ობამას ადმინისტრაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიას მოკრძალებულ დახმარებას სთავაზობს
ჯოშუა კუცერა
ობმას ადმინისტრაცია, როდესაც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისთვის ეკონომიკურ დახმარებას ეხება საქმე, მკაცრ დამოკიდებულებას არჩევს. ბევრი ქვეყანა რეგიონში აღმოაჩენს, რომ ადმინისტრაციის მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტის თანახმად, დახმარების დონე არ შეცვლილა. ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა, ორმა ქვეყანამ, რომელიც ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარებისთვის ტვირთების მიწოდების მნიშვნელოვან დერეფნად იქცა, შესაძლოა ისიც აღმოაჩინოს, რომ ამ დონემ ოდნავ დაიწია კიდეც.
ერთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა ტაჯიკეთისთვის და ყირგიზეთისთვის დახმარების გაორმაგებაც კი გადაწყვიტა. ამ ჟესტის მიზანი მათი, როგორც ისლამურ რადიკალიზმთან მებრძოლი პარტნიორების გაძლიერება და ამით მათი სანდოობის განმტიკცება იყო. მას შემდეგ ავღანეთის მისიის მნიშვნელობამ აშშ-ს ოფიციალურ პირთა თვალში კიდევ უფრო იმატა, მით უფრო, რომ აშშ-მ იქ საბრძოლველად დამატებით 30,000 სამხედრო გააგზავნა. და მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთისა და ყირგიზეთისთვის დახმარების მხარდასაჭერი ობამასეული რიტორიკა კვლავინდებურად მტკიცეა, მომავალ ფინანსურ წელს ცენტრალური აზიის ორი ქვეყნის დახმარება გეგმის თანახმად უფრო მცირე იქნება.
ყირგიზეთი 2011 წელს ეკონომიკური დახმარების ფარგლებში $40.3 მილიონს მიიღებს, მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტით კი მას $46 მილიონი ჰქონდა. დაგეგმილია, რომ ტაჯიკეთის დახმარებაც ოდნავ დაიკლებს – წლევანდელი $42.5 მილიონიდან $41.5 მილიონამდე მომავალ წელს. სამხედრო დახმარებაც მცირდება: ყირგიზეთის თავდაცვის უცხოური დახმარება (რომლითაც ფინანსდება სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა) $3.5 მილიონიდან $2.4 მილიონამდე შემცირდება, ტაჯიკეთისა კი - $1.5 მილიონიდან $1.2 მილიონამდე.
„ცენტრალური აზია კვლავ საგანგაშოდ არასტაბილურია – ეკონომიკური შესაძლებლობების დეფიციტი და სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები ისეთ პირობებს ქმნიან, როდესაც კორუფციას ენდემიური სახე ეძლევა და როდესაც ისლამურმა ექსტრემიზმმა და ნარკოტიკების თრეფიქინგმა შეიძლება გაიხაროს.
“იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთში სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართული ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო ძალისხმევისთვის, 2011 ფინანსური წელი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის ფინანსური დახმარების პრიორიტეტებად აღიარებას მოითხოვს.“ – ნათქვამია საბიუჯეო დოკუმენტებში, რომლებიც თეთრმა სახლმა თებერვლის დასაწყისში გამოსცა.
ყირგიზეთისთვისა და ტაჯიკეთისთვის განკუთვნილმა დახმარებამ ხელი უნდა შეუწყოს ანტი-ნარკოტიკულ ძალისხმევას, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს. ტაჯიკეთისთვის გაწეული დახმარება ფოკუსირდებოდა აგრეთვე საზღვრის უსაფრთხოებასა და ექსტრემიზთან ბრძოლაზე, ისევე როგორც საკვების დაცულობაზე, რომელშიც იგულისხმება „წყლის უკმარისობის, თესლისა და სასუქების არაადეკვატური მომარაგების, თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტის და შინაური ცხოველების ცუდი მოვლის“ პრობლემების გადასაწყვეტად გამიზნული პროგრამები, ნათქვამია ამავე დოკუმენტებში.
ყირგიზეთის დახმარების პაკეტი ფოკუსირდება აგრეთვე ანტი-კორუფციულ პროგრამებზე, ხოლო სასაოფლო-სამუერნეო დახმარება მიემართება „მიწის გამოყენების გაუმჯობესებაზე, საწარმოო დანახარჯების გაზრდაზე, რაციონალურ ირიგაციაზე და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობაზე“.
ადმინისტრაციის მიერ შედგენილი გეგმის თანახმად, მომავალი წელს დახმარება უზბეკეთისა და ყაზახეთისთვის უცვლელი დარჩება, თურქმნეთის დახმარების პაკეტი $12.5 მილიონიდან $10 მილიონამდე შემცირდება. ეს მონაცემები შესრულებამდე ჯერ კიდევ მოითხოვს განხილვას კონგრესში.
კავკასიაში დახმარება აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის არ იცვლება მაშინ, როდესაც დახმარება საქართველოსთვის (გარდა იმ 1 მილიარდი დოლარისა, რომელიც ვაშინგტონმა 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ გაიღო) თითქმის $10 მილიონით გაიზრდება და $68.7 მილიონს მიაღწევს. მისი საგარეო სამხედრო დახმარება იგივე დარჩება, $16 მილიონი, ეს კი ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში თავის სიდიდით მესამე ასეთი დახმარებაა და მას მხოლოდ პოლონეთი და რუმინეთი უსწრებს წინ.თბილისისთვის გაზრდილი დახმარება „განაგრძობს საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერის გრძელვადიან ძალისხმევას და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს ძალაუფლების დაყოფას, უფრო ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, ეკონომიკურ აღდგენას, დამოუკიდებელი მედიის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაძლიერებას, ეკონომიკურ აღდგენას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და სოციალური სექტორის რეფორმების გაუმჯობესებას“ – ნათქვამია საბიუჯეტო დოკუმენტებში.
საბიუჯეტო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ობამას ადმინისტრაცია „ცენტრალურ აზიას უპირველესად და უმთავრესად უფრო შეუმდგარ ქვეყნებად განიხილავს ვიდრე დემოკრატიისკენ გარდამავალ სახელმწიფოებად“ “თვალთმაქცობა“, რომელზეც ბუშის ადმინისტრაცია ოფისის დატოვებამდე არ ამბობდა უარს“ ამბობს სკოტ რადნიცი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის ექსპერტი.
„მაგრამ, დახმარების შედარებით მცირე ბიუჯეტი რეგიონისთვის 2011 წელს, განსაკუთრებით ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის და შეთავაზებული პროექტების სპონტანური ხასიათი, იმის ვარაუდს აჩენს, რომ ადმინისტრაცია არ ქმნის სტრატეგიას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შემაშინებლად საგანგაშო ნიშნებს ავლენენ, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოებას უშუალო საფრთხეს არ უქმნიან“ – დასძინა მან. „საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჩვენ საგანგაშო ნიშნების მქონე ქვეყნებს ძალიან დიდხანს მოვეკიდებთ უგულისყუროდ, პრობლემები შეიძლება გართულდეს ისე, რომ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით მათ მთლიანად დავუთმოთ ჩვენი ყურადღება, ისე როგორც იემენს გასულ დეკემბერს“.
http://foreignpress.ge/?p=11504#more-11504ეს მათთვისს, ვინც იძახის რომ ამერიკამ დაგვიკიდა.....