#18072868 · 19 Feb 2010, 21:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | მე მინდა რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს ოპოზიციამ! |
მე მინდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს
| QUOTE | | მე მინდა რომ მოხდეს აჯანყება! |
მე არ მინდა აჯანყება არც მიტინგები სხვათაშორის
| QUOTE | | მე მინდა რომ ქართველები ერთმანეთს დავერიოთ და ერთი კარგად, ჩვენებურად დეაბუდიანად დედები ვუტიროთ ერთმანეთს! |
მე მინდა, რომ ქართველებმა ერთად, ერთი საერთო მიზნისკენ ვიაროთ
| QUOTE | | მე მინდა რომ მთავრობის მაღალჩინოსნები დაამცირონ, სცემონ, დაიჭირონ და საძმო სასაფლაო გაათხრევინონ და დახვრიტონ! |
მე მინდა, რომ მთავრობის მაღალჩინოსნების საქმიანობა გამოძიებულ იქნეს და დამნაშავეები დაისაჯონ კანონთან შესაბამისობაში
| QUOTE | | მე მინდა რომ ყველა ვინც ამ მთავრობას მხარს უჭერდა ან ნეიტრალური იყო კონტროლზე აიყვანონ! |
მე მინდა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მთავრობას ვაკრიტიკებ არ მეშინოდეს რეპრესიების, არ მართმევდნენ ბიზნესს და ქონებას, არ მათავისუფლებდნენ სამსახურიდან, არ მცემდნენ და არ მიჭერდნენ
| QUOTE | | მე მინდა რომ ნეტარი ჩეფჩო წინ მიგვიძღოდეს სხვადასხვა სახელისუფლებო ინსიტტუტების დასარბევად! |
მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი პრობლემა მოყვარული პოლიტიკანები იყვნენ და სხვა არაფერი.
| QUOTE | | მე მინდა რომ ვინც წმინდა ჩეფჩოს არ დაევასება საძმომ მოიმარტოხელოს და ცემაში მოკლას! |
მე მინდა, რომ ნეტარი ჩეფჩოს საძმო, თუ დანაშაულს ჩაიდენს, დაისაჯოს და მინდა, რომ ასევე დაისაჯოს ის, ვინც პანჩურს ურტყავს მოქალაქეს იმის გამო, რომ მავან ჩინოვნიკს არ ევასება ან ასე თვლის საჭიროდ.
| QUOTE | | მე მინდა რომ ჩეფჩოს საძმომ უბნებში ბირჟები გახსნას და გამვლელებს ტელეფონები და ფული აახიოს თავანის შესაგროვებლად! |
მე კი მინდა, რომ უბანის ძველი ბიჭები და ქურდები ოფიციალურმა, სახელმწიფო რეკეტმა არ ჩაანაცვლოს
| QUOTE | | მე მინდა რომ სკოლაში ბავშვები მხოლოდ "კაი ბიჭებად" და "Y)-ად" იყოფოდნენ! |
მე მინდა, რომ სკოლაში ბავშვმა განათლება მიიღოს, და არა "მე მიყვარს პოლიცია" ბღავილით და ტრანსპარანტებით ირბინოს ქუჩაში.
| QUOTE | | მე მინდა რომ უბნებს დაუბრუნდნენ მაყურებლები! |
მე კი მინდა, რომ რეგიონებს, რაიონებს და ქალაქებს სამუდამოდ მოშორდნენ მთავარმართებლები, ნადზორები და საარჩევნოდ ხმების მომგროვებელი იასაულები
| QUOTE | | მე მინდა რომ დენი გრაფიკით გვქონდეს და წყალს მეზობელი უბნიდან ვეზიდებოდეთ! |
მე მინდა დენის ფასის გადასახდელი ფული მქონდეს (წყალი ისედაც გრაფიკით მაქვს)
| QUOTE | | მე მინდა რომ ჯარში ბომჟები გვყავდეს, როგორც დედა რუსეთს ჰყავს! |
მე მინდა რომ ქართულმა ჯარმა ომი მოიგოს.........თუნდაც ბომჟებთან
| QUOTE | | მე მინდა რომ პოლიცია შუქნიშნის უკან იმალებოდეს და მძღოლებს 5 ლარს ართმევდეს და ჯიბეში იდებდეს! |
მე მინდა, რომ პატრული რესტორნის კართან არ მელოდებოდეს ჩასაფრებული, მერე ნებისმიერ შემთხვევაში ნასვამობაზე ჯარიმას არ მიწერდეს და ბაგებში არ მიხდებოდეს სირბილი იმის დასამტკიცებლად, რომ ნასვამი არ ვარ.
