http://republicans.ge/index.php?module=A-n...isplay&sid=2040სიახლე: ახალგაზრდა რესპუბლიკელები ევროპელ ახალგაზრდა ლიბერალებს უმასპინძლებენ
თარიღი: Nov 01, 2010 - 04:27 AM
ახალგაზრდა რესპუბლიკელების თანაორგანიზებით თბილისში კვლავ გაიმართება საერთაშორისო დონის ღონისძიება. 2 ნოემბრიდან ახალგაზდა რესპუბლიკელები თბილისში დანიის ლიბერალური ორგანიზაციის „სილბას“ მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებენ.
ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა დანიელ ახალგაზრდა ლიბერალებთან ერთად ღონისძიება რამდენიმე თვის წინ დაგეგმეს.
2 ნოემბრიიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ახალგაზრდა რესპუბლიკელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიბერალური ორგანიზაციების 30-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლებენ. სტუმრები დანიის, ჰოლანდიის, ბელარუსიის და უკრაინის ახალგაზრდა ლიბერალებს წარმოადგენენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ახალგაზრდები აზერბაიჯანიდან.
აღნიშნული პროექტი რვადღიანია და ის თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გარდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშიც გაგრძელდება.
პროექტის მონაწილეები 7 ნოემბერს აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს სემინარს, პრეზენტაციებსა და დისკუსიას გენდერის საკითხებზე. გენდერის თემა განხილული იქნება სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელი გააკეთებს მოხსენებასა და პრეზენტაციას საკუთარ ქვეყანაში არსებულ გენდერული საკიხების შესახებ. ახალგაზრდა ლიბერალები ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ და იმუშავებენ გენდერულ საკითხებზე, ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებზე და პერსპექტივებზე.
5 ნოემბერს ახალგაზრდა რესპუბლიკელები და თბილისში მყოფი ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები მატარებლით გაემგზავრებიან ბაქოში. აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს ამ პროექტის ფარგლებში 50 ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის სწავლის კურსებიც. მონაწილეები თბილისსა და ბაქოს სოციალურ კონტექსტში გადაიღებენ.