#18088727 · 20 Feb 2010, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CladheD
QUOTE | არანაირად. ისტორიული გამოცდილების საფუძველზე ვამბობ ამას. ლენინის მოთავეობით მოხდა საქართველოს ანექსია 1921 ში, რომელიც მოგწონთ ,ახლა ეცნობით და რომელიც სწორ მემარცხენე იდეოლოგად მიგაჩნიათ თუ არ ვცდები |
ეს თემა ცოტა რთულია ალბათ უფრო ჩახედული უნდა იყოთ ლენინის ფილოსოფიაში იდეებში ... სწორედ 21 წლის ანექსია არ არის ლენინის დამსახურება თუ რატომ ეს სხვა თემაა და სხვაგან ვისაუბროთ
QUOTE | სწორედ იმ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ ყალიბდება მტრად ამ "მოყვრად". ნატოში არ შეშვება ერთ ერთი მიზეზია. ხვალ სხვა მიზეზები იქნება. თუ ისე არ მოვიქცევით როგორც მათ უნდათ. მოკლედ დიდი თემაა, ამაზე გავჩერდები |
თქვენ ასე ვთქვათ ის ვერსია წამომიყენეთ რუსები შეგვჭამენ!!!  თუმცა ამას რატომ მიხსნით ვერ გავიგე QUOTE | ამ შემთხვევაში ეს პასუხი როგორ გავიგოთ? |
დიახ არსად დამიწერია რუსეთის დასაყრდენი ძალა უნდა ვიყო მეთქი ზოგადად ჩემი პოსტინგს თუ ეცნობით გეცოდინებათ ის კიდე უბრალოდ თქვენი მცდელობა იყო ასეთად წარმოგეჩინეთ სხვათაშორის თემა სხვა რაღაცაზეა  QUOTE | სწორი ეროვნული იდეოლოგია შოვინიზმს არ ქადაგებს. პირიქით, სხვა ერებისადმი ისეთივე პატივისცემას მოითხოვს ადამიანისგან როგორც საკუთარის. |
სწორი კი და რატომ თვლით, რომ თქვენ სწორად აზროვნებთ ამ კუთხით? ლამის მოღალატეთ მომნათლეთ წინა პოსტსში  ? ეროვნულ სოციალური თუ ნაციონალ სოციალისტური ?
QUOTE | ეროვნული იდეოლოგია, რომელიც მოკლებულია შოვინიზმს, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგი სხვა ერების კეთილდღეობის |
ეროვნული იდეოლოგია არ არსებობს ბუნებაში
არსებობს ნაციონალიზმი
ეს არის იდეოლოგია
ზოგადად მემგონი არ ღირს ჩემი პოსტების არასწორად ინტერპრეტირება
QUOTE | მინდა დავაზუსტო რომ არაა ჩემი თვითმიზანი თქვენ საშიშ ელემენტად წარმოჩენა. პირდაპირ გეტყვი, არ მომეწონა როდესაც საკუთარ თავს საკუთარ ქვეყანაში ვიღაც გარე ძალის(ვინც არ უნდა იყოს ის ) პოტენციურ დასაყრდენად განიხილავთ, |
ეს არის კლასიკური დემაგოგია
ზუსტად რომ რაღაც მონსტრის შექმნა გინდათ ჩემგან , ვერ გავიგე რატომ? ....რა უცხო ქვეყნის დასაყრდენი .....
მონარქი
QUOTE | რას ფიქრობთ ჩემს მეზობელ ქურთ შალიკოზე? |
აფერისტია joaoQUOTE | 1. როგორი სახელმწიფოა შენი იდეალი? |
ოო ბევრის წერა მომიწევს
დაახლოებით სკანდინავიური მოდელი ... რაღაცეებს დავხვეწდი თუმცა დღეს ამაზე საუბარი მეზარება თან მეჩქარება ძალიან
QUOTE | 2. კულინარობა გეხერხება? |
კი თან მაგარი კულინარი ვარ .. ხუმრობის გარეშე  QUOTE | 3. მაგისტრი გახდი უკვე? |
გავხდი
QUOTE | 4. რას ნიშნავს შენთვის მემარცხენე? რომელ მემარცხენულ ლიტერატურას და ავტორებს იცნობ? |
"მემარცხენე" ჩემი ცხოვრებაა ასე ვთქვათ ... ამ საკითხს განვავრცობ ცოტა მერე რაც შეეხება მწერლებს ... ბევრს ვკითხულობ ამ მიმართულებით ... ბევრიც წავიკითხე უკვე ... ალბათ იდეოლოგები იგულისხმეთ არა ? თუ იმენნო მხატრული შემოქმედების მემარცხენე ავანგარდისტები? QUOTE | 4. რომელი ავტორია შენი სამაგიდო წიგნი? |
შეიძლება ითქვას რომ მარქსი... ასევე სკრიპნიკი რომელიც აღმოჩენა იყო ჩემთვის.... სამწუხაროდ ბევრმა არ იცის გმადლობთ კითხვებისათვის დანარჩენზე მერე ვისაუბროთ Fatma1. არა  QUOTE | სიღნაღში რამდენჯერ ხარ ნამყოფი გაპარიზების მერე? |
3 ჯერ მემგონი
Ninelku
QUOTE | კი ბატონო, კლუბებიდან ბარსა. მსოფლიო ჩემპიონატზე ვის უქომაგებთ? |
ესპანეთს
QUOTE | ვინ მიგაჩნიათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ( მსოფლიოში)? |
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს... ზიდანი
ქეცბა...
QUOTE | რომელი ჟანრის მუსიკა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად? |
დეს მეტალს ვუსმენ ბოლო ხანია
ზოგადად ჯაზი
QUOTE | ხართ, თუ არა რომელიმე პარტიის წევრი? |
კი რესპებში ვარ
QUOTE | მადლობას მოგახსენებთ. |
თქვენ მადლობა sasruli
QUOTE | თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ შე ხარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა და გაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს, რა იქნებოდა შენი ბოლო სიტყვა? |
მადლობა
QUOTE | როგორ ფიქრობ, რამდენად არის ეს ჩემი, შენი, ჩვენი თაობის ბრალი? და როგორ წარმოგიდგენია ასე ცხოვრება? |
ჩვენი ბრალი ნულოვანია ყოველივე ამაში ...
QUOTE | და როგორ წარმოგიდგენია ასე ცხოვრება? |
კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ასე ... თუმცა ყველას მოუწევს შეგუება
--------------------
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx
|