ეგეცაა მიზეზი და ისიც, რომ 65 მლნ. წლის წინათ მექსიკაში, (ნუ, სადაც მერე მექსიკა გაჩნდება), იუკატანის ნახევარკუნძულზე ასტეროიდი დაეცა და მისგან ავარდნილმა მტვერმა წლების მანძილზე სტრატოსფეროში მზის სხივებისთვის ეკრანი შექმნა, რამაც გზა გადაუღობა სინათლეს და სითბოს პლანეტის ზედაპირისკენ და დაიწყო გამყინვარება.
სხვათაშორის, ეს იყო ჩვენი შანსი. გიგანტური რეპტილიების გადაშენებამ ძუძუმწოვრებს მისცათ შანსი სწრაფად გაევლოთ ევოლუცია და მისულიყვნენ გონიერი სიცოცხლის ფორმირებამდე.
რომ არა ეს მოვლენა, ჩვენს ადგილას ვიღაც მწვანე ქერცლოვანი რეპტილია დაპოსტავდა ახლა.
რაც შეეხება დედამიწის ღერძის გადახრას, ამაში ახალი არაფერია. მთვარის და მზის მიზიდულობის გავლენით ვულკანების და მიწისძვრების ზეგავლენით, თვით ატმოსული ნალექების მოსვლით და ჰაერის მასების გადაადგილებით დედამიწის ღერძი მუდმივად განიცდის მოძრაობას, რითაც ორგანზომილებიან პერსპექტივაში სინუსოიდა აღიწერება. დედამიწის ღერძის პროექცირებად დედამიწის ზედაპირზე (ანუ ჩრდ. და სამხ. პოლუსებად) პირობითად მიჩნეულია წერტილები 1925 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით. მათგან დაახლ. 20 მეტრის რადიუსში დედამიწის ღერძი მუდმივად გადაადგილდება და ადგილმონაცვლეობს. ამ მოვლენას სეცესია ეწოდება.
რაც შეეხება დღე-ღამის ხანგრძლივობას, ის არცაა 24 საათი რეალურად, არამედ 23:56:04:09 საათია. 24-მდე დაამრგვალეს სიმარტივისთვის. ეს მაჩვენებელი განუწყვეტლივ იცვლება 23:56:03:57-დან 24:56:05:01-მდე. პერსპექტივაში, გეოლოგიური ევოლუციისას დღე-ღამის ხანგრძლივობა გაიზრდება 365 დღე-ღამემდე. როდესაც დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას შეწყვეტს და მხოლოდ მზის გარშემო იბრუნებს.
ის, რომ კონტინენტები მოძრაობენ, ჯერ კიდევ ანტიკურმა ბერძნებმა იცოდნენ. ასე რომ, არც ამაშია გასაოცარი არაფერი.
ამ ყველაფერს კი, რაც მე დავწერე, უნიში პირველ კურსზე ასწავლიან. ახლა გინდათ თემა დახურეთ, გინდათ ვიშვიში გააგრძელეთ.