რა თქმა უნდა
ამჯერადაც ჯოხი მხოლოდ ჩიკვილაძეზე გადატყდება

არა, ერთი წუთითაც არ ვაპირებ მის დაცვას, მხოლოდ ის მადარდებს, რომ ამ ყველაფერს განიხილავთ და ერთი პრიმატის ქცევის ანალიზით შემოიფარგლებით ოდენ

მოდით, ცოტა ღრმად ჩავიხედოთ ამ ჯურღმულში
ჯერ მთლიანად ამ შოუს არსი რა არის არ გაინტერესებთ?
თქვენი აზრით, სიცრუის დეტექტორი რატომ არ გამოიყენება კრიმინალისტიკაში, რატომ არ ანიჭებს მას კანონი არანაირ მნიშვნელობას?
- სწორია!
ის არაა სანდო, ის არ იძლევა უტყუარ შედეგს, მის მიხედვით, ვერ დასდებ ბრალს ადამიანს და ვერც გაამართლებ.
იცის ეს რიგითმა მოქალაქემ?
არა რასაკვირველია

"სიცრუის დეტექტორი" - მაგიური სიტყვა, რომლისაც ყველას სჯერა, ყველას ეშინია
აი ჩაკვეტაძემ თქვა, რომ მისი აზრით ცოტნე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს
სიცრუის დეტექტორმა - კიო, სიმართლეაო
დავანებოთ თავი იმას, რომ სიცრუის დეტექტორის "ჩვენება" ხშირად არასწორია, დავუშვათ ჩიკვილაძე მართლა ფიქრობს, რომ ცოტნე აგენტია და სიცრუის დეტექტორიც უმოწმებს ამას..............
მაგრამ მოდი დავფიქრდეთ
რას ამბობს ამ დროს დეტექტორი?
ის ვერ იტყვის, რომ ცოტნე აგენტია, ის ამბობს, რომ ამ ქალბატონის აზრითაა ცოტნე აგენტი და ეს ქალბატონი მართლა ასე ფიქრობს
მერე?!
იქნებ ცდება ეს ქალბატონი?
რატომ აყრი მაყურებელს ყურებზე ბრინჯს?
ბარემ ისიც აუხსენი, რომ არც სიცრუის დეტექტორია ჭეშმარიტების საინფორმაციო ღრუ და იმ სავარძელზეც ძირითადად ზნედაცემული ანგელოზები ზიან.
ახლა გადავიდეთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე - დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და მის შესახებ პირადი ცნობები, მისი ნებართვის გარეშე არ გახმაურდეს.
შიშველ სიმართლეში ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს - მხოლოდ საკუთარ თავზე!!!
სხვებზე საუბარი, სხვისი პირადი ცხოვრების გამომზეურების უფლება კი არავის აქვს.
აი ესეა ეს ამბავი
და აქ ეგ ცალტვინა გოგო ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა