საფრანგეთი რუსეთს კოსმოსურ ხომალდებში მილიარდ დოლარს გადაუხდის
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
02 / 03, 2010 13:58
Print
Font size: Decrease font Enlarge font
image
საფრანგეთი რუსეთს კოსმოსური ხომალდების “სოიუზის” გამოყენების პროგრამისთვის 1 მილიარდ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ~ინტერფაქსი~ იუწყება.
ახალი რუსულ-ფრანგული გარიგების შესახებ განცხადება ფრანგული კომპანიის “არიან ესპასის” ხელმძღვანელმა, ჟან-ივ ლე გალმა დღეს გააკეთა.
“რუსეთის ფედერაციას უკვე შევუკვეთეთ 14 ერთეული რაკეტმზიდი ~სოიუზი~. ეს კონტრაქტი, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი დაჯდება~, - განაცხადა ჟან-ივ ლე გალმა.
თემურ იაკობაშვილი - “მისტრალთან” დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საქართველოს გავლენის მოხდენა არ შეუძლია
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
02 / 03, 2010 13:40
Print
Font size: Decrease font Enlarge font
image
რუსეთსა და საფრანგეთს შორის “მისტრალის” გაყიდვაზე დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საქართველოს გავლენის მოხდენა არ შეუძლია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მთავარია, რა გარიგებაც არ უნდა დაიდოს რუსეთსა და საფრანგეთს შორის, დაცული იქნება საქართველოს ინტერესები.
რაც შეეხება ინტერესების დაცვას, თემურ იაკობაშვილი ამას ორ საკითხში ხედავს.
“ეს არის პირველ რიგში ის, რომ საქართველო დროზე მიიღონ ნატო-ში, რადგანაც საქართველო ვერ შეეჯიბრება რუსეთს ვერც “მისტრალის” ტიპის და ვერც სხვა შეიარაღების შესყიდვაში. მეორე არის ის, რომ გვქონდეს საშუალება, თავდაცვითი იარაღი შევიძინოთ. მე ვფიქრობ, “მისტრალის” გაყიდვის შემდეგ ეს საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას. ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ საკუთარი თავი და გვქონდეს თუნდაც საფრანგეთის მხრიდან იმის შეძენის საშუალება, რაც ამისთვის დაგვჭირდება”,- განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
მოსკოვმა და პარიზმა ოთხი ერთეული ვერტმფრენმზიდის, “მისტრალის” თაობაზე ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყეს.
როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან პარიზში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დღევანდელი დღიდან იწარმოებს ექსკლუზიური მოლაპარაკებები – ოთხი ვერტმფრენმზიდის თაობაზე. ჩვენ “მისტრალს” რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე შევქმნით”, - აღნიშნა სარკოზიმ.
და ეს ნიღაბი რისთვის ჩამოვგლიჯეთ
This post has been edited by 7-november on 2 Mar 2010, 14:31