nikalashkaრიო რა, სან-პაულუ უარესი თავკომბალაა
lexaსოფლების აღმშენებლობა დედაქალაქის გადატანასთან არაფერ კავშირში არაა.
მანამდე იყო დიდი თემა ამ განყოფილებაში და შევთანხმით მაშინ, რომ ქვეყნის აგრარული განვითარების საწინდარი სხვადასხვა პროფილის აგრარული მეურნეობების მაქსიმალური გამსხვილებაა. ამას კი არ ჭირდება ხალხის სოფლებში დაბრუნება.
საერთოდ, სოფლის ცნება უკვე ანომალიაა 21-ე საუკუნეში. არ არის გასაკვირი, რომ არავის უნდა იქ ცხოვრება, სადაც ტუალეტი გარეთაა და ღამე იქ გასვლა გეშინია, რამეთუ შეიძლება მგელმა შეგსჭამოს (იყო ამაზეც თემა., თუ არ ვცდები, ჯენერალში)... სადაც არ არის არც ფოსტა, არც ნორმალური გზა, არ წესიერი მაღაზია, ვერც გაზეთს იყიდი და ვერც ფილმს ნახავ.
სოფლებს უნდა ჩაენაცვლოს ელემენტარული ინფრასტრუქტურის მქონე მცირე დასახლებული პუნქტები, რომლებიც ქვე-ცენტრების ირგვლივ იქნებიან აკინძულნი. ამ ქვეცენტრებს შესაბაიმისად რაიონული ცენტრები უნდა აერთიანებდეთ და ა.შ. ნუ, არ მინდა აქ რეგიონალური გეგმარების კურსი.
მოკლედ ვიტყვი, რომ ამის მისაღწევად საჭიროა რეალური თვითმმართველობა. ანუ, ადგილობრივი საკრებულოები თავად უნდა განაგებდნენ ადგილობრივ პოლიტიკას, ანაწილებდნენ ადგილობრივ ბიუჯეტს. თანამშრომლობდნენ რაიონის თვითმმართველობასთან და დარგობრივ სამინისტროებთან ფუნქციათა გამიჯვნის და საქმიანობის ჰარმონიზაციის ამბავში...
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ეტაპზე განუხორციელებელი ოცნებაა კადრების არარსებობის გამო. მაგალითად ზემო რაღაცეთის საკრებულოს წევრებმა არათუ ელემენტარული კანონმდებლობა და მუშაობის პრიპციპი, არამედ ორჯერ ორიც არ იციან. ორჯერ ორი შეიძლება უტრირებაა, მაგრამ შვიდჯერ რვა ნაღდად არ იციან. ამას გეუბნები არა საკუთარი ფანტაზიით, არამედ იმ ხალხის მონაყოლიდან, ვინც ამ თEმატიკასთან დაკავშირებულ პროექტებში იღებდა მონაწილეობას.
მოკლედ შევთანხმდით, რომ ქვეყნის ბუნებრივი დეცენტრალიზაცია ამ ეტაპზე განუხორციელებელია.
დარჩა მექანიკური, დირექტიული ღონისძიებები, რომლებიც აქცენტს დასვამენ და ცალკეული პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან.
რას მოგვიტანს დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილება?
ბევრს არც არაფერს. მორიგ ანტისამთავრობო მუხტს. კიდევ ერთ შეკრებას ჭადრაკის სასახლეში და კიდევ ერთ მოჯმას რუსთაველის საგზაო ნაწილში.
დაუშვათ ჩააქრო ვანომ მუხტი, მიშამ სამშენებლო კომპანიებს თავზე დაახურა ყველაფერი და დაიწყო მშენებლობა სადღაც ხაშურში. რამდენი ხანი უნდა იქაურობის მოწყობას, რომ მოხდესსამინისტროთა უმეტესობების და მთელი სახელმწიფო აპარატის გადატანა? ერთი ხუთი წელი, იქ მომუშავე ხალხის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი ჭირდებათ, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ანუ, ხუთი წლის განმავლობაში დაიხარჯება უამრავი ფული იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობა ცოტათი შემცირდეს და ცოტა შიდა ქართლი გამოცოცხლდეს.
ამ დროს ხუთ წელიწადში ამის მეათედი ფულით, უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კათედრების წახალისებით და ახლის შექნით, სხვადასხვა მიზნებრივი პროექტებით და რეგიონალური განვითAრების (რეალისტური) გეგმებით ბევრად უკეთესი შედეგის მიღება იქნება შესაძლებელი.