ერთი შეხედვით მოსახერხებელი რამაა:
1. შესაძლებელია პიროვნების და მისი ჯანმრთელობის ისტორიის ჩატვირთვა და საჭირო მომენტსი დროული ინფორმაციის მიღება მაშინაც კი როცა პიროვნება უგონოდაა და მის ახლობლებთან კონტაქტი ვერ ხერხდება. ტიპა სისხლის ჯგუფი, რა პრეპარატებზე აქვს ალერგია, რა აქვს გადატანილი ...
2. შესაძლებელია ელექტრონული ანგარიშსწორებების მიბმა ამ მიკროჩიპზე ტიპა საკრედიტო ბარათის პონტში და ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ ვალუტაზე უპრობლემოდ მოხდება ანგარიშსწორება და აქედან გამომდინარე სხვა სიკეთეები ...
3. აღარაა საჭირო საზღვარზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას უამრავი საბუთების, პასპორტი, მართვის მოწმობა, განათლების ატესტატები, შრომის წიგნაკი .... თან ტარება ყოველთვის ყველა ინფორმაცია ამ ჩიპიდან იქნება ხელმისაწვდომი ...
4. ამ ტექნოლოგიის განვითარების და დანერგვის შემთხვევაში შესაძლო იქნება ინფორმაციის სწრაფი და ადვილი გაცვლა ნებისმიერ კუთხეში ... მაგ: თუ დაემატება ამ ჩიპს ფუნქცია ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის კარტის ... დამატებითი საშუალებების მიმაგრებით ადვილი შესაძლებელი იქნება ვიდეოკავშირის დამყარება სხვა ქალაქში მყოფ მეგობართან ნებისმიერი წერტილიდან ... ნებისმიერი ინფოს მიღება და გაგზავნა ...
5. საკმაოდ ძნელდება დანაშაულის ჩადენა ისე რომ ადვილად არ გიპოვონ ...
თუმცა უარყოფითი თვისებებიც საკმაოდაა ...
1. ზოგადად გლობალიზაციის და ტექნიკური პროგრესის ყველაზე დიდი მინუსი ანუ ადამიანი ხდება პროგნოზირებადი ანუ მართვადი ... (გარკვეულ კორპორაციებს შეეძლებად მუდმივად აკონტორლონ ისინი) მინიმუმ მათი გადაადგილება, მეგობრული და ბიზნეს კავშირები, ინტერესები ....
2. ხდები სისტემის ნაწილი რომელსაც ექცევი და დამოკიდებული ხდები მასზე, ამიტომ მონოპოლიის შემთხვევაში ადვილად ხდება შენი ნელნელა დამონება ... (მატრიცის ვარიანტი)
3. მასიურად დანერგვის შემთხვევაში საკმაოდ რთულდება ცხოვრება თუ შენც არ ჩაებმები აღნიშნულ ქსელში. (ტიპა სულ უფრო და უფრო ძნელდება ყველაფერი: ანგარიშსწორებიდან დაწყებული სამუშაოს შოვნით დამთავრებული), რამაც მომავალში სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას იმ ხალხს ვინც რელიგიური,პატრიოტული ან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ აუბავს მხარს აღნიშნულ სისტემას.
იგივე პონტია რა ტელევიზორი მავნებელია დიდხანს რომ უყუროო და რაც კომპიუტერი შემვიდა ვიღას ახსოვს ტელევიზორი ... ან ტუნდაც ტელევიზიიის რეკლამა/პიარი ხომ საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია საჭირო ადამიანის ხელთ?
იგივე პონტია რა სოფელში 100 წლამდე რომ ცხოვრობდნენ ნატურალურ პროდუქტებზე გაზრდილი ხალხი ... და ქალაქში ამ პოლუფაბრიკატებით 70 წლამდე არიანო ... პროგრესი და კომფორტი მსხვერპლს მოითხოვს ... არადა იცხოვრე მთებში ყოველგვარი პროგრესის გარეშე მწყემსე ცხვრები და მიირთვი ნატურალური პროდუქტი ... თუმცა არავინ იცის რომელი უკეთესი ვარიანტია საბოლოოდ
This post has been edited by OHO on 3 Mar 2010, 18:17
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs