„დიდგორელებს“ არც არავინ მოუკლავთ და არც არავინ შეუვიწროვებია, არც კაცისმკვლელთა და მათ მეხოტბეთა მხარეზე დგანან. ისინი სწორედ „მნათეუსების“ და „ჯვაროსნების“ სულიერმა მამებმა დევნეს სამშობლოდან. „დიდგორელები“ იმას ამბობენ რაც სრულ თანხმობაშია წმინდა წერილთან, დიდი სჯულისკანონთან და წმინდა მამათა გადმოცემასთან. არც ბომბები უსვრიათ და არც ტაძრები ურბევიათ. სხვათა შორის საპატრირქოს არ გაუპროტესტებია გლდანის ტაძრის მრევლის დარბევა და ნგრევა.
უსამართლოები და კაცისმკვლელების მეხოტბენი მოძღვრავენ დღესაც ქართველ ერს და დროა გამოფხიზლების! ეს თუთბერიძის კამპანიაც იმიტომ ააგორა თავისუფლების ინსტიტუტმა რომ ქართველ ერს არჩევანის შესაძლებოლბა მოუსპონ. დღეს ან პატრირქისტი უნდა იყო, რომელიც ეკუმენიზმს ვერ ელევა ან თავისუფლების ინსტიტუტის აზრების გამზიარებელი რომ საქართველოში „ჟანგბადი“ არ გადაკიკეტონ.
------------------
jvarosani ამბობს: „არა პატივცემულო ფანატიკოსო, რჯულის გამყიდველები კი არა
შემნახველები ვართ, კათოლიკობას ზუსტად იმხელა ისტორია აქვს საქართველოში
რამდენიც მართლმადიდებლობას!
რაც შეეხება თანამზრახველებს, არც ჯვაროსნების საიტიდან და არც მეორე
ჩემი საიტიდან:
http://geocatholics.com არანაირი სიძულვილი, ბოღმა და
ლანძღვა-გინება არ იფრქვევა არავის მიმართ, მხოლოდ ქრისტიანული სიყვარული
და რწმენა ეკლესიაში კვლავ ერთობის აღდგენისა.
1992 წლის 2 თებერვალი,--------------------------------------------------------------
pasuxi: თუ ”დიდგორი” სიძულვილით აღსავსე ფანატიკოსია, თქვენ კათოლიკები
ასეთი სიყვარულით ინახავდით რჯულს? აბა, მოვუსმინოთ ”მნათეუსს”
--------------------------------------------------------------------------------------
1198 წლიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მარტო ესპანეთში მსჯავრდებულ იქნა
341.027 მოქალაქე, მათგან 31.912 ცოცხლად დაწვეს, 17.669 გაქცეულის
პორტრეტი ცეცხლს მისცეს, 291.456-ს მიუსაჯეს სხვადასხვა მძიმე სატანჯველი
და სიკვდილი.
მაშ ასე, ინკვიზიციისას-დანიშნულ კვირას [ზოგადად კვირას ხდებოდა]
გაისმებოდა ზარების საზეიმო რეკვა, რომელიც ყველას უხმობდა ცოდვილის
დასჯის სანახაობაზე, მოედნისკენ პირველი მიიჩქაროდნენ ქალაქის ყველაზე
გავლენიანი და მდიდარი მოქალაქეები, დაგვიანების გამო ინკვიზიციის
მოწინააღმდეგეებად არ ჩაგვთვალონ და ჩვენც არ დაგვწვანო.
სიკვდილის სუნის ტრიალში, ციხიდან გამოდიოდა რელიგიური პროცესია, წინ
მიდიოდნენ “წმინდა დომინიკეს” ორდენის წევრები, მათ მიყვებოდნენ
სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების ადამიანები, რომლებიც ჯერ
კიდევ სინანულს ექვამდებარებოდნენ; შემდეგ მოქონდათ ცხოველმყოფელი
ჯვარი-უფლის გულმოწყალებისა და სიყვარულის ამ უდიდესი სიმბოლოს შემდეგ,
მოდიოდნენ გუშაგებით გარშემორტყმული საბრალო სიკვდილმისჯილები,
ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი-თავზე კონუსისებრი
ქუდებით, რომელზეც დემონები და ჯოჯოხეთის ცეცხლი იყო გამოსახული, შემდეგ
მოჰოქნდათ იმ მსჯავრდებულთა ფოტოები რომლებმაც გაქცევით უშველეს თავს,
ასევე შავი კუბოებით მოასვენებდნენ იმ სიკვდილმისჯილთ რომლებიც საკანში
გამოესალმნენ სიცოცხლეს, კუბოზე ასევე გამოსახული იყო დემონები და
ჯოჯოხსეთის ცეცხლი. ამას მოყვებოდა ბერ-მონაზვნობა და პაპისტური ორდენის
წევრები, ასეთი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩის გავლით ტაძრისკენ
მიემართებოდა.
ტაძარში რომელიმე ფანატიკურად მგზნებარე დომინიკელი ხოტბას შეასხავდა
“წმინდა ინკვიზიციის” კეთილ ნაყოფს და ასევე სხვა საზიზღარ
ცერემონიებს-რომლებსაც “კომბახით შექონდათ ნათელი”. შემდეგ
წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს და უღვთო სასამართლოს ავადსახსენებელ
განაჩენს.
განსასჯელები ჩამქრალი სანთლებით იდგნენ, განაჩენის წაკითხვის შემდეგ მათ
ხელებს უკრავდნენ და კვლავ წმინდა საგალობლებისა და ფსალმუნების გალობით
“ღვთისმოსავი” ხალხით გადაჭედილ მოედანზე გაყავდათ; იქ რელიგიური მანიით
შეპყრობილი პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო
მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები, ხმ, როგორ გგონიათ განა
პაპის ეკლესია მათ შენანების საშუალებას არ მისცემდა? როგორ არა!
ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რომლებიც ახლობლებსაც ვერ ნახულობდნენ
[ადამიანის დაწვაზე ახლობლის დასწრება დაუშვებელი იყო, რადგან მათი ერთი
ამოკვნესა ან ცრემლი ინკვიზიციას უდრიდა] თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენ
სურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით? ვინც
“სიყვარულით აღსავსე” დომინიკელს დადებითად უპასუხებდა იღებდა
უპირატესობას-ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ვინც
უარყოფითად ცეცხლში წვავდნენ-ყველა კმაყოფილი რჩებოდა-გარდა ღვთისა. ეჰჰ,
გული მწყდება! (პაპისტურ ერეტიკულ ეკლესიაში გადასული საით „ჯვაროსნების“
შემოქმედი ლეონ-მნათეუსი, რომაულ-ლათინური ინკვიზიციის შესახებ)
http://didgori.wordpress.com/2009/06/15/eg...90%e1%83%ac-ii/