დანარჩენს აღარ გადმოვაკოპირებ

რას ჰგავს ეს ტექსტი?
აშკარა აგიტაციაა.
შენ რა მოგწონს, შენთვის უნდა შეინახო.
რამდენიც არ უნდა ამტკიცო, კანაფი არის საკმაოდ ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, რომელიც შეიძლება შენ გგონია, რომ არ აშტრებს, მაგრამ ნუ დამიწყებ იმაზე დავას, რაც ჩემი თვალით მრავალი წლის განმავლობაში მაქვს ნანახი.
თვალებჩაწითლებული, ტვინგახურებული და დორბლიანი გაცინებული კაცი საშინელი საყურებელია გვერდზე მყოფისთვის.
ასეთი ნათესავი ყველას ჰყავს და კანაფის "სიკეთე" ყველამ მშვენივრად იცის.
ეს შენ გგონია, რომ მსმელი უფრო საშიშია.
ნასვამი და აგრესიული კაცი სამსახურში მისვლას ვერც გაბედავს და დაბოლილებით და ნარკომანებით კი სავსეა როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურები.
რომელ სახელმწიფო და საქვეყნო საქმეზე უნდა იფიქროს იმ კაცმა, რომელსაც თავში მუდმივად პლანზე და ნარკოტიკზე ფიქრი უტრიალებს?
კერძო სექტორში რაც უნდა ის ქნას, მაგრამ სახელმწიფო სამსახურებში მართლაც დაუშვებელია ნარკომანის მუშაობა.
რაც შეეხება ღვინოს, ღვინის ფასი იმან იცის, ვინც ღვინოს საქეიფოდ მიირთმევს და არა გასათიშად ისხამს.
P.ს. მიშიკოს ინიციატივა კარგი იქნებოდა, ეს ჩუმად და მოულოდნელად რომ ჩაეტარებინა, განსაკუთრებით
ზედა ეშელონებში. .
ისედაც გაიგებდა მთელი საქართველო და ჩაეთვლებოდა.
ამასთანავე საშინელებაა ნარკომანის ცოლობაზე, ოჯახიდან და მეგობრებიდან გარიყვაზე და ა.შ. სხვა უაზრობებზე ლაპარაკი.