გუშინ მე და ჩემი ბიჭი "ავატარზე" ვიყავით. 14 წლისაა და ვერბოვკა დამჭირდა წასაყვანად.
მულწიკები არ მაინტერესებსო მითხრა, რის მულტფილმი ,მეთქი, კამერონის ფილმია, კაცმა ტიტანიკის შემდეგ ეს გადაიღო და მთელი მსოფლიო დიდი თვალებით ელოდება მის ნახვას მეთქი, ტელევიზორში ასეთი ფილმის ნახვას აზრი არა აქვს, ძირითადად სანახაობა იქნება, სპეცეფექტები, რომლებიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ინახოს მეთქი.
ფილმის შემდეგ კი მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სანახაობა (ფილმიებში) ვნახე.
ერთი თვის წინ ვიყავი "2012"-ზე, ისიც კარგად მახსოვს, მაგრამ "ავატარი" როგორც სანახაობა ერთი თავით მაღლა დგას ყველა ჩემს მიერ ნანახ, და ალბათ საერთოდ გადაღებულთაგან.
სპილბერგიც არ იყო ჩემთვის შემოქმედი სანამ "შინდლერის სია" გადაიღო, კამერონსაც მისი კომერციული წარმატებების მიუხედავად შემოქმედად არ ვაღიარებდი. ტიტანიკის წარმატებას თემის ეფექტურობისა და საუკეთესო სპეცეფექტების თანხვედრის შედეგად მივიჩნევდი.
მაგრამ ამ კაცმა ერთ მსოფლიო მასშტაბის რეკორდსმენ ფილმს, მეორე მიაყოლა, თანაც სხვა ჟანრის. და ჩემში ინტერესი გაორმაგდა, ხომ არ დაიბადებიდა ჩემს თვალში ახალი შემოქმედი კამერონისგან ისევე, როგორც ეს მოხდა სპილბერგის "შინდლერის სიის" ნახვისას?
მოკლედ ჩემს მოლოდინს ინტრიგაც ახლდა.
ფილმის დაახლოებით პირველი საათის მიწურულს, ის ის იყო სანახაობის სილამაზით, მისი დინამიურობითა და სირთულით მოხიბლული მზად ვიყავი ეს ფილმი შემოქმედებად მეღიარებინა, გულს სიუჟეტის ძირითადი გეზი მიწვრილებდა.
მთელი ერთი საათი გულშემატკივრობ ჯეიკსა და მის ავატარს, რომელთაც ერთი შეხედვით უძნელესი მისია აქვს.
უნდა აუხსნას აბორიგენებს, რომ მომხვდური ადამიანები ძალიან ძლიერები არიან და უდრტვინველად თუ არ დათმეს თავისი სოფელი, თავისი სიწმინდეები და უჩუმრად თუ არ გადასახლდნენ "ცის ხალხი" ანუ ადამიანები მათ გაანადგურებენ. აბორიგენი ველური ნა'ივები კი თავის მიწას არ თმობენ, იმის მიუხედავდ რომ არსენალში 3 მეტრიანი მოხერხებული სხეულების, მფრინავი ცხენებისა და შუბების გარდა არაფერი გააჩნიათ.
მთელი ერთი საათი ჯეიკთან ერთად შენც გინდა შეაგნებინო ამ არსებებს, რომ ათასჯერ ძლიერ სასტიკ ძალას უნდა გაშორდნენ და არ შეეწინაარმდეგონ.
მიუხედავად იმისა, რომ სტერეო ხედვის სათვალე გიკეთია და 3D დოლბი სურაუნდ ხმების შუაგულში ხარ, გული მაინც გეკუმშება. საქართველო?
კითხულობ უნებურად. როგორ? კამერონმა ეს ფილმი იმის დასადასტურებლად შეგვიქმნა, რომ საქართველო რუსეთს არ უნდა შებრძოლებოდა?
სად არის ჩემი ნაქები ამერიკა და ჰოლივუდი, რომელიც ამ ჭრელ დედამიწაზე არა მარტო ძალის ღერძია, არამედ მორალისაც.
თურმე კიდევ 2 საათი მაქვს წინ ჭრელი, დინამიური, სენტიმენტური და ალეგორიაბით აღსავსე თავგადასავლის.
აღარ მოგიყვებით.
აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ ყველას გირჩევთ ნახოთ, თანაც აუცილებლად კინოთეატრში. სტერეო გამოსახულებით თუკი ადრე იმედგაცრუებული დარჩით, ამჯერად, ყველაფერი კარგადაა. როგორც "ჯუნიორში" წავიკითხსე, სტერეო ჩვენების პროგრამის გაუმჯობესებაში თვითონ კამერონს მიუღია მონაწილეობა. მადლობა მას ამისთვისაც.
მოკლედ მე ვაღიარე.
ეს ფილმი შემოქმედებაა.
ზოგს დოსტოევსკი მოსწონს და ზოგს ტოლკეინი, ზოგს ვივალდი და ზოგს კი "ზეპლელინები" არაა აუცილებელი თქვენც აღიაროთ "ავატარი" შემოქმედებად.
http://cartveli.blogspot.com/2010/03/blog-post_05.html[B][/B]
და რაც მთავარია, ჰოლივუდი ისევ ჰოლივუდია - ნმსოფლიო მორალის მჭედელი. ვაჟკაცური მორალის მჭედელი.
ამერიკა "პერეზაგრუზკას" არ აპირებს. მინიმუმ პრინციპებში მაინც.
This post has been edited by axalirevolucia on 5 Mar 2010, 18:54
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!