გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
სამართალმემკვიდრეობა აღიარებულია კანონიერად პლანეტაზე.
უბრალოდ ძალა და ინტერესები კვეთავენ სამართლიანობას.
ბაზისი მოქმედებისა ჩვენთვის არის 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა --- კონსტიტუციით,
ტერიტორიით,წყობით და აღიარებით.
ეს სახელმწიფო სცნო ოფიციალურად რუსეთმაც.
იმ დროისათვის ეს წყობა და სისტემა საქართველოსი იყო ყველაზე დემოკრატიული და სრულყოფილი მსოფლიოში.
მოხდა ანექსია და ოკუპაცია და წარმოიშვა ფორს-მაჟორული წყვეტილობა სახელმწიფოებრივობისა.
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით წარმოიშვა შესაძლებლობა 1918 წლის მდგომარეობის აღდგენისა.
მოხდა სამხედრო გადატრიალება და ეს პროცესი ,,ჩაიკლა" ხელოვნურად კვლავ გარედან.
დღეს მოლაპარაკება რუსეთთან შეიძლება ასეთი შეთავაზებით:
დაბრუნდეს რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის საწყის წერტილში მდგომარეობა.
რუსეთს დამოუკიდებლობის ცნობის უარსაყოფად არანაირი იურიდიული მექანიზმი არ გააჩნია და
ვინაიდან ქართული ხელისუფლება ემიგრაციაში გაემგზავრა ყოველგვარი კაპიტულაციის, დანებების, უფლებამოსილების შეწყვეტის და სხვათა გარეშე --- რუსეთი ავტომატიურად არის ოკუპანტ-ანექსატორი.
ასე, რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლებელია დე-იურე მოთხოვნის დაყენება ყველა დონეზე.
გაერო ვალდებულია განიხილოს ეს ფორმა მოთხოვნისა და ვერავინ დაბლოკავს მის განხილვას --- ვერც რუსეთი,
როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ვეტოს დადების უფლებით.
რადგან მოპასუხე მხარე, ვისზეც შედის საჩივარი კარგავს უფლებას განხილვაში მონაწილეობაზე და ვეტოს დადების უფლებაზე. მხოლოდ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრესთან.
ამის შემდეგაა შესაძლებელი სამოკავშირეო ხელშეკრულებებზე მოქმედებანი რუსეთთან.
გაეროს წინამორბედი ,,ერთა ლიგაც" ჩვენთვის დადებითია ამ პროცესში.
ესაა საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის ,,დე იურე" გზა რეალობაში ლეგიტიმურობის აღსადგენად.
ამის გაუკეთებლობაა მიზეზი ,,არშემდგარი სახელმწიფოს" ირონიული წოდებისა მავანთაგან.............ყულუფის
მუდმივად დასავიწროვებლად..........
,,გაღმა შეედავე --- გამოღმა შეგრჩესო!" --- მითუმეტეს როცა ,,გაქურდული" ხარ და სიჩუმით ახალ ,,ქურდობებს"
შეუწყობ მხოლოდ ხელს... ღირსებადაკარგულივით.
იმპო.....