„ალიანსის“ პროგრამა იქნება არგუმენტირებული და არა – პოპულისტური“
განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, საარჩევნო პროგრამა არ იქნება პოპულისტური, რომლის მაგალითადაც მან „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას გეგმა მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ აქცენტების გაკეთდება დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
„პროგრამა იქნება არგუმენტირებული და დასაბუთებული. დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პროგრამა, აგრეთვე პროგრამა უფასო მედიკამენტებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
„ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო პრიორიტეტების პრეზენტაციას აღდგომის შემდეგ გამართავს.
ფრაგმენტები დავით გამყრელიძის გამოსვლიდან:
ზეწოლა და ტერორი
„თბილისის სხვადასხვა უბნებში ალასანიას მხარდამჭერების მიმართ დაშინებამ და ტერორმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ალასანიას მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტი რამდენიმე დღის წინ დიღომშიც დაფიქსირდა. მართალია, აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი არა მაქვს. ასეთი ფაქტები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. მან გაიხსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიხედვით გადაწყდება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა“.
ვადამდელი არჩევნები
„არჩევნების გაყალბების შემთხვევაში შეიძლება, ქვეყანაში სერიოზული კრიზისი შეიქმნას და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნა დღის წესრიგში დადგეს".
„თუ ალასანია მერობის კანდიდატი არ იქნება, სააკაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება აღარ დასჭირდება. გია მაისაშვილთან მას არჩევნების გაყალბება არ დასჭირდება“.
„დიდი ოპოზიციური გაერთიანება არაპერსპექტიულია“
„მთავარი წარმატებაა, თუმცა წარმატების მიღწევა განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ვიწრო პარტიული ინტერესების მქონე ოპოზიციურ ძალებთან, მომავალში წარუმატებლობას ნიშნავს. დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებსაც განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, პერსპექტიულად არ მიმაჩნია“.
„ნოღაიდელი - „ედინაია როსიას“ ფილიალის დირექტორი“
„ნოღაიდელთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მივიღებ. იგი კრიმინალია და ყველამ კარგად იცის, როგორ იშოვა მილიონები. ნოღაიდელი ასევე „ედინაია როსიას“ ფილიალის დირექტორია, რომელმაც თავის დროზე „ეროვნული საბჭო“ დაარბია, ახლა კი ეს სახელწოდება მიითვისა“.
რა იქნება სააკაშვილის შემდეგ
„უგულავამ, კოდუამ და კეზერაშვილმა უკვე დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა იქნება სააკაშვილის შემდეგ. ისინი უკვე აცნობიერებენ, რომ სააკაშვილის მოღვაწეობა მთავრდება. ისინი ორი მიმართულებით აქტიურდებიან - ფინანსებსა და მედიაზე კონტროლის მოპოვებას აპირებენ“.
ლევან გაჩეჩილაძე
„მე ძალიან დიდი პატივს ვცემ გაჩეჩილაძეს, მის პოზიციასა და მის არჩევანს. მისი გადასაწყვეტია დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას მერის არჩევნებში, თუმცა ვისურვებდი, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ისე გაჩეჩილაძემ და „ეროვნულმა ფორუმმა“ მხარი ალასანიას დაუჭირონ“.
უცხოელი დამკვირვებლები
„მსოფლიოში არ არსეობს პრეცენდენტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ამდენი უცხოელი დამკვირვებელი დასწრებოდა“.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ევროპელ სოციალ-დემოკრატებს შეხვდა
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპელ სოციალ-დემოკრატთა დელეგაცია მიიღო. ფაქტების დამდგენ მისიაში შედიან: ევროპალამენტის ფრაქციის „სოციალისტები და დემოკრატები“, ევროპის სოციალისტთა პარტიისა და ფორუმის „დემოკრატია და სოლიდარობა“ წევრები. გაიმართა დისკუსია საქართველოში არსებული პოლიტიკურ სიტუციის ირგვლივ.
დავით უსუფაშვილმა დელეგაციის წევრებს გააცნო რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დელეგაციის წევრთა სია (ინგლისურ ენაზე):
1. Hannes Swoboda, Vice-President of the S&D Group in the European Parliament
2. Jan Marinus Wiersma, Vice-Chair of the European Forum for Democracy and Solidarity
3. Peter Schieder, Chair PES Eastern European Neighbours Network
4. Libor Roucek, Vice-President of the European Parliament
5. Zoran Thaler, Vice-Chair of the EP South Caucasus delegation
6. Kristian Vigenin, Chair of the EP delegation to Euronest Parliamentary Assembly
7. Kaloyan Pargov, Vice-Chair of the BSP Council of European Affairs
8. David Capezzuto, Political Advisor, Party of European Socialists
9. Marina Ohanjanyan, Project Manager, European Forum
10. Marianna Tsirelson, Information Officer, European Forum
11. Kati Piri, Political Advisor, S&D Group
12. Orietta Zanella, Assistant to Libor Roucek
13. Martine Alonso Marquez, Assistant to Hannes Swoboda
ირაკლი ალასანია ფონიჭალაში უსინათლოებს შეხვდა
ირაკლი ალასანია ფონიჭალაში უსინათლოებს შეხვდა. „ხელისუფლებას უსინათლო ადამიანები, ისევე როგორც - უნარშეზღუდული ადამიანების უმეტესობა, პრაქტიკულად უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული. ამ ადამიანებზე ზრუნვისგან ხელისუფლებას ხელი აქვს აღებული და, პრაქტიკულად, არ არსებობს მათთვის არანაირი შეღავათები, - განაცხადა მან, - მათ, ძირითადად, აწუხებთ ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ამოვარდნილები არიან ქვეყნის საერთო მაჯისცემიდან. მათთვის ქალაქში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგალითად გადასასვლელები, მოწესრიგებული გზები, საჯარო ტრანსპორტი, რომელიც უნარშეზღუდული და უსინათლო ადამიანებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში და დედაქალაქის გზებზე ითვალისწინებს ისეთ შეღავათებს, რომელიც მათ მოძრაობას გაუადვილებს“.
