ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მემარცხენეებმა შეძლეს ხელისუფლების ხელში აღება რევოლუციის გზით
იყო განპირობებული შემდეგი ობიქტური ფაქტორებით:
- მსოფლიო ომში მონაწილეობა - მარცვლეულზე ფასების დაცემისგან გამოწვეული მკვეთრი ეკონომიკური დეპრესია
- სუსტი ბურჟუაზიული ინსტიტუტები - მართული ფეოდალების მიერ. სულ უფრო ზრდადი წინააღმდეგობები თვითონ მმართველი კლასის შიგნით ("ძერჟავნიკები" - "ბურჟუების", "ფედერალისტები" - "სოციალისტების" წინააღმდეგ და ასე შემდეგ.)
- საზოგადოებაში არსებული უმრავლესობა უკმაყოფილო არსებული სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურით
- ყველაფერზე წამსვლელი, უპრინციპო, სასტიკი და სისხლიანი აქტორების არსებობა ლენინისა და ტროცკის მეთაურობით - რომელიც ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი ძალაუფლებისთვის და პლუს მათ ხელში აკუმულირებული ეკონომიკური და იდეოლოგიური კაპიტალი.
რამდენი რამე დაემთხვა ერთმანეთს, რომ მომხდარიყო ის რაზეც შენ აპელირებ.
------------------
ახლა რა სიტუაციაა:
კაპიტალის და კაპიტალისტების აბსოლუტური დიქტატი ერთი ქვეყნის კი არა მსოფლიოს მასშტაბით - ერთი.
ინფორმაციული და სატრანსპორტ-საკომუნიკაციო ინდუსტრიული აქტორების სრული სიმბიოზი - კლასიკურ კაპიტალთან, რაც კიდევ უფრო წარმოუდგენელს ხდის მათ შეცვლას. - ეს ორი
მსოფლიო მედია-კორპორაციების ფორმირება, რომელიც ასევე "ხელი ხელს ბანს - და ორივე პირს" არის მსოფლიო ინდუსტრიულ და ფინანსურ ჯგუფებთან. - ეს სამი
კაპიტალისა და კაპიტალისტების ლეგიტიმაციის მძლავრი მეცნიერული და იდეოლოგიური ბაზა (მეწარმეობის პრიმატი, დემოკრატია, ეკონომიკის გლობალიზაცია და ლიბერალიზაცია) - ეს ოთხი
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი მილიტარისტული კომპლექსი (ამერიკის სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები) - ეს ხუთი
და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი: ძირითადი კაპიტალისტური (გნებავს ნეო-ლიებრალური უწოდე) ინსტიტუტების ისეთი სისხლისმიერი შერწყმა თანამედროვე საზოგადოების თითოეული ადამიანის ცხოვრების წესში (ბანკები - როგორც მათი ძალაუფლების ციხე-სიმაგრე ერთის მხრივ და როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი) რომ მათი შეცვლა/დანგრევა/ტრანსფორმაცია გამოიწვევს ტოტალურ სოციალურ-ფსიქოლოგიურ კატაკლიზმებს თოთოეულ ინდივიდში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
და რატომ იცი? ეს ყველაფერი არის ინერციული გაგრძელება და განვითარება ფუნდამენტური ადამიანური მოტივაციების. უნივერსალური თუ გნებავს ქცევის წესები და რეგულაცია.
მეტასტაზებად გასული ყველა სოციალურ გამოვლინებაში ჰომო საპიენსის.
ესეც ბოლო და ყანწისებური

-------------------------------------
ყველა არხი გადაკეტილია:
ინტელექტუალურ-იდეოლოგიური
ეკონომიკურ-პოლიტიკური
ბიზნეს-სამხედრო უპირატესობა.
---------------------------------------
ეს სისტემა, რომ შეიცვალოს უნდა მოხდეს ტოტალური სუბვერსია.
ანუ კიბოს ვერ ამოკვეთ. ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ კიბოს უჯრედებიც დაიხოცონ.
ყველა დონეზე და პლასტზე ტოტალური ომი და დაუმორჩილებლობა ყველა ისნტიტუტს სახელმწიფოს თუ საზოგადოებრივს.
დღემდე არსებული ყველა "საერთოდ ადამიანური ისტორიული მემკვიდრეობა", საერთაშორიოს კულტურული და სამართლებრივი ნორმები, ტრადიციები და მორალი, დემოკრატია და უფლებების პატივისცემა დღეს არსებული მთელი ფუნდამენტები ადამიანური არსებობის უნდა გამოცხადდეს ექსპლუატორულად, მტრულად და დამონების ინსტრუმენტებად.
ანუ სისხლის და განადგურების მდინარეებმა უნდა იდინოს მსოფლიოში - რომ შეიცვალოს ეს ყველაფერი.
სტალინიზმი და ფაშიზმი ბავშვურ ზღაპრებად მოგვეჩვენება.
------------------
ჰოდა ამ ყველაფრის გამკეთებელი შეიძლება ჰა ჰა 100 კაცი იყოს მთელს მსოფლიოში.
რომელსაც არაფერი ფასეული (სამშობლო, დედა, მამა, ცოლი, შვილის, სამსახური, მომავალი, რელიგია, მორალი და ა.შ) არანაირი პრინციპები და შეზღუდვები არ გააჩნოა გარდა ერთი მიზნისა - ქაოსში და სისხლშ ჩაძიროს დღევანდელი მსოფლიო და უსასყიდლოდ.
და სანამ ეს 100 კაცი არ იქცევა 100 მილიონად.
მანამ ეს "ევოლუციური ტრანსფორმაცია" და მემარცხენე რევოლუცია იქნება უხილავი ძაფებით შეერთებული იმ ცათამბჯენებთან, რომელიც ასე მაღალი და ლამაზია.
და ასე რომც მოხდეს - ვერავინ იმის გარანტიას ვერ მოგცემს, რომ რაც იქნება - იქნება უკეთესი ვიდრე ის რაც ახლა არის.
--------------------------------------------------------------------------------
ამიტომ ჩემო ნიკუშ - ელიტარულ გლბალიზაცია ნიშნავს კაცობრიობის განვითარების ბუნებრივ გზას.
რევოლუცია მდინარის კალაპოტის უკუღმა სვლას.
ჰოდა რომელი აჯობებს?
This post has been edited by Codex on 28 Jan 2010, 16:37