სასწრაფოდ | ლევან გაჩეჩილაძე ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში ჩაერთვება
ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
22 / 02, 2010 18:46
Print
Font size:
საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, მოძრაობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან ხვალიდან დაიწყება და კონსულტაციის შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. “მიმაჩნია, რომ ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს”, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
იგი მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ და მიიჩნევს რომ ეს არის გამარჯვების ნაბიჯი. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ღია იქნება.
ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის“ გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება. მისი განმარტებით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს. რაც შეეხება პრაიმერის ფორმას, ალასანიას ინფორმაციით, პარტიას აქვს პოლიტიკური შეთანხმების ვარიანტი. “პრაიმერთან დაკავშირებით გვაქვს ის მოდელი, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევებისგან... თუ ჩვენ პრაიმერზე შევთანხმდით, აქამდე არსებული მოდელი შეიცვლება. საზოგადოების გარდა, ამ საქმეში ჩართული არავინ იქნება. ეს იქნება, დაახლოებით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ”,-აღნიშნა ალასანიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by August on 22 Feb 2010, 18:52
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/