ნუ ეს თავისთავად
ნაFთა ...
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ"
ზვიად რატიანი
-------------------------
დავიწყებული და არსებული ყველა ნივთი და ყველა სხეული.
ყველა მდინარე. ყველა მიწა. ყველა პირუტყვი - ყოველი
სახე მზესთან ერთად და მის გარეშე. ან ფიგურები ვარსკვლავებით
მოჭედილ ცაზე - ძველისძველ ძეგლებს მახინჯ კიდურებს რომ უნათებენ.
ან ამ ბნელ სახლებს, რომლის კედლებში მძინარე სუნთქვით ცოცხლობს
ყოველი და იქ ჰაერიც ისეთი მძიმეა ფანჯრის გაღებას ვეღარც კი ასწრებ -
ისე ეცემი.
hey sister
აქ ისევ უძილობაა. აქ ისევ იშვიათია ხმაური.
აქ ისევ მოთქვამენ ფხიზელი ადამიანები.
ისევ ასკდებათ კანი ძვლებზე და
ისევ დაათრევენ გვამებს დერეფნებში.
ახალგაზრდა აფთიაქარები ისევ ყიდიან ციროზს
და მოხუცებიც არ ჩქარობენ სიკვდილს.
hey sister
აღდგომისთვის ვემზადებით. როცა ღმერთები
აღარ გაცოცხლდებიან და მათ მსუნაგ ტაძრებში
ჩვენ შევლაგდებით. ხეს შემოდგომის ტოტებს
მოვამტვრევთ და კოცონზე შევწვავთ ერთმანეთს.
hey sister
მოწყენილობისგან სიყვარულს დაეძებს ყველა.
ოღონდ მანამდე - ანაფორებს ნაზად ირგებენ
და ერთმანეთის აღსარებებს ჩუმად ისმენენ.
შემდეგ იხდიან. ერთმანეთი ზიზღდებათ და
რატომღაც, სიცილის ნაცვლად სიკვდილის დროს
ტირილს იწყებენ.
hey sister
როცა დღისით ვერავინ ამჩნევს თვითმფრინავის
ნაკვალევს ცაზე და ვერავინ ამჩნევს საწვიმარ
მილს გამოყოლილ ბაღლინჯოს მიწაზე - მაშინ
მხოლოდ უსაქმურებს გვიხარია, რადგან ჩვენ
ვამჩნევთ.
hey sister
როცა ზამთარი დგება მეც ავად ვხდები.
hey sister
როცა ვხედავ თაობების აღმზრდელ წყალწყალა ბოდვებს
ენას რომ დუჟებს აყოლებენ და შეურაცხად შვილებს
ქვევრის პრინციპით ჩასძახიან: ,,სამშობლოსათვის!"
მაშინ მე ვხდები ყრუ და მუსიკას ვუსმენ.
hey sister
(როცა მე დილით შევხედავდი მეზობლის ბავშვებს, მუდამ მათ
დედებთან სექსი მინდებოდა. და როცა ირგვლივ ყველაფერი
იღლებოდა.
თან იძინებდა.
თან ხვნეშოდა.
ზოგი ტიროდა.
ზოგს კი უბრალოდ
გული უცემდა.
მსურდა მეფხიზლა)
----------------------
წყურვილი. ასე ახლობელი რაღაც სიშორის.
სხვა პოლუსების. დერეფნებში სხვა ნათურებით.
ის, როგორც საკანი მკვლელი პატიმრის - ჩარაზულია.
ჩარაზულია

დალევა თუ უნდა ვინმეს დამიპიემოს.... მაგარი სასმელი მაქვს

ნაFტამ შეცვალა მსოფლიო
This post has been edited by chege100 on 12 Feb 2010, 14:29