| QUOTE | | მე მინდა რომ დანაშაულები მასიურად აღარ იხსნებოდეს! |
მე მინდა, რომ ყველა დანაშაული იხსნებოდეს და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე თანასწორი იყოს.
| QUOTE | | მე მინდა რომ ბავშვის ოცნება ქურდობა ან ზონაზე ჯდომა იყოს! |
მე მინდა, რომ ბავშვის ოცნება და მისაბაძი მაგალითი გათახსირებული ბიძა პოლიტიკოსი არ იყოს ყველა პრობკას რო ერგება და ხალხის ხარჯზე მილიონები აქვს ნაშოვნი.
| QUOTE | | მე მინდა რომ დედა რუსეთს დავუახლოვდე........ (მე მაგის დედა მოვ(*^*&%$ )! |
მე მინდა, რომ რუსეთის წყევლა, გინება და ფურთხება პატრიოტიზმის გამოვლინების მწვერვალი არ იყოს
| QUOTE | | მე მინდა რომ წითელი ინტელიგენცია ლექსებს უწერდეს და სიმღერებს უმღეროდეს ვოვას და გრეჩოს ძმობას! |
მე არ მინდა, რომ ვარდისფერი ინტელიგენცია "მიშა მაგარიას" შექმნით იყოს დაკავებული
| QUOTE | | მე მინდა რომ ასლანი დაბრუნდეს და ჩოლოქზე სასაზღვრე ბუტკა დადგას! |
მე მინდა, რომ ასლანის კლანი აჭარაში ვარშალომიძეების კლანით არ იყოს ჩანაცვლებული
| QUOTE | | მე მინდა რომ ლევან ვარშალომიძე ზღვაში დაახრჩონ! |
მე მინდა, რომ ლევან ვარშალომიძის საქმიანობა სამართლებრივად შეფასდეს და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.
| QUOTE | | მე მინდა რომ კუდის და სოდის წევრებს ყელი გამოჭრან სახალხოდ! |
მე მინდა, რომ კუდისა და სოდის წევრები ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს არ უსაფრდებოდნენ და არ ცემდნენ
| QUOTE | | მე მინდა რომ კანონიერ ქურდს თავანს ვუგროვებდეთ მე და ჩემი ოჯახი! |
მე მინდა, რომ კანონიერი ქურდი და ავტორიტეტი არჩევნების წინ არ უშვებდეს სიტყვას უბანში 5-იანი შემოხაზეთო
| QUOTE | | მე მინდა რომ პატრულს ვურეკავდე დახმარებისათვის და ის მეუბნებოდეს "ბენზინი ჩამისხი და მოვალო"! |
მე მინდა, რომ პატრულის შეცდომის, დაუდევრობის ან არაპროფესიონალიზმის გამო ახალგაზრდები არ იხოცებოდნენ და მერე მკვდრებს არ აბრალებდნენ ყველაფერს
| QUOTE | | მე მინდა რომ ტელევიზიები გოგა ხაინდრავას დაემორჩილოს და ყველა ამჟამინდელი ჟურნალისტი უმუშევარი დარჩეს! |
მე არ მინდა, რომ ტელევიზიები დონაძის და არველაძის ხელში იყოს, საზმაუწყებელს კი უნიჭო პიარშიკი ხელმძხვანელობდეს ასევე უნიჭო ხუმარას მეთვალყურეობით.
