მიმართვლა საქართველოს მოქალაქეებისადმი
საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მშვიდი, რეფორმატორული და მხოლოდ განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაედგა. ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა თვითგადარჩენისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდით ზრუნვას საზოგადოებრივი ფორმაციის ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
ისტორიის მანძილზე ყოველთვის გვქონდა არჩევანი, დავმორჩილებულიყავით ძლიერ დამპყრობელს და ამით უარი გვეთქვა მცირე მაგრამ მაინც წინ გადადგმულ და რაც მთავარი დამოუკიდებლად განხორციელებულ ნაბიჯებზე, ან გვებრძოლა იმისათვის რომ ნაციონალური იდენტობა შეგვენარჩუნებინა.
იყო პერიოდები, როცა საეჭვო ხდებოდა ქართული სახემწიფოს ყოფნა არ-ყოფნის საკითხი და იყო წლები, როცა სახელმწიფოებრიობა არ ატარებდა სახელს "ქართული".
ასეა დღესაც, 200 წლის წინ დაწყებული ბრძოლა გადარჩენისათვის ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, სამწუხაროდ შორსაა დღე, როცა ქართული საზოგადოება დაადგება მხოლოდ პროგრესისა და ინოვაციების გზას. ჯერ სახელმწიფო უნდა შედგეს. ჯერ ისევ ღიაა ჭრილობა, ჯერ ისევ ჩნდება ახალი ბზარები ორგანიზმზე.
ვიყოთ ერთმანეთის მიმართ გულახდილები, ნუ დავმლავათ იმას რომ ნაციონალური აზროვნება ჯერ კიდევ არ გაწმენდილა წლების განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყისაგან. ჯერ კიდევ დიდი ოდენობითაა დარჩენილი ის ნაგავი რასაც წლების ცვალებადობასთან ერთად ბრძოლაც თუ არ დავახმარეთ ნაგავი ხასიათის ნაწილად გადაიქცევა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაშინ როცა მსოფლიო ქაოსმა მოიცვა და მაშინ როცა არავის, მათ შორის ქართველებსაც რატომღაც არ ეცალათ საქართველოსათვის, რუსეთის იმპერიის საზღვრის ფორმაცია მოხდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ დღეს ჩვენ ყველას გვაშფოთეს შედეგები, რომლებიც ყველასათვის ცნობილია.
განადგურება, სიყალბე, ფარსი, ბრმად მორჩილება, ფაქტების და მოვლენების არასწორად აღქმა ან რეაგირების გარეშე დატოვება და მრავალი ნეგატივი რაც მომაკვდინებელია სახელმწიფოებრიობისათვის, აი რა მოგვიტანა და მოგვიანებით გვიანდერძა რუსულმა იმპერიამ.
სამწუხაროდ იმპერია დღესაც ცოცხალია, დღესაც მოქმედია და იმ შედეგზეა ორიენტირებული რომელიც არათი განვითარების, არამედ ისევ და ისევ მონობის უღელ-ქვეშ გვექაჩება. იმპერია დღესაც აქტიურია გონებაში, ისე ღრმადაა ჩაბეჭდილი რომ ჯერ კიდევ მისი გავლენის სფეროშია მოგონებაც და გაგონებაც.
დღეს ჩვენ მთავარი ბრძოლა უნდა გვქნოდეს არა მიწაზე და არა მიწისათვის, დღეს ჩვენ მთავარი ბრძოლა უნდა გავუმართოთ საკუთარ გონებას რომელიც ჯერ კიდევ ვერ მომართულა საომრად ერისა და ქვეყნისათვის.
პ.ს. ეს არის სამუშაო ვარიანტი, ვიცი შენიშვნები ბევრი გექნებათ, ამიტომ პუნქტების მიხედვით თუ დაწერთ და ისე დაპოსტავთ არ იქნება ურიგო, ან კიდევ უკეთესი, თავად ტექსტში შეიტანეთ ცვლილ;ებები და ასე კორექტირებული გამოაქვეყნმეთ
პრინციპული წინააღმდეგობა თუ იქნება, მზად ვარ არგუმენტირებულად დავიცვა ტექსტის ჩმეული ვერსია

მადლობა და ბოდიში 12 საათით დაგვიანებისათვის!
This post has been edited by bocmani on 16 Feb 2010, 13:38