#18543926 · 17 Mar 2010, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (28.04.2006. N2937) 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (28.04.2006. N2937) 1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (28.04.2006. N2937) უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308ე, 310ე–314ე, 318ე, 322ე–325ე და 329ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. |
ნოღაიდელის ქმედება წარმოდგენილ მუხლებთან მიმართებაში იქნებ შეუსაბამოდ.......
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს.
|