| QUOTE | | მე მინდა რომ ფოთი რუსეთის ფლოტს დავუთმოთ! |
მე მინდა, რომ ქართული ხომალდები რუსული გემების შიშით ფოთის აკვატორიას ვერ ცდებოდნენ, ოჩამჩირეში კი რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა იყოს განლაგებული
| QUOTE | | მე მინდა რომ მოსკოვიდან ჟირინოვსკი ჩამოდიოდეს და ჩვენ აქ ძმობას ვეფიცებოდეთ! |
მე კი მინდა, რომ ჟირინოვსკებს ამ ქვეყანაში მარტო სანახაობის გულიზე აგინებდნენ და რეალურად ქვეყნის ინფსრასტრუქტურის სერიოზულ ნაწილს ხელში უგდებდნენ , თან თავს იმართლებდნენ - ბიზნესი და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროებიაო
| QUOTE | | მე მინდა რომ ერთმორწმუნე ძმებს ჩავეხუტოთ და ვესაუბროთ ყველაფერზე აფხაზეთის და ოსეთის გარდა! |
მე მინდა, რომ რუსებს ველაპარაკოთ პრინციპულად და არა როგორც უთავმოყვარეო, უტრაკო პოლიტიკანებმა, ვისაც მართო წყევლა ან ოდების შეუძლია.
| QUOTE | | მე მინდა რომ რუსეთთან ომში დაღუპულების დისკრედიტაცია და მათი სახსენებელის ამოშლა მოხდეს! |
მე მინდა, რომ არცერთი ჯარისკაცი არ დაიღუპოს წინასწარ წაგებისათვის განწირულ და პოლიტიკოსთა სიბრიყვის გამო თავსმოხვეულ ომში
| QUOTE | | მე მინდა რომ გეპეიში მოხვედრა 500 ლარი ღირდეს, უნივერსიტეტში - 5000! |
მე მინდა, რომ უნივერსიტეტში მოხვედრით არ მთავრდებოდეს ყველაფერი, მინდა ხარისხიანი ცოდნა და მინდა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, არათუ მხოლოდ მათთვის, ვისაც წელიწადში 10 ათასის და მეტის გადახდის საშუალება აქვს.
| QUOTE | | მე მინდა რომ მოსკოვში უვიზოდ მივფრინავდე და იქაურ ნაშობას ვაჩანაგებდე, შემდეგ თბილისში ვბრუნდებოდე და ვბლატაობდე! |
მე მინდა, რომ მოსკოვი კიევმა არ ჩაანაცვლოს, რუსის ნაშობა კი უკრაინულმა
| QUOTE | | მე მინდა რომ ყველანაირი სიახლე რუსეთიდან შემოდიოდეს! |
მე კი მინდა, რომ ყველანაირ სიგლახეს და უპირველეს ყოვლისა მართვის სტილს რუსეთიდან არ ვსესხულობდეთ
| QUOTE | | მე მინდა რომ ხალხი იმდენად დაჩმორდეს და დაშინდეს, რომ შიშისგან ნეტარ გრეჩოს და მის ზეობის ხანას ადიდებდნენ! |
მე მინდა, რომ ხალხი იმდენად ჩმორი და უთავმოყვარეო არ იყოს, რომ პირადი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით ან მოსალოდნელი ლუკმის იმედით ყველა უკანალს არ შესცქეროდეს
| QUOTE | | მე მინდა რომ ყველას შიოდეს, მაგრამ ბედნიერი იყოს, რომ გრეჩოს როგორც უნდა ისეა ყვეალფერი! |
მე მინდა, რომ არავის შიოდეს და სიღარიბის დაძლევის 50 დღიან პროგრამაზე ლაყბობის ნაცვლად, ხელისუფლებამ გააზრებული პოლიტიკის გატარება დაიწყოს
| QUOTE | | მე მინდა რომ ადამიანების გაპანკისება ყოველდღე ხდებოდეს! |
მე მინდა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფდეს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კონფლიქტის მიმდებარე ზონებში
| QUOTE | | მე მინდა რომ მანქანებს ყოველდღე იტაცებდნენ! |
მე მინდა, რომ ჩამორთმეული მანქანებით კუდის და სოდის ოფიცრები არ დასეირნობდნენ.
| QUOTE | | მე მინდა რომ მიშა სააკაშვილი გაკოჭილი მიართვან პუტინს და რომ მან "ერთი ადგილით" ჩამოკიდოს, შემდეგ კი დახვრიტოს და სადმე ციმბირში დამარხოს! |
მე მინდა, რომ მიშა სააკაშვილი წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და მოისმინოს განაჩენი საქართველოს სახელით!
