#18135289 · 23 Feb 2010, 15:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბესელია მოძრაობის დატოვების მიზეზად ოქრუაშვილთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს 13:19 - 23.02.2010 ეკა ბესელია მოძრაობის "ერთიანი საქართველოსთვის" დატოვების მიზეზად მასსა და მოძრაობის ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შორის უკანონო პატიმრების გათავისუფლებისათვის დაწყებულ კამპანიასთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილება მან თავად მიიღო და ამის შესახებ ოქრუაშვილი წინასწარ იყო ინფორმირებული. ბესელიას მტკიცებით, აზრთა სხვადასხვაობის გარდა, რომელიც მას "ჯანსაღ პროცესად" მიაჩნია, მოძრაობის დატოვების სხვა მიზეზი არ ყოფილა. "ყველაზე პრიორიტეტულად დღეს უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა მიმაჩნია. ამ პარტიაში გენერალური მდივანი ვიყავი და ამავდროულად ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. ზემოთხსენებულ პრიორიტეულ საკითხთან დაკავშირებით ოქრუაშვილთან აზრთა სხვადასხვაობამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, გადავდგე, თუმცა ვრჩები ამ ხელისუფლების შეურიგებელ ოპონენტად და ვაპირებ, გავაგრძელო საჯარო, საზოგადო და პოლიტიკური აქტივობა", - განაცხადა ბესელიამ, რომელიც "ითანამშრომლებს ყველასთან, მათ შორის – ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებთან, ვინც მოქმედი ხელისუფლების შეურიგებლად რჩება". რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ბესელია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას, მისი განცხადებით, ის ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ გეგმავს შესვლას და საქიანობის გაგრძელებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის დაწყებულ კამპანიაში "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" აპირებს.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|