#17997519 · 15 Feb 2010, 22:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ტერმინოლოგიების "ოკუპაციისა" და "ეთნოწმენდის" დაფიქსირების კუთხით მუშაობას იწყებს 12:23 - 15.02.2010 საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ტერმინოლოგიების "ოკუპაციისა" და "ეთნოწმენდის" დაფიქსირების კუთხით მუშაობას იწყებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტრიბუნებსა და დოკუმენტებში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული "ოკუპაცია" და "ეთნოწმენდა" აღნიშნული და დაფიქსირებული იყოს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხს დანიის სამეფოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედ დელეგაციასთანაც დააყენებს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვევა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს დანიის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართავენ. პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|