გეოგრაფი ვარ, მაგრამ გეოფიზიკა და გეოლოგია გეოგრაფიის ძმებია და ამდენად საკმაოდ ახლო შეხება მაქვს ამ დარგებთანაც. ასტრონომია კი გეოგრაფიის ბიძაშვილია-ასე რომ, ასტრონომიაშიც მშვენივრად ვერკვევი.
დაპოსტილი მქონდა ანამჩის თემაში ერორმა ეს იდიოტობა რომ გამოაცხო რომ არაფერი არ არის საშიში. დედამიწის ღერძის დახრილობა ისედაც განუწყვეტლივ იცვლება 20 მ. რადიუსის წრის ფარგლებში. სადაც 20 მეტრი, იქ შენი რვა სანტიმეტრი არაფერს იზამს. ერორის გაუნთლებელი ჟურნალისტების ფანტაზიებზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მიწისძვრების მოხშირებას რაც შეეხება, არავითარი მიწისძვრები არ მოხშირებულა. ინტენსივობა როგორიც იყო, ისეთი არის და იქნება. უბრალოდ, დღეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის ეპოქაში უმარტივესია მიიღო ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი მიწისძვრების შესახებ, რაც ჰქმნის ილუზიას მათი ოდენობის გახშირების შესახებ. რაც შეეხება 2012 წელს-ეს პირადად მე სასაცილოდ არ მყოფნის. ზოგი უფრო გათვითცნობიერებული მიუთითებს რომ ამ წელს თურმე მაიას კალენდარი მთავრდება. იქნებ წიგნები წაეკითხათ? მაიას კლენდარი შედგება 8 ციკლისგან. მათგან უმცირესი არის უინალი-მოიცავს ოც დღეს, 18 უინალი შეადგენს ერთ ტუნს-360 დღეღამეს (თითქმის წელიწადს), 20 ტუნი შეადგენს 1 კატუნს (დაახლ. 20 წელიწადს), 20 კატუნი კი შეადგენს 1 ბაკტუნს. ყოველი 13 ბაკტუნი შეადგენს 1 ,,შემოქმედების პერიოდს, " (5 000 წელიწადზე მეტი) და 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება ,,შემოქმედების პერიოდი მეოთხე მზე" და იწყება ,,შემოქმედების პერიოდი მეხუთე მზე." ანუ იცვლება ციკლი და არანაირი კალენდარის დასასრული არ დგება.
ახლა რაც შეეხებანიბირუს. მე თვითონ მაქვს ჯღანკი დრუბინდის და ტელესკოპის ნაჯვარი სახლში, რომელიც დაახლ. 5 მლნ. სინათლის წელს წვდება. ეს საერთოდ არაფერია, მაგრამ მე პირადად ამ ველში რა მე სიახლე ისეთი არაფერი შემიმჩნევია, რაც ჯერ კიდევ ბებიაჩემის დროს არ იცოდნენ. კაი მე ჰო, მაგრამ არც სპეციალისტებმა და არც სხვა მოყვარულებმა უფრო ძლიერი აპარატებით არაფერი არ იციან. რამე მსგავსი რომ იყოს,ამ ინფოს გაჟონვას ვერავინ შეაკავებდა. მე პირადად კვირაში ერთხელ ვათვალიერებ ცას და თუ რამე მსგავსი შევნიშნე, კაციშვილი ვერ გამაჩუმებს და ალბათ სხვასაც. ასე რომ ადამიანი მიდრეკილია ფანტაზიებისკენ და ისტერიკებისკენ და შევუნდოთ მას.
This post has been edited by ქაფქიანა on 7 Mar 2010, 14:32