საქართველოში ქართულ-უკრაინული სასოფლო-სამეურნეო მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ერთობლივი საწარმოს შექმნა იგეგმება
14:30 | 11/ 08/ 2004
Print version
საქართველოში ქართულ-უკრაინული სასოფლო-სამეურნეო მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების (35 ცხენის ძალით) ერთობლივი საწარმოს შექმნა იგეგმება. კერძოდ, უკრაინიდან შემოვა ტრაქტორების ძირითადი დეტალები, ხოლო საქართველოში მათი აწყობა მოხდება. ამის შესახებ "ახალი ამბები - საქართველოს" სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრმა დავით შერვაშიძემ აცნობა.
"საქართველოში ჩამოდის უკრაინული დელეგაცია ხარკოვის სატრაქტორო ქარხნიდან, რომელიც ტრაქტორის ტექნიკურ ნახაზებს ჩამოიტანს. ვიზიტის დროს, რომელიც ამ დღეებში გაიმართება, სტუმრები ესტუმრებიან რამდენიმე ქართულ საწარმოს, სადაც არსებობს პოტენციური შესაძლებლობა, დაიწყოს ტრაქტორის აწყობა. ერთ-ერთ ამ ქარხანაში შეიქმნება ერთობლივი საწარმო", - განაცხადა მინისტრმა.
დავით შერვაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე იგეგმება წელიწადში 150 ტრაქტორის გამოშვება, რომლის სარეალიზაციო ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 5 ათას აშშ დოლარს. "გვსურს, პირველი ტრაქტორები საქართველოში 2005 წლის შემოდგომაზე გამოვუშვათ. შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერი ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოშვებასაც ვაპირებთ", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ტრაქტორების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმებას ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის დროს მიაღწიეს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა.
დავით შერვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელორუსიის სატრაქტორო ქარხანასთანაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვის-ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. ბელორუსია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკის და მაკომპლექტებელი დეტალების მოწოდებით, რაც სერვის-ცენტრის ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ბელორუსიის დელეგაცია საქართველოში 15 სექტემბერს ჩამოვა.
http://newsgeorgia.ge/economy/20040811/284570.html 20 ოქტომბერი, 2005
საქართველოში ”ბელორუსის“ ტრაქტორები შემოდის
საქართველოში შესაძლოა, კომპანია ”ბელორუსის“ მიერ წარმოებული ტრაქტორები შემოვიდეს.
ბელორუსიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი დღეს მინსკის სატრაქტორო ქახნის ”ბელორუსის“ წარმომადგენლებს შეხვდა და კომპანიის მიერ წარმოებული ტრაქტორების საქართველოში იმპორტირების საკითხი განიხილა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ხვალ შეხვედრას ბელორუს კოლეგასთან ლეონიდ რუსაკთან გამართავს და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
მიხეილ სვიმონიშვილი ბელორუსიაში 19 ოქტომბერს გაემგზავრა.
http://archiveinews.internet.ge/stat_relat...05-10-20&stat=4 29 სექტემბერი, 2005
საქართველოში იაპონური ტრაქტორები შემოვა
იაპონიაში 17 ოქტომბერს ტენდერი ჩატარდება, მასში გამარჯვებული კომპანია საქართველოში ახალ ტრაქტორებს შემოიტანს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენს განუცხადეს, დაახლოებით 40-50 ტრაქტორი შემოვა სასურსათო წარმოების ზრდის პროგრამის (2 KR) ფარგლებში, რომელიც იაპონური გრანტით ფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება, უკვე შემოტანილია 318 ტრაქტორი. პროგრამა, ტრაქტორების გარდა, სხვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შემოტანასაც ითვალისწინებს.
1998 წლიდან საქართველოში სულ შემოსულია 1480 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 130 კომბაინი. 2 Kღ-ის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ 5 ახალი "კლასის" (CLASS) კომბაინი შემოვა, რომელსაც კომპანია "იტოჩიო" (ITOCHU) შემოიტანს.
"იტოჩიომ" 2 სექტემბერს იაპონიაში ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტექნიკის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, რომელშიდაც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეეძლებათ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ტექნიკის გასაყიდი ფასები და პირობები კონკურსის ჩატარებამდე დაზუსტდება. ტექნიკის გაყიდვიდან მიღებული თანხები საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება და სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
http://archiveinews.internet.ge/stat_relat...05-09-29&stat=5საქართველოში 500 ახალი ტრაქტორი შემოვა
რადიო ``ჰერეთი``
„მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში დამატებით 500 ერთეული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი შემოვა და 2009 წლის შემოდგომაზე რეგიონებს გაუნაწილდება“ - ეს განცხადება კახეთის გუბერნატორმა, თელავში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაემგზავრნენ, მოსახლეობისგან აგრარული პრობლემები მოსასმენად.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან ჭოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რეგიონის გამგებლები ესწრებოდნენ.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=7055&ct=7ტრაქტორების თემა დასრულებულია PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - კ.მ.
MONDAY, 22 JUNE 2009 00:00
შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს პრეზიდენტმა ჯერ სამი ტრაქტორი გამოუგზავნა საჩუქრად, ხოლო მოგვიანებით კიდევ ხუთი, ოღონდ ამჯერად ტრაქტორები თავის მისაბმელიანად. თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაშინ ამ ტრაქტორებში სიმბოლური ფასი — თითო ლარი იქნა გადახდილი.
მაგრამ, რატომღაც, მაშინ ამ ტექნიკის დარეგისტრირება არ მომხდარა. არადა ამხანაგობები ამ ტექნიკის იმედზე შექმნეს (სხვათა შორის, ანალოგიური სიტუაცია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით).
მიმდინარე წელს ხვნა-თესვის სამუშაოების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტრაქტორები უკან წაიყვანონო. ამისთვის რამდენიმე მიზეზი სახელდებოდა.
თუმცა ასე თუ ისე ტრაქტორებმა საგაზაფხული სამუშაოებიც დაასრულეს და ზოგიერთი მწყობრიდანაც გამოვიდაო (!).
რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩვენი ინფორმაციით ახლადშექმნილი აგრობიზნესცენტრის მთავარ სპეციალისტს, გოგი ურუშაძეს დაწინაურებამდე გვარიანი სირბილი მოუწია თბილისში ამ ტრაქტორების დასარეგისტრირებლად.
ბატონ გოგის ინფორმაციით ამხანაგობა „კოლხეთმა” თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა ხუთივე ტრაქტორი: ორი სუფსაში, ერთი ჩოჩხათში, ერთი შუხუთში და ერთი გვიმბალაურში.
ადრე დარეგისტრირებული სამი ტრაქტორი კი ასე გადანაწილდა — ამხანაგობა „კოლხეთი” — ერთი ტრაქტორი, ამხანაგობა „პირამიდა” — ერთი, შუხუთში ამხანაგობა „ჯაში” — ერთი. ასე, რომ ტრაქტორების თემა დასრულებულია — აცხადებს ბატონი გოგი ურუშაძე.
კ.მ.
http://www.lanplus.com.ge/index.php?option...57-23&Itemid=10 05 მარტი 2008 / 17:00
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ასევე გეგმავს ქვეყანაში დამატებით 2000 ტრაქტორის შემოყვანას, რადგან რეგიონებში ტრაქტორების გადანაწილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია.
''მე არ მინდა ვინმეს ჰქონდეს უსამართლობის განცდა, იმის განცდა, რომ ტრაქტორები არჩევნების წინ დავანახეთ, ვუთხარით თქვენიაო და მერე ეს ტრაქტორები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის გახცდა,''- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ტრაქტორების როლი პოიტიკაში