ფრაგმენტები ირაკლი ალასანიას საუბრიდან:
სოციალური პროგრამა
„სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებული იქნება შეღავათიანი დახმარებები, რათა მათ საკუთარი საქმე წამოიწყონ ან დასაქმდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, რაც გარანტია იქნება მათი ღირსეული ცხოვრებისათვის“.
„სოციალურად დაუცველი ფენა მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი იქნება“.
„დედაქალაქის ამ რაიონში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი, ასევე დევნილი და ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული“.
მრავალშვილიანი დედები, ბავშვები და მოხუცები
„ამ უბანში არის ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი შემწეობა. არის ერთადერთი ბაგა-ბაღი, სადაც ეს ბავშვები ვერ ეტევიან და ჩვენ შევპირდით მათ, რომ აუცილებლად მოვხსნით ამ პრობლემას ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში. გარდა ამისა, გავაცანით მათ ჩვენი პროგრამა სამი შვილის და მეტშვილიანი ოჯახების დახმარებისათვის, რაც გაგვაჩნია. ასევე გავაცანით ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 3 წლამდე და 65 წლის ზევით მოქალაქეებზე მედიკამენტების უფასოდ გაცემას, ხოლო 3-დან 65 წლამდე პაციენტებისათვის კი მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნა, სადაც გაცილებით შეღავათიანი იქნება წამლები. ასევე მუნიციპალური საავადმყოფოების ქსელის შექმნა, სადაც ხარისხიან მომსახურებას შევთავაზებთ მოსახლეობას საკმაოდ დაბალ ფასებში“.
უმუშევრობა და საოჯახო ბიზნესი
„ამ ყველაფრის გარდა აქ მოსახლეობა ჩივის კიდევ იმის შესახებ, რომ 35 წელს ზევით პრაქტიკულად უმუშევარი დარჩა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი“.
„ჩვენ უნდა შევძლოთ და ის წყვეტა, რომელიც ამ ბოლო წლებში მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი მიზეზთა და გარემოებათა გამო, როგორღაც დავუბრუნოთ სამსახურები. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ამ პროგრამით ყველა იმ ადამიანს, ვინც იქნება შრომისუნარიანი და ექნება პროექტი, ჩვენ ხელს შევუწყობთ“.
ბიზნესის დაცვა
„დღეს მოსახლეობამ სთხოვა, რომ თუკი მერი გავხდები, ვიყო ბიზნესის დამცველი. რასაკვირველია, ბიზნესის დაცვა თბილისის მერის ფუნქციებში არ შედის, თუმცა მოსახლეობა ითხოვს, რომ იმ გაუგონარი რეკეტისაგან, რომელსაც საგადასახადო სამსახურები ახორციელებენ ბიზნესზე, თბილისის მერიამ გარკვეული კონტროლი დააწესოს“.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისეთ დაპირებას არ ვაძლევ ჩვენს მოსახლეობას, თუკი ეს დაპირებები ფინანსურად გაანგარიშებული და გარანტირებული არ იქნება“.
წინასაარჩევნო გარემო
ჩემთვის მისასალმებელი იქნება ლევან გაჩეჩილაძის აქტიური დაბრუნება პოლიტიკაში. იგი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ამის შემდეგ შევაფასებთ მის ნაბიჯებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარი, ეს შეფასება არ იქნება მართებული, ვინაიდან საქართველო დღეს იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში“ (გუშინ ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არის მკვდარი).
„ამ ეტაპზე ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან უსამართლო და ყოველდღიური ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად“.
ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული პარტნიორები როგორც ალიანსის შიგნით, ასევე ალიანსის გარეთ, ვგულისხმობ „ეროვნული ფორუმს“ და სწორედ მათთან ერთად ჩვენ ვცდილობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში სერიოზულ გამარჯვებებს მივაღწიოთ“.
„ჩემი პოლიტიკური აქტიურობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შეცვალონ არჩევნების გზით, რისთვისაც მზადება უკვე დაიწყო“.
http://republicans.ge/index.php?module=%E1...display&sid=959 This post has been edited by rivennar on 26 Mar 2010, 22:01