
მიხეილ ღანიშაშვილი – სიკვდილი მარო მაყაშვილისა
იუნკრების საყვარელო მოსანგრევ და მოხალისევ,
აი, ახლა კვდები, მაგრამ ქვეყნად მაინც მოხვალ ისევ!
ჯერ სინორჩე თუმცა შენი ცოდვაა, რომ ბნელმა ცვალოს,
მაგრამ უფრო განათდები მალე, დედა გენაცვალოს!
…როგორ ცივა, როგორ ყინავს, თეთრობს თოვლის მთებზე რვალი,
ბზარავს კოჯორს ოცდაერთის სუსხიანი თებერვალი…
შენ კი, ურჩო ქალბატონო, რომ დატოვე კერა თბილი,
ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?
ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ?
ასე როგორ გამოგცვალა ფრონტმა სიფრიფანა გოგო?
ფრთხილად, მტერო, გევედრები აურიე ტყვიას გეზი,
შუბოსანი ნუ გგონია, არ მომიკლა ანგელოზი!…
ნეტავ, ღმერთო და განგებავ, შეაჩერა ბრძოლის ალი,
მაგრამ ვაი… რა მკაცრია სინამდვილე საზიზღარი!…
მაშ… იძინე, განგმირულო, გეხურება უფლის კალთა,
საქართველოს სასახელოდ და იმედად მომავალთა.
…მორჩა თოვლი და სიმკაცრე ზამთრის შემაზრზენი ჟამის,
ჰა, ცივ მკერდზე დაიბნიე სტრიქონები გულმკვდარ მამის!
გიგლოვს სრულად საქართველო, საუკუნეთ გაენთები,
ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!….