http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
~ძვირფასო თანამემამულენო, ვცდილობთ მოგაწვდინოთ ხმა თითოეულ თქვენთაგანს, ვინაიდან აღარ ძალგვიძს უმოქმედო მოწმეებად დავრჩეთ ჩვენი სამშობლოს დაკნინების, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესისა.
ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, ყოველდღიურად ნადგურდება ქვეყნის ეკონომიკა, განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემები. განუხრელად იზრდება საგარეო ვალი. არნახულ მასშტაბებს აღწევს ნარკომანია.Mმოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც ზეობს უსამართლობა, პოლიტიკური ტერორი. ქვეყნის მოქალაქე აღარ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას ხელისუფლებისთვის. ადამიანს აღარ გააჩნია მთავარი – სიცოცხლისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება. ციხეები ივსება უკანონო პატიმრებით. ჩვენს ქვეყანას შველა სჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფაა!
ვითარების გამოსწორების ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც სიცრუის მანქანად გადაქცეულ კონტროლირებად მედიას და მის ხელთ არსებულ დეზინფორმაციის ყველა სხვა საშუალებას იყენებს.
ხელისუფლება, რომლის ქმედებათა შედაგად, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი, აგრძელებს უპასუხისმგებლო, აგრესიულ რიტორიკას და უსაფუძვლო ტრაბახს, რაც კიდევ უფრო ზრდის ახალი დამანგრეველი ომის საფრთხეს.
ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ადასტურებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
ჩვენ, ქართული საზოგადოების ერთ ჯგუფს, მიგვაჩნია, რომ დროა, საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ საფუძვლიანად გააანალიზოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების ყველა ფენისთვის, ხოლო მისი რეალიზაცია სავალდებულო გახდება დღევანდელი და მომავალი ხელისუფლებისთვის.
დარწმუნებული ვართ, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევას, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს შეაფასებს, მომავლის გზას და მოქმედების გეგმას დასახავს.
მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს, ამ გადამწყვეტ ჟამს, ყველაზე მაღლა დავაყენოთ სამშობლოს ინტერესები! მაქსიმალური ძალისხმევით ჩავერთოთ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ფორმირებაში ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის დასამკვიდრებლად! იმედი მხოლოდ ჩვენი თავისა გვქონდეს. მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ გავერთიანდეთ, წინ აღვუდგეთ ყველანაირ უკეთურობას, რაც შიდა თუ გარე მტრის განზრახვას ემსახურება და გავიმარჯვებთ.
განსაკუთრებული იმედით მოგმართავთ ახალგაზრდებს. ეს თქვენი ქვეყანაა! დღევანდელი სწორი არჩევანი, თქვენი გონი და ენერგია, თქვენი აქტიური პატრიოტიზმი ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და კეთილდღეობის გარანტიაა! ქვეყნის გადასარჩენად დადგა გადაწყვეტილების მიღების ჟამი! მივაღწიოთ, რომ ხელისუფლებამ იმოქმედოს ხალხის ნებისა და მოთხოვნის შესაბამისად! ნუ გავახარებთ მტერს! გავერთიანდეთ ერთიანი, თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის!~, - ნათქვამია სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.
საზოგადოების ერთი ნაწილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გუშინ გამოვიდა. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილია, გიგა ბათიაშვილი, რეზო ესაძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები შეიკრიბნენ და საზოგადოებას სპეციალური გზავნილით მიმართეს.
აი, დადეს სრული ტექსტი...
18 წლის ვარ – და ამას ვაცნობიერებ.
უფასო რჩევებს – მხოლოდ სულელები იძლევიან – ჩერჩილი.
სურათზე მე და ჩემი ძმა ვართ – გთხოვთ აღარ მკითხოთ.