| QUOTE | | მე მინდა რომ ყველა ინგლისური წარწერა რუსულით შეიცვალოს! |
მე მინდა, რომ არცერთი ინგლისური წარწერა ქართულზე მაღლა და მოზრდილი ზომის არ იყოს
| QUOTE | | მე მინდა რომ სკოლებში გეოგრაფიაში ბავშვებს ორი ახალი სახელმწიფოს გეოგრაფია ასწავლონ: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის! |
მე მინდა, რომ სკოლებში ბავშვებს არ მოუწიოთ გეოგრაფიის სწავლა შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ საქართველოს რუქაზე
| QUOTE | | მე მინდა რომ რუსები ეთაყვანებოდნენ ქართულ კულტურას და გემრიელად გვაფურთხებდნენ ხოლმე სულში, ჩვენ კიდევ ვუცინოდეთ! |
მე მინდა, რომ რუსიც და ევროპელიც პატივს სცემდეს ქართულ კულტურას და მინდა, რომ ზოგირთი ვალტვინა ძეგლების ნგრევის და წიგნების დაწვის ინიციატივებით სანამ გამოვა, ცოტა დაფიქრდეს
| QUOTE | | მე მინდა რომ ნინა ანზოროვნა ისევ პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს! |
მე მინდა, რომ ადამიანებს მისი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებით არ აფასებდნენ მხოლოდ და სათქმელი მანამდე თქვან, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია
| QUOTE | | მე მინდა რომ ქართველებმა ერთმანეთის იმდენი სისხლი დავღვაროთ რომ ბოლოს დასაღვრელი არაფერი დარჩეს! |
მე მინდა, რომ ყველა ქართველის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სისხლი იყოს გაფრთხილების საგანი და არა მხოლოდ პოლიტელიტის
| QUOTE | | მე მინდა რომ ქალაქში დაბრუნდეს საკნები და გადაიკეტოს ქუჩები! |
მე მინდა, რომ ხელისუფლება მიეჩვიოს დათმობას, ოპოზიცია კი ამ დათმობის ღირსეულად მიღებას, მე მინდა, რომ პოლიტიკური კულტურა განვითარდეს და მაგიდასთან გადასაწყვეტი ქუჩაში არ წყდებოდეს.
| QUOTE | | მინდა რომ ყველა ბიზნესი დაიხუროს და ეკონომიკას დედა ეტიროს! |
მე მინდა, რომ ბიზნესი იმის მიხედვით არ იხურებოდეს, თუ რამდენად ლოიალურია ხელისუფლებისადმი, ეკონომიკას და საინვესტიციო გარემოს კი ელიტარული კორუფციის ჭაობში ჩაძირული ჩინოვნიკები დედას არ უპარტახებდნენ.
| QUOTE | | მე მინდა რომ ყველა ცუდი პროგნოზი გაგვიმართლდეს! |
მე მინდა, რომ ლამაზი ზღაპრებით და ცრუ დაპირებებით არ მკვებავდეს ხელისუფალი
| QUOTE | | მე მინდა რომ ნაურუსთან და ვენესუელასთან "ძმობის პაქტს" მოვაწეროთ ხელი! |
მე მინდა, რომ უაზრო და უხერხემლო საგარეო პოლიტიკის წყალობით ნაურუს და ვენესუელას მალე სხვები არ შეუერთდნენ
სულ ეგ იყო
აი ამას რაც შეეხება:
| QUOTE | | მე მინდა ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი უნდა და დედის სახე მოვაგლიჯო სანამ ამ ყველაფერს აგვისრულებს. |
იპოვე ის ადამიანი, ვინც ფეხებზე იკიდებს იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმას რაც მე მინდა და იმას მოაგლიჯე სახე
აი მაგ შემთხვევაში ნაღდად აღარ გვემუქრება ის, რაც შენ "გინდა"
სულ ეგაა
SedoySedoy
| QUOTE | | ბოლო-ბოლო რასაც ფიქრობ ის წამოგცდა, არა? |
ვიშიფრები ნელნელა This post has been edited by ჩოხა on 19 Feb 2010, 22:04
--------------------
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა
|