ბიომასები და შუშის შენობის ფანტომასები:
ძია ლენინი, მსოფლიოში უდიდესი აფერისტი და ბიომასის
უდიდესი მანიპულატორი, დიდ ხანს იმტვრევდა ტვინს თუ
როგორ უნდა ჩაეთრია რუსეთის მთელი ბიომასა რევოლუციურ
ავანტიურაში.
ლოზუნგი „ქარხნები მუშებს“ მაინც და მაინც არ მუშაობდა.
მუშებს ასე თუ ისე რაღაც ხელფასი ეძლეოდათ, სამუშაოს შემდეგ
არყით ილეშებოდნენ და ქინძზე ეკიდათ პარტია, სამშობლო,
ილიჩი და დიადი ნათელი.
გლეხები კი, როგორც პასიური ბიომასა, უკანალს არ წევდნენ
დიადი წითელი მომავლისათვის.
მაშინ ძია ვალოდიამ გენიალური ლოზუნგი მოიგონა –
„მიწა გლეხებს“ !
და რუსეთის გლეხთა 100 მილიონიანი ბიომასა დადგა სისხლიანი
რევოლუციის სადარაჯოზე ! დადგა, მარა რა დადგა !
მართალია, გლეხებმა შემდეგ სამში გრძელი მიიღეს, მათი ბიომასით
უამრავი სასუქი მიიღო რუსეთის ტრამალებმა, მაგრამ წითლებმა
თავისი გაისწორეს და შეცვალეს კაცობრიობის ისტორია 70 წლით !
არ გაგონებთ ეს 100 წლიანი ლოზუნგები დღევანდელობას: "ქარხნები
მუშებს", "მიწა გლეხებს", სამაგალითო დემოკრატია ევროპაში, უფასო
ნერგები ყველას და ა.შ. ? მოკლედ - ქართული ოცნება !
თითქმის საუკუნე გავიდა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ !
შედეგი ? არაფერი შეცვლილა – ბიომასა ისევ დაბოლილია . . .
ნეტარ არიან ნეტარმორწმუნენი ! ჭირი იქა, ბედნიერება აქა . . .
This post has been edited by veravake on 31 Mar 2012, 22:32