ვინ მართლა დევნილია, მათი ინტერესები პირველ რიგში ზარალდება დევნილების სახელით მოსპეკულირეთა მიერ.
ან ის, ახალგორელებს ყველას არ აძლევენ დახმარებასო:
“ახალგორის ის მოსახლეობა, რომელიც ახალგორში შედის ხოლმე, წეროვანის კოტეჯებიდან გამოყარეს. მათ ხელისუფლება არ აძლევს არავითარ დახმარებას, კომპენსაციას, და საერთოდ, საარსებო წყაროს. ეუბნებიან, გამოდით ახალგორიდან და აქ მოგცემთ სახლს წეროვანის ჩასახლებაში, წეროვანის ბინები კი ისეთი უხარისხოა, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. კომპენსაციას ან ბინას არ აძლევენ არც წეროვნიდან გამოსულებს და არც იქ მცხოვრებლებს. არიან მუდმივი შიშისა და ტერორის ქვეშ. აგერ, აქ უშიშროება დადის და იწერს იმათ სახელებსა და გვარებს, ვინც აქტიურობენ. კომპენსაციებს წელიწად-ნახევარია ეს მთავრობა ამ ხალხს ჰპირდება, მაგრამ ატყუებენ, ხელისუფლებას დევნილების მიმართ აგდებული, უზნეო დამოკიდებულება აქვს”, - აცხადებს “კონსერვატორი” ბიძინა გუჯაბიძე.
“ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე ხელოვნურად გაყოფილი ოჯახების რაოდენობამ გააჭიანურა. როგორც ცნობილია, დევნილთა კომპენსაცია ერთ ოჯახზე 10 ათას ლარს მოიცავს. ოჯახებს მეტი თანხა რომ აეღოთ, ხელოვნური განქორწინება გააკეთეს, განმარტავენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ვალერი კოპალეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარატმენტის უფროსი ამბობს, რომ დევნილები მიიღებენ სახელმწიფოსგან კუთვნილ დახმარებას - კომპენსაციას ან სახლს ახალ ჩასახლებაში და ეს პროცესი გაგრძელდება წლის განმავლობაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123635.htmlდეკლარირებული სახელმწიფო პოლიტიკა კი ასეთია:
“რას გულისხმობს სამ ფაზად გაწერილი სამოქმედო გეგმა - პირველ ეტაპზე მოხდა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების იდენტიფიცირება და დევნილებისთვის მათი გადაცემა. თბილისში ეს ხორციელდება 180 ობიექტში, რეგიონებში - 243 ობიექტში. მეორე ფაზა გულისხმობს საცხოვრებელი ფართების იმ დევნილებისთვის მოძებნას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ. მიგვაჩნია, რომ დევნილს გრძელვადიანი განსახლება-ინტეგრაცია სჭირდება. ფულის დარიგებით რომ პრობლემა იხსებოდეს, ამას გავაკეთებდით და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. მესამე ეტაპი კი იმ ხალხის დაკმაყოფილებაა, რომლებსაც განსაზღვრული შემოსავლები აქვთ და არ სურთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ფართი. სურთ, განსაზღვრული რაოდენობის თანხა აიღონ, მას თავისი ფული დაამატონ და უკეთ მოიწყონ ცხოვრება. მესამე ეტაპი, ლოგიკურად, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება, სავარაუდოდ, 2012 წლიდან. ეს დევნილთა აქტიურობაზეა დამოკიდებული”, - განმარტავს ადმინისტრაციული დეპარატმენტის უფროსი.
“2008 წლის მოვლენებმა ახალი დევნილები გააჩინა. მათი ძირითადი ნაწილი გორსა და თბილისში განსახლდა. არსებობდა ორი ვარიანტი - მიგვეცა საცხოვრებლად ფართები ან შეგვეთავაზებინა თანხა. 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ქუჩაში დარჩნენ, ამხელა ტრაგედია გადაიტანეს და პირადობის მოწმობაც კი ვერ წამოიღეს სახლიდან, ფული რომ მიგვეცა, იმ წუთას რაღაც პრობლემას მოიგვარებდნენ - თანხას დახარჯავდნენ. ასეც რომ არ მომხდარიყო, 7 ათასი ოჯახი უძრავი ქონების ბირჟაზე რომ გასულიყო, ბინებზე ფასები ისე სწრაფად აიწევდა, ფული მეორე დღეს დაკარგავდა ძალას. ამიტომ დიდი ნაწილისთვის კოტეჯების აშენება გადაწყდა. პროცესში აღმოჩნდა, რომ დევნილთა ნაწილს სხვა საცხოვრებელიც ჰქონდათ და არ სურდათ კოტეჯში ცხოვრება. მათ, უბრალოდ, თანხა სჭირდებოდათ. 1500-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ფულადი დახმარება”, - აცხადებს გამოცემის რესპოდენტი და შეკითხვას - “დღემდე ყბადაღებულ თემად რჩება დევნილებისთვის აშენებული კოტეჯები, რატომ განიცადა კოტეჯებმა დეფორმაცია?” - პასუხობს:
“მარტო დედაქალაქში 80 ათასამდე დევნილი ცხოვრობდა. მათი ნაწილი სახელდახელოდ გამართულ კარვებში ათევდა. ზამთრის მოახლოების გამო, მათი თავშესაფრებში შეყვანა აუცილებელი გახდა. საქართველოში მშრალი ხის მასალა არ არსებობს. მით უმეტეს, ასეთი მასშტაბის მშენებლობების დასაწყებად. ამიტომ გვერჩივნა, დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობები, ხალხი დროულად დაგვიბინავებინა და თუ რამე მინიმალური ხარვეზი აღმოჩნდებოდა, გაგვესწორებინა. სამშენებლო კომპანიებს ერთწლიანი ხელშეკრულება დავუდეთ - ერთი წლის განმავლობაში თუ რაღაც ხარვეზი აღმოჩნდებოდა, უნდა გამოესწორებინათ”.
